ჰაიდელბერგცემენტის კასპის ცემენტის ქარხნის სრული მოდერნიზაცია საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით განხორციელდა

ჰაიდელბერგცემენტის კასპის ცემენტის ქარხნის სრული მოდერნიზაცია საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით განხორციელდა

access_time2019-02-08 17:41:49

8 თებერვალს, ჰაიდელბერგცემენტის მოდერნიზებული კასპის ცემენტის ქარხნის და კლინკერის ახალი საწარმოო ხაზის ოფიციალური გაიხსნის ცერემონიალი გაიმართა. პროექტი საქართველოს ბანკთან მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის და ჰანიველ პარტნერსის მხარდაჭერით განხორციელდა.



კასპის ქარხნის მოდერნიზაციის პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები 2016 წლის სექტემბერში დაიწყო და მის განსახორციელებლად 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია გამოიყო. პროექტი უახლესი ტექნოლოგიებით კლინკერის წარმოების მშრალი ხაზის მშენებლობას გულისხმობს, რაც, თავის მხრივ, საწარმოო ხარჯების მნიშვნელოვნად შემცირებას და წარმადობის ზრდას განაპირობებს. პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა უმაღლესი სტანდარტის ფილტრაციის სისტემა და ემისიების მუდმივი მონიტორინგის სპეციალური აპარატურა, რომლის საშუალებითაც საწარმო მტვრისა და გამონაბოლქვის რაოდენობის გაკონტროლება ონლაინ რეჟიმში იქნება შესაძლებელი.



„თავდაპირველად მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია, ეკონომიკურად გამართული პროექტების დაფინანსება, რადგან წარმატებული კერძო სექტორი, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების წინაპირობაა. ჰაიდელბერგცემენტს საქართველოს ბაზარზე 12 წლიანი წარმატებული ისტორია აქვს. ამიტომ, ჩვენთვის ორმაგად სასიხარულო და საამაყოა, მხარი დავუჭიროთ არსებული ბიზნესის კიდევ უფრო მეტად განვითარებას. ამ კონკრეტულ პროექტში ბანკის მხრიდან გაცემული დაფინანსების მოცულობა შეადგენდა 20 მლნ. აშშ დოლარს. ვფიქრობთ, საქართველოს ბანკისა და ჰაიდელბერგცემენტის პარტნიორობის შედეგად განხორციელებული ინვესტიცია, ასევე, ახალი საწარმოო ხაზის გახსნა, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კომპანიის სამომავლო განვითარებას“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.



„პროექტს რამდენიმე დიდისარგებელი ექნება: ბევრად უფრო ეფექტური წარმოება გაცილებით ნაკლები ენერგოდანახარჯი; მაღალი ენერგოეფექტურობის ხარისხი; გაზრდილი წარმადობა (3000 ტონა კლინკერი დღეში, რაც კასპში არსებული ყველა ღუმელის ერთად აღებულ წარმოებაზე მეტია); კლინკერის ხარისხის ავტომატური კონტროლი და მართვის ცენტრალიზებული სისტემა. ახალი ტექნოლოგიების წარმოდგენის გარდა, პროექტი ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკისთვის - ის გააუმჯობესებს ქვეყნის სავაჭრო ბალანსს და უზრუნველყოფს გარემოზე ზემოქმედების მინიმიზაციას“,-განაცხადა „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ ტექნიკურმა დირექტორმა, ზაზა სადუნიშვილმა.


„საქართველოს ბანკის და ჰაიდელბერგცემენტის თანამშრომლობა ათეულ წელზე მეტს ითვლის. ამ წლების განმავლობაში საქართველოს ბანკი იყო ჰაიდელბერგცემენტის საიმედო პარტნიორი ფინანსური ორგანიზაცია საქართველოში“, - განაცხადა „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ ფინანსურმა დირექტორმა, ეკა ტყეშელაშვილმა.








რომან კაკულია ეკონომიკის მინისტრების ცვლილებაზე: არ გვაქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ეკონომიკური ხედვა

რომან კაკულია ეკონომიკის მინისტრების ცვლილებაზე: არ გვაქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ეკონომიკური ხედვა
access_time2019-04-19 14:00:10
9 თვის განმავლობაში ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობის შემდეგ გიორგი ქობულია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად, გიორგი ქობალიასვე მოადგილე, ენერგეტიკის მიმართულებაში ნათია თურნავა დანიშნა. არსებული ინფორმაციით გიორგი ქობულიას თანამდებობიდან გადაყენების საკითხი რამდენიმე კვირის განმავლობაში განიხილებოდა, თუმცა ოფიციალურ მიზეზებზე პრემიერ-მინისტრის კაბინეტში განცხადება არ...

ვარკეთილში „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს, არიან დაშავებულები

ვარკეთილში „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს, არიან დაშავებულები
access_time2019-04-19 12:28:33
ვარკეთილში, მე-3 მიკრორაიონში, სუხიშვილის ქუჩაზე „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად, 1 ადამიანს თავის არეში აქვს დაზიანება მიღებული. ასევე ვრცელდება ინფორმაცია მეორე პირის დაშავების შესახებაც. შსს-ს ცნობით, დამნაშავეები ჯერ არ დაუკავებიათ. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას...

აღმოაჩინეთ ინდური ალტერნატიული მედიცინა სასტუმრო Georgia Palace Hotel & Spa Kobulet-ში

აღმოაჩინეთ ინდური ალტერნატიული მედიცინა სასტუმრო Georgia Palace Hotel & Spa Kobulet-ში
access_time2019-04-19 13:00:19
სასტუმრო Georgia Palace Hotel & Spa Kobulet-ი ვიზიტორებს  ინდურ მასაჟებს სთავაზობს. როგორც ცნობილია, ინდური აიურვედას ცენტრი სასტუმროში ექსკლუზიურად ფუნქციონირებს 2010 წლიდან, რომელიც კომპლექსურად აერთიანებს როგორც სარელაქსაციო ასევე სამკურნალო მასაჟების ციკლს. რაც ყველაზე...

ინიშნება თუ არა მიხეილ დუნდუა ფინანსთა მინისტრად?

ინიშნება თუ არა მიხეილ დუნდუა ფინანსთა მინისტრად?
access_time2019-04-19 12:14:18
ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა BM.GE-სთან საუბრისას უარყოფს, რომ ის ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს. რამდენიმე ხნის წინ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მიხელ დუნდუა, შესაძლოა, ფინანსთა მინისტრად დაინიშნოს. ის ჯერ „შემოსავლების სამსახურის“ უფროსად დაინიშნა. თუმცა ამ თანამდებობაზე მხოლოდ 1 თვის განმავლობაში იმყოფებოდა. ამ ხნის განმავლობაში მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია, მეტიც, მის შესახებ ვრცელი ინფორმაცია „შემოსავლების სამსახურის“...

„განცდა, რომ ქვეყანას ჰყავდა მინისტრი, რომელმაც ხელი დაატყო ეკონომიკას, დიდი ხანია აღარ არსებობს“

„განცდა, რომ ქვეყანას ჰყავდა მინისტრი, რომელმაც ხელი დაატყო ეკონომიკას, დიდი ხანია აღარ არსებობს“
access_time2019-04-19 11:00:49
“ქვეყანაში გული აღარ გვწყდება მინისტრის ცვლილებისას, არ ვამბობთ, ეს როგორ გაუშვეს, ან რატომ წავიდა.  განცდა, რომ ქვეყანას ჰყავდა მინისტრი, რომელმაც ხელი დაატყო ეკონომიკას, ან ნებისმიერ სხვა სფეროს და მერე მოსახლეობას გული დაწყდა ,რომ იგი ვეღარ გააგრძელებს საქმიანობას საკუთარ პოზიციაზე, დიდი ხანია აღარ არსებობს. ქობულიას მინისტრობის პერიოდში, მნიშვნელოვანი ეკონომიკური ცვლილებები არ გვქონია. ქვეყანაში რაიმე თუ იცვლება, ეროვნულ ბანკთან უფრო მეტადაა...


მსგავსი სიახლეები

up