ჰაიდელბერგცემენტის საჩუქარი პატარებს კასპში

ჰაიდელბერგცემენტის საჩუქარი პატარებს კასპში

access_time2018-12-31 12:08:20


2018 წლის 26 დეკემბერს ჰაიდელბერგცემენტმა სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კიდევ ერთი ღონისძიება გამართა. კომპანიის წარმომადგენლებმა კასპში მცხოვრებ ბავშვებს კომპანიის მიერ მორთულ და განათებულ სკვერში საახალწლო ზეიმი მოუწყეს. პატარები საყვარელ მულტიფლიკაციური ფილმების გმირებთან შეხვედრამ, სკვერში სანტასთნ ერთად გასეირნებამ, ფოტოსესიამ, პოპ-კორნმა, სახალისო მუსიკამ და ფერადმა ბუშტებმა ძალიან გაახალისა.




-„წელს კასპში საკმაოდ შთამბეჭდავი ღონისძიება გამოგვივიდა. ვფიქრობ, მიზანი მიღწეულია. რაც მთავარია, კმაყოფილები არიან პატარები და მათი მშობლებიც.“- განაცხადა „ჰაიდელბერგცემენტის“ მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ნათია ცვარიანმა.



„კასპის მუნიციპალიტეტში 42,8 ათასი ადამიანი ცხოვრობს და მოღვაწეობს. ბევრი მათგანი წინასაახალწლო მზადებაშია და შესაბამისად, აღარ რჩებათ დრო თბილისში გამართულ ღონისძიებებს ბავშვებთან ერთად დაესწრონ. ამიტომ გაჩნდა იდეა, რომ საახალწლო ზეიმი კასპში მოგვეწყო. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, საზეიმო განწყობა შევქმენით და როგოც ჩვენი თანამშრომლები, ისე ადგილობრივი მაცხოვრებლები კმაყოფილები დავტოვეთ“- აღნიშნა მიხაელ ჰამპელმა.



აღსანიშნავია, რომ საახალწლო ღონისძიება ერთადერთი პროექტი არაა, რომელიც ჰაიდელბერგცემენტმა სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში 2018 წელს კასპის მუნიციპალიტეტში განახორციელა. კომპანიის წარმომადგენლები, სხვა მიმდინარე თუ დაგეგმილი პროექტების პარალელურად, განსაკუთრებულ ყურადღებას საგანმანათლებლო პროექტებსაც უთმობენ.


მაგალითად, კომპანიამ ტრადიციად აქცია პროექტი, რომელიც ყოველწლიურად კასპის ყველა სკოლის ყველა პირველკლასელისთვის სასკოლო ნივთების უფასოდ გადაცემას გულისხმობს. წელს საჩუქარი 191 პირველკლასელს დაურიგდა, ჯამში კი, პროექტის დაწყებიდან დღემდე (2016-2018 წწ), 574 პირველკლასელი დასაჩუქრდა.


გარდა ამისა, 2018 წლის ივნისში „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ ორგანიზებით და ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა ქიმიის პირველი კონფერენცია "იფიქრე პროტონივით-2018". მასში ქალაქ კასპის სამი სკოლის 54 მოსწავლე მონაწილეობდა. კომპანიის წარმომადგენლებმა კონფერენციის ყველა მონაწილეს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.


კომპანიისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. ამ მიზნით, ჰაიდელბერგცემენტის დაფინანსებით კასპის მოსახლეობისთვის სავარჯიშო დარბაზი მოეწყო, სადაც ყველა მსურველს უფასოდ ვარჯიშის შესაძლებლობა აქვს.


ჰაიდელბერგცემენტის მიერ ორგანიზებული პროექტის თბილისიმარათონის ფარგლებში აშენდა და საჭირო ტექნიკით და ხელსაწყოებით აღიჭურვა სოციალური საწარმო „წნული“, სადაც შშმ პირები არიან დასაქმებულები.



„დარწმუნებული ვარ, 2019 წელი კიდევ უფრო ნაყოფიერი იქნება და მეტი პროექტის განხორციელებას შევძლებთ ყველა იმ რეგიონში, სადაც ჩვენი კომპანია ოპერირებს.“ - აღნიშნა გაყიდვების და მარკეტინგის დირექტორმა ირაკლი მახარობლიძემ.
ცნობისთვის,  ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და წამყვან ბრენდს წარმოადგენს ცემენტის და ბეტონის ადგილობრივ ბაზარზე. ფლობს სამ ცემენტის ქარხანას კასპსა და რუსთავში, ასევე ცემენტის წისქვილს ფოთში და ტერმინალს სუფსაში. საქართველოში „ჰაიდელბერგცემენტმა“ 200 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა და სამუშაო ადგილით უზრუნველყო 1200-ზე მეტი ადამიანი.





(R)





20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა

20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-10-20 18:15:11
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 20 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2222 ლარი შეადგინა. ქართული ლარის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-20 21:30:45
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ Covid-19 დაგიდასტურდათ - ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმების რჩევები როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, თუ მას კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდა? როდის უნდა მიმართოს სიმპტომიანმა ოჯახის ექიმს და როდის გადაუდებელი დახმარების ცენტრს? საჭიროა თუ არა მედიკამენტოზური მკურნალობა? ...

მსხვილი სასტუმრო ქსელები დისტანციურად მომუშავეთა მოზიდვას ცდილობენ

მსხვილი სასტუმრო ქსელები დისტანციურად მომუშავეთა მოზიდვას ცდილობენ
access_time2020-10-20 20:45:26
მსხვილი სასტუმრო ქსელები, ისეთები, როგორც InterContinental Hotels Group, Marriott დ Accor-ი ახალი სისტემის - გამოწერის -  ამუშავებას გეგმავენ იმისთვის, რომ დისტანციურად მომუშავეებმა მოგზაურობა და სხვადასხვა ქალაქებში ერთი და იგივე ქსელის სასტუმროებში ცხოვრება შეძლონ.   მაგალითად, სექტემბერში ტურისტულმა ჯგუფმა Inspirato-მ განაცხადა, რომ მთლიანად გამოწერაზე  გადავიდა და აქცენტს სწორედ ამ სერვისზე გააკეთებს. ქსელის კლიენტები შტატებში,...

Bloomberg: ჩინეთის ეკონომიკა ზრდის კრიზისამდელ მაჩვენებელს უახლოვდება

Bloomberg:  ჩინეთის ეკონომიკა ზრდის კრიზისამდელ მაჩვენებელს უახლოვდება
access_time2020-10-20 19:00:20
2020 წლის დასაწყისიდან პირველი 6 თვის ვარდნის შემდეგ ჩინეთის ეკონომიკა 0,7%-ით გაიზარდა.   ჩინეთი შესაძლოა მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა გახდეს, რომლის ეკონომიკაც წელს გაიზრდება და ამას საფუძვლად კორონავირუსის აგრესიული შეკავება დაედება.   2020 წლის მე-3 კვარტალში ჩინეთის ეკონომიკა 2019 წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით 4,9%-ით გაიზარდა, წლიურ ჭრილში კი 0,9%. შესაძლოა ეს რიცხვები მოკრძალებულად მოგეჩვენოთ, თუმცა, საუბარია ზრდაზე იმ დროს, როდესაც...

„ბასტი ბუბუ“ დახურვის პირასაა - პანდემიის გამო, სტუდიას 120 000 ლარის დავალიანება დაუგროვდა

„ბასტი ბუბუ“ დახურვის პირასაა - პანდემიის გამო, სტუდიას 120 000 ლარის დავალიანება დაუგროვდა
access_time2020-10-20 17:25:36
„უკვე მერვე თვეა „ბასტი ბუბუს“ არც ერთი თანამშრომელი ხელფასს არ იღებს - „ბასტი ბუბუ“ დგას დახურვის პირას, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა“,- ამის შესახებ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ საბავშვო სტუდია „ბასტი ბუბუს“ დირექტორმა პაატა ამონაშვილმა განაცხადა.   მისი თქმით, პანდემიის გამო, სტუდიას დაგროვილი აქვს 120 000 ლარის დავალიანება, რომლის გადახდაც გაჩერებული მუშაობის პირობებში ვერ ხერხდება. ამას კი, ღონისძიებების გაურკვეველი დროით აკრძალვაც...


მსგავსი სიახლეები

up