ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსი, საქართველოს თანაინვეტსირების ფონდი და ჰანიველ პარტნერსი ერთობლივ პროექტში $120 მლნ ინვესტიციას განახორციელებენ

ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსი, საქართველოს თანაინვეტსირების ფონდი და ჰანიველ პარტნერსი ერთობლივ პროექტში $120 მლნ ინვესტიციას განახორციელებენ

access_time2016-05-18 12:38:29

2016 წლის 18 მაისს, ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსმა, საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა და ჰანიველ პარტნერსმა $120 მლნ ამერიკული დოლარის საინვესტიციო ღირებულების ერთობლივი პროექტის ოფიციალური პრეზენტაცია გამართეს.


პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსის ცემენტის და ბეტონის ქარხნების გადაიარაღებას თანამედროვე, ენერგოეფექტური და მაღალტექნოლოგიური დანადგარებით. მხარეებს შორის საბოლოო ხელშეკრულების გაფორმება 2016 წლის ივნისშია დაგეგმილი. ფონდებიდან ინვესტიციების მოზიდვაზე დამატებით, ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მსხვილ პროექტებზე თანამშრომლობა და ჰანიველ პარტნერსის ექსპერტული გამოცდილება პირველადი სამშენებლო მასალების წარმოების სფეროში.


პროექტის ფარგლებში, $100 მლნ ამერიკული დოლარის ინვესტიცია განხორციელდება კასპის ქარხანაში ახალი, მშრალი მეთოდით წარმოების ხაზის დანერგვაში, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად გაიზრდება წარმოების პროცესის ეფექტურობა. კასპის ქარხანაში წარმოების ახალი ხაზის დასანერგად მოსამზადებელი სამუშაოები 2015 წლის ბოლოს დაიწყო. ძირითადი სამუშაოების განხორციელება კი მიმდინარე წლის ივლისშიდაიწყება.


დამატებით $20 მლნ ამერიკული დოლარის ინვესტიცია განხორციელდება ვერტიკალურად ინტეგრირებული ბიზნეს სტრუქტურის ჩამოყალიბებაში, რაც ითვალისწინებს ბეტონის და ინერტული მასალების ქარხნების ქსელის გაფართოვებას საქართველოს მასშტაბით. პარტნიორები ასევე სწავლობენ დასავლეთ საქართველოში არსებული საწარმოო ბაზის გაფართოვების პერსპექტივას.


ახალი ტექნოლოგიების დანერგვასთან ერთად, პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის განვითარებას, გააუმჯობესებს ქვეყნის სავაჭრო ბალანსს და შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს. ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსის საწარმოების გადაიარაღების და განვითარების პროექტი 2016-2018 წლებში განხორციელდება.


ჰაიდელბერგცემენტმა საქართველოში ბიზნეს აქტივობები 2006 წელს დაიწყო. ბიზნესის განვითარების 10 წლიანი უწყვეტი პროცესის შედეგად, დღეის მდგომარეობით კომპანია საქართველოში 3 ინტეგრირებული ცემენტის ქარხნით არის წარმოდგენილი (კასპსა და რუსთავში), ასევე ფლობს ცემენტის დამფქვავ ქარხანას ფოთში და ცემენტის ტერმინალს შავი ზღვის სანაპირო ზოლზე. კომპანიის მიერ წარმოებული ცემენტის წლიური მოცულობა 2 მლნ ტონას აჭარბებს და გამოირჩევა მაღალი ხარისხით.



ცემენტის არსებულ საწარმოს საქართველოს ბაზარზე პოზიციებს უმყარებს საკუთარი, 12 ბეტონის ქარხნისგან შემდგარი ქსელი, რომლებიც ჯამში წლიურად 670.000 მ³ ბეტონს აწარმოებენ. თავის მხრივ, ბეტონის წარმოებისთვის ქვიშისა და ინერტული მასალების მიწოდება ნაწილობრივ უზრუნველყფილია ბათუმსა და თბილისში განთავსებული ინერტული მასალების მწარმოებელი ქარხნებით.


საქართველოს თანაინვესტირების ფონდი საქართველოს თანაინვესტირების ფონდი კერძო ინვესტიციების ფონდია, რომელიც 2013 წელს შეიქმნა და პოტენციურ ინვესტორებს საქართველოს ეკონომიკის მზარდ სექტორებში ინვესტირებისთვის განსაკუთრებულ შესაძლებლობებს სთავაზობს.


ფონდის კაპიტალი $6 მლრდ ამერიკულ დოლარს შეადგენს და დღეის მდგომარეობით მის საინვესტიციო პორტფელში შემავალი მიმდინარე პროექტების ჯამური საინვესტიციო მოცულობა $2.115 მლრდ ამერიკულ დოლარს აღემატება. პროექტები მოიცავენ ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის, ტურიზმისა და უძრავი ქონების, წარმოების და სოფლის მეურნეობის სექტორებს.


ჰანიველ პარტნერსის შესახებ


ჰანიველ პარტნერსი არის პირდაპირი ინვესტიციების, აქტივების მართვისა და აღდგენის კომპანია, ოფისებით ლონდონში, თბილისში, კიევსა და მაიამიში. კომპანიის ბიზნეს აქტივობები ფოკუსირებულია აღმოსავლეთ ევროპასა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე.


საქართველოში ჰანიველ პარტნერსი რამდენიმე მსხვილი კომპანიის მართვაშია ჩართული, მათ შორის: ბორჯომი, ტვ იმედი და რუსთავის მეტალურგიული ქარხანა.


ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსის შესახებ


ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსი ჰაიდელბერგცემენტ ჯგუფის ქართული შვილობილი კომპანიაა, რომელიც საქართველოში ცემენტის წარმოების ბაზრის ლიდერია.


ჰაიდელბერგცემენტ ჯგუფი მსოფლიოს მასშტაბით სამშენებლო მასალების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, რომელსაც წამყვანი პოზიცია უკავია ინერტული მასალების, ცემენტის და ბეტონის წარმოების კუთხით. ჰაიდელბერგცემენტ ჯგუფი წარმოდგენილია 40-ზე მეტ ქვეყანაში და დასაქმებული ყავს 45,000 ადამიანი 2,400 ლოკაციაზე.




შსს "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს

შსს
access_time2020-10-25 15:04:22
გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია ზუგდიდში, 21 ოქტომბერს მომხდარ, "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების...

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 928 ადამიანს დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 928 ადამიანს დაუდასტურდა
access_time2020-10-25 12:48:31
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 28 431 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 767, გარდაიცვალა 201 პაციენტი.   კარანტინის რეჟიმში 4 112 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3 766, კოვიდ-სასტუმროში - 2 268, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.   ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31...

აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება

აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება
access_time2020-10-24 18:00:14
აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გამოჩნდება. კომპანიამ ექსპორტთან დაკავშირებული მოლაპარაკებები აშშ-სთან წარმატებით დაასრულა. ექსკლუზიური ხელშეკრულება ამერიკელ იმპორტიორებთან უკვე გაფორმებულია და სულ მალე, ამერიკელი მომხმარებელი ოთხი სახეობის  ქართულ ღვინოს დააგემოვნებს. მტევინოს გენერალური დირექტორის ლელა კობიაშვილის თქმით, ეს ღვინოებია: მტევინო რქაწითელი, ხაშმის საფერავი, მტევინოს მუკუზანი და ხაშმის საფერავი...

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2020-10-24 11:19:45
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ავრცელებს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 26 503 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 412 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 163. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში ბოლო 24 საათში ათი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 193-ს...

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული
access_time2020-10-24 19:55:29
2020 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომ კერძო სექტორის მიერ გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის მოცულობა 2.79 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც მართალია 2020 წლის კორექტირებული ბიუჯეტის გეგმის 106%-ია, თუმცა 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 294.6 მილიონი ლარით არის შეცმირებული. 2020 წლის 12 თვეში დღგ-ის გეგმა 3.74 მილიარდ ლარს შეადგენს. შედარებისთვის, ეს თანხა 2019 წელს მობილიზებულ 4.04 მილიარდ ლართან მიმართებით 300 მილიონი ლარით ნაკლებია. დღგ-ის...


მსგავსი სიახლეები

up