ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიასა და კასპის მუნიციპალიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიასა და კასპის მუნიციპალიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

access_time2020-07-10 13:17:43

ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიასა და კასპის მუნიციპალიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.მემორანდუმის მიზანია, მხარეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის განვითარება და ქალაქ კასპში ერთობლივი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, კერძოდ კი, ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას ცემენტის ქარხანასთან არსებული გზების რეაბილიტაცია, რაც ორმხრივად სასარგებლოა როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის ისე კომპანიისთვის.


მემორანდუმის ფარგლებში ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია უზრუნველყოფს:


- ბეტონის გზის მოწყობას ფარნავაზის ქუჩაზე, სარკინიგზო გადასასვლელიდან მარცხენა მხარეს, რომლის საშუალებითაც მთავარი გზა მიუერთდება კასპის ცემენტის ქარხნის ახალ შესასვლელს;



- ბეტონის გზის მოწყობას, კასპის ცემენტის ქარხნიდან კავთისხევი-კასპის მუნიციპალური გზის მიმართულებით არსებულ შესაბამის მონაკვეთზე, ე.წ. “კარიერის დასახლების” მიმდებარედ (პროექტი დაწყებულია);


- მუნიციპალიტეტთან ერთად ფარნავაზის ქუჩაზე გზის დაგების პროექტის განხორციელებას. ჰაიდელბერგცემენტი წვლილი აღნიშნულ პროექტში განისაზღვრება გზის მოსაპირკეთებლად საჭირო 1000 მ3-ის ბეტონით უზრუნველყოფით.


აღსანიშნავია, რომ გზების რეაბილიტაციის პროექტზე მუშაობა ჰაიდელბერგცემეტმა ჯერ კიდევ კორონავირუსის გავრცელებამდე დაიწყო, თუმცა საგანგებო მდგომარეობის და სახელმწიფო სტრუქტურების მიერ გაცემული რეკომენდაციების გამო, პროცესი გარკვეულწილად შეფერხდა. სამუშაოები შეზღუდვების მოხსნისთანავე განახლდა.


ცნობისთვის, კომპანია ჰაიდელბერეგცმენტმა წლების განმავლობაში არსებული ქარხნების მწყობრში მოსაყვანად საკმაოდ დიდი ინვესტიცია განახორციელა. პროცესი ახლაც გრძელდება, გვაქვს არაერთი მიმდინარე პროექტი, რომელიც სამომავლოდ კასპის ცემენტის ქარხანას ევროპული სტანდარტების შესაბამისს გახდის. ახალი მოდერნიზირებული კასპის ცემენტის ქარხანა ექსპლუატაციაში 2019 წლის თებერვალში შევიდა. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქარხნის შიდა და გარე ამორტიზებული ინფრასტუქტურის განახლების და მშენებლობის პროცესი დღემდე გრძელდება და რამდენიმე ეტაპად განხორციელდება.


კასპის ქარხნის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში სამი ძველი ღუმელი ახალი მშრალი წარმოების ხაზით ჩანაცვლდა და კლინკერის წარმოების ნაწილი სრულად შეიცვალა ყველაზე თანამედროვე დანადგარებით, უმაღლესი სტანდარტის ფილტრაციის სისტემით და ემისიების მუდმივი მონიტორინგის სპეციალური აპარატურით, რომლის საშუალებითაც ონლაინ რეჟიმშია შესაძლებელი საწარმო მტვრისა და გამონაბოლქვის რაოდენობის გაკონტროლება. პროექტის განსახორციელებლად გამოიყო 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია.


(R)





„გალფს“ ზესტაფონის ავტოგასამართი სადგური ჩამოერთმევა - კომპანია საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ვერ შეთანხმდა

„გალფს“ ზესტაფონის ავტოგასამართი სადგური ჩამოერთმევა - კომპანია საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ვერ შეთანხმდა
access_time2020-10-28 18:45:59
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირულაში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1476.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს და მასზე მდგომ შენობა-ნაგებობას იძულებით ჩამოართმევს.   ეკონომიკის მინისტრმა გზების დეპარტამენტს ექსპროპრიაციის უფლება უკვე მიანიჭა. ბრძანება "საკანონმდებლო მაცნეზე" გამოქვეყნდა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ „დასახელებული უძრავი ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე დეპარტამენტსა და მესაკუთრეს...

28 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

28 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-10-28 18:10:22
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 28 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-28 21:00:16
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. „ქართული ოცნების“ ეკონომიკური საქმიანობის TOP 20 ნეგატიური შედეგი „კომერსანტმა“ გადაწყვიტა შემოგთავაზოთ „ქართული ოცნების“ ეკონომიკური საქმიანობის ნეგატიური შედეგები, რომლებმაც ქვეყანის განვითარება  შეაფერხა   2. საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 8.0...

ცხინვალის არაღიარებულ რესპუბლიკაში საავადმყოფოები ინფიცირებულთა მზარდ რაოდენობას ვეღარ იტევს

ცხინვალის არაღიარებულ რესპუბლიკაში საავადმყოფოები ინფიცირებულთა მზარდ რაოდენობას ვეღარ იტევს
access_time2020-10-28 20:00:37
გასულ დღე-ღამეში ცხინვალის არაღიარებულ რესპუბლიკაში კიდევ 64 ადამიანი დაინფიცირდა - ეს ძალიან ბევრია ცხინვალისთვის, სადაც 30 000 ადამიანი ცხოვრობს.   15 სექტემბერს რუსეთს და ე.წ. სამხრეთს ოსეთს შორის საზღვარი გაიხსნა და ამის შემდეგ რესპუბლიკაში ინფიცირების...

მსოფლიო ავიაციაში სამუშაო ადგილები 40%-ით შემცირდება

მსოფლიო ავიაციაში სამუშაო ადგილები 40%-ით შემცირდება
access_time2020-10-28 17:30:17
IATA-ს შეფასებით, 2021 წელს სასურველი საოპერაციო შედეგების მისაღებად და ფინანსური რესურსების შემცირების გასანეიტრალებლად, საჭირო იქნება, ხარჯების კიდევ 30%-ით შემცირება.   ”კრიზისის პირობებში ყოველდღიურად სამუშაო ადგილების დაკარგვის და ეკონომიკური შეფერხების ალბათობა იზრდება. თუ კი სახელმწიფოები სწრაფად არ იმოქმედებენ ავიაციაში 1.3 მლნ სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშ დადგება. ამას კი დომინოს ეფექტი ექნება, რაც საავიაციო სექტორში დამატებით 3.5 მლნ სამუშაო ადგილს შეუქმნის...


მსგავსი სიახლეები

up