ჰაკერული შეტევის გამო, Bloomberg-ი შტატებში საწვავის გაძვირებას პროგნოზირებს

ჰაკერული შეტევის გამო, Bloomberg-ი შტატებში საწვავის გაძვირებას პროგნოზირებს

access_time2021-05-10 20:00:07

აშშ-ში ფასებმა ბენზინსა და დიზელზე შესაძლოა 2014 წლის შემდეგ მაქსიმალურ მაჩვენებლებს მიაღწიოს და ამის მიზეზი მილსადენ Colonial Pipeline-ის ოპერატორ-კომპანიაზე ჰაკერული შეტევაა.


8 მაისს ბენზინის საშუალო პასი 2,96 დოლარი 1 გალონზე (4 ლიტრი) იყო, ხოლო, სააგენტოს პროგნოზით, მაისს ბოლოს, როდესაც შტატებში ტრადიციული საზაფხულო სეზონი იწყება ფასმა შესაძლოა გალონზე 3 დოლარს გადააჭარბოს - ბოლოს ასეთი ფასი 2014 ლის ოქტომბერში დაფიქსირდა.


ამჟამად ყველაფერი დამოკიდებულია მუშაობის შეფერხების ხანგძლივობაზე - რაც უფრო დიდხანს არ იმუშავებს მილსადენი, საწვავის დეფიციტი ამერიკის ბაზარზე მით უფრო ძლიერი იქნება.


ოპერატორმა-კომპანიამ მუშაობა 7 მაისს, წინა დღეს დაწყებული ჰაკერული შეტევის გამო შეაჩერა. არსებული ინფორმაციით, ბოროტმოქმედებმა მონაცემთა დიდი რაოდენობა მოიპარეს, რის შემდეგაც გამომძალველი-პროგრამის მეშვეობით კომპიუტერები დაბლოკეს, და გამოსასყიდი მოითხოვეს.


არსებული ინფორმაციით, ჰაკერებმა გამოძალვის ორმაგი სქემა გამოიყენეს- ისინი კომპანიის მფლობელებს კონფიდენციალური ინფორმაციის ინტერნეტში გამოქვეყნებით ემუქრებოდნენ, ხოლო კომპანიის კომპიუტერული სისტემა ბლოკირებული დარჩება, თუ გამოსასყიდი გადახდილი არ იქნება.



მილსადენი Colonial Pipeline საწვავის (ბენზინის, დიზელის, საავიაციო ნავთის, და მაზუტის) მექსიკის ყურეში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან ტექასში, ლუიზიანაში, მისისიპიში, ალაბამაში, ჯორჯიაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინაში, ტენესიში, ვირჯინიაში, მერილენდში, დელავერში, პენსილვანიაში და ნიუ-ჯერსიში ტრანსპორტირებას ახორციელებს.


თავად კომპანიის ინფორმაციით დღე-ღამეში სისტემა 100 მლნ. გალონ საწვავს ატარებს, რაც  აღმოსავლეთ სანაპიროს შტატებში მოხმარებული ნავთობპროდუქტების 45%-ს შეადგენს, და საწვავით 50 მლნ. ამერიკელს ამარაგებს. მილსადენის სიგრძე  8800 კილომეტრია, და ის ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირების ამერიკულ ბაზარზე ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა.


კომპანია მომხმარებლებს არწმუნებს, რომ სირთულეების შემცირებისთვის ყველაფერს აკეთებს, თუმცა საწვავის მიწოდების აღდგენის კონკრეტულ ვადებს ვერ ასახელებს.

ამ დროისთვის უცნობია ჰაკერული შეტევის ავტორები. ვერსიები განსხვავებულია  - დგას თუ არა ჰაკერული შეტევის უკან რომელიმე სახელმწიფო, თუ ბოროტმოქმედები ჩვეულებრივი, აპოლიტიკური დამნაშავეები არიან.


Washington Post საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ სავარაუდოდ, შეტევა განახორციელა ჯგუფ DarkSide-მა, რომელშიც ძირითადად ჰაკერები აღმოსავლეთ ევროპიდან შედიან. კიბერდამნაშავეების ამ ჯგუფს საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ხელს Reuters-იც ადებს.


სააგენტო ასევე აღნიშნავს, რომ ფართომასშტაბიანი აქტიურობის და დიდი შესაძლებლობების მიუხედავად DarkSide პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ობიექტების წინაამღდეგ არასდროს მუშაობს, და უპირატესობას დასავლეთ ევროპას და ჩრდილოეთ ამერიკას ანიჭებს. შესაძლოა, ეს პოლიტიკასთან არც იყო დაკავშირებული - მდიდარ ქვეყნებში მდებარე ობიექტებისგან ფულის გამოძალვა ბევრად უფრო მომგებიანია.


ვითარებას განმუხტვას მთავრობაც ცდილობს. აშშ-ს ვაჭრობის მინისტრმა ჯინა რაიმონდომ განაცხადა, რომ ვაშინგტონი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ნავთობპროდუქტებით მოსახლეობის მომარაგებაში სერიოზული პრობლემები თავიდან აიცილოს, და მილსადენი უმოკლეს ვადებში ამუშავდეს.

 

BLOOMBERG.COM


თენგიზ აბლოთია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up