“ჰაერში დაკიდებული პროექტი“ – ააშენებს თუ არა კობა კობალაძე „ვეტერანების სოფელს“

“ჰაერში დაკიდებული პროექტი“ – ააშენებს თუ არა კობა კობალაძე „ვეტერანების სოფელს“

person access_time2016-04-04 14:00:03

რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტზე ეროვნული გვარდიის ყოფილი სარდალი, გენერალი კობა კობალაძე დაინიშნა. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ირაკლი შიხიაშვილმა თანამდებობა ორი დღის წინ საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.


აპირებს თუ არა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი ირაკლი შიხიაშვილის მიერ დაანონსებული ვეტერანთა სოფლის პროექტის განხორციელებას, ამის გარკვევა „კომერსანტმა" თავად კობა კობალაძესთან სცადა. მისი ინფორმაციით, ის ამ თანამდებობაზე ახალი დანიშნულია და შესაბამისად, არ არის მზად აღნიშნულ საკითხზე კონკრეტულად ისაუბროს. „ახლა ვადგენ როგორ და რა მიმართულებით იყო ეს პროექტი განვითარებული, ვეცნობი დეტალებს. შედეგად, სანამ არ გავარკვევ, არ ვარ მზად რომ გესაუბროთ. სურვილების დონეზე ხომ არ ვისაუბრებ, ამხელა პასუხისმგებლობა მაქვს ვეტერანების წინაშე"-აცხადებს კობალაძე.


მისივე განმარტებით, რამდენადაც აქვს ინფორმაცია, შიხიაშვილის მიერ დაანონსებული ეს იდეა ჯერ მხოლოდ პროექტის დონეზეა და განხილვების სტადია დასრულებული არ არის. კობალაძის თქმით, ამ საკითხს საკმაოდ კომპეტენტური სახელმწიფო ინსტიტუტები სწავლობენ, შედეგად, უნდა დაველოდოთ მათ მიერ დადებულ დასკვნას.



„გაგრძელდება თუ არა ეს პროექტი, როგორ უნდა გითხრათ, უნდა იყოს შესაბამისი ნორმატიული აქტები, შესაბამისი გაანგარიშება გაკეთებული და ქმედებაში მოსული, რომ ეს გითხრათ. ახლა აბსოლუტურად არაფერი არ არის, ვსაუბრობ ჰაერში დაკიდებულ პროექტზე, რომელზეც დასკვნა დადებული არ არის"-აცხადებს კობალაძე.


შეგახსენებთ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი შიხიაშვილმა გასული წლის ნოემბერში „კომერსანტთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ საზღვრისპირა რეგიონებში ვეტერანების დასახლებისთვის სასოფლო - სამეურნეო გაერთიანება, ვეტერანების სოფელი აშენდებოდა.


„გარდაბნის რაიონში მდებარე ყოფილ კოლმეურნეობაში „პობედაში" ვგეგმავთ პირველი საპილოტე სოფლის განხორციელებას. დაფინანსება გამოყო საპარტნიორო ფონდმა - 200 ათასი დოლარი. დღეს უკვე გვაქვს სამუშაო და სამოქმედო დოკუმენტი და ამ დოკუმენტის საფუძველზე შეგვიძლია არათუ ვივარაუდოთ, არამედ ვიყოთ მაქსიმალურად დარწმუნებულები იმაში, რომ ამ სოფლის აშენება წარმატებული იქნება. მთავრობამ მიიღო პრემიერმინისტრის ინიციატივით გადაწყვეტილება, რომ ბიუჯეტიდან მომხდარიყო პირველი საპილოტე პროექტისთვის ფულის გამოყოფა, საუბარია 75 მილიონი დოლარზე. დიდი მსჯელობის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დაგვერქმია „გეორგია" _აცხადებდა შიხიაშვილი.



ევროპის უმსხვილესი ბანკი მოგების 65%-იან ვარდნას ვარაუდობს

ევროპის უმსხვილესი ბანკი მოგების 65%-იან ვარდნას ვარაუდობს
access_time2020-08-04 18:15:55
HSBC (ჰონგ-კონგისა და შანხაის საბანკო კორპორაცია) სამუშაო ადგილების შემცირების დაჩქარებას გეგმავს. ბანკის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებული უმოქმედო სესხების რაოდენობამ შესაძლოა $13 მილიარდს მიაღწიოს. HSBC-ს ხელმძღვანელის ნოელ ქუინის განცხადებით ეს „აჩქარებს“ ადრეული რესტრუქტურიზაციის გეგმას, რომელიც 35 000 სამუშაო ადგილს მოიცავდა. ქუინის თქმით, ბიზნესის გასაძლიერებლად, ბანკი ასევე „დამატებით აქტივობებს“ გამოიკვლევს. BBC-ის ინფორმაციით, ევროპის უმსხვილესი...

ბანკები გადავადებულ პროცენტებს ერთბაშად ითხოვენ?!

ბანკები გადავადებულ პროცენტებს ერთბაშად ითხოვენ?!
access_time2020-08-04 17:00:31
კომერციული ბანკები, საშეღავათო პერიოდის დასრულების შემდეგ, თანხის გადახდას ერთიანად ითხოვენ. ინფორმაცია როგორც ბანკის მსესხებლების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან დასტურდება. ასეთ ვითარებაში ათასობით ოჯახს გაკოტრება ელის. პირველ ეტაპზე, სამთვიანი საშეღავათო პერიოდი, უგამონაკლისოდ, ყველა კომერციულმა ბანკმა დაუწესა მსესხებლებს. მიზეზი პანდემია და საგანგებო რეჟიმი იყო, რომლის გამოც, მოქალაქეები შემოსავლის გარეშე დარჩნენ . ბანკებისა და მთავრობის ერთობლივი...

მთავრობა „შტადლერის“ ქარხნის მშენებლობის მოლოდინშია

მთავრობა „შტადლერის“ ქარხნის მშენებლობის მოლოდინშია
access_time2020-08-04 14:05:06
უცხოური ინვესტიციების პროაქტიური მოზიდვისა და საქართველოში უცხოური წარმოებების რეალოკაციის სტრატეგიის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინსიტრი ნათია თურნავა ცნობილი შვეიცარიული კომპანია „შტადლერის ჯგუფის პრეზიდენტს პიტერ შპულერს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „შტადლერის მარკეტინგისა და გაყიდვების აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ანსგარ ბროკმაიერი, დსთ-ის ქვეყნების მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი მატიას შტორი, საქართველოში შვეიცარიის ელჩი პატრინ...

ინდუსტრიული პარკები, IT ქალაქები - როგორ აპირებს 300 000 ადამიანის დასაქმებას გიორგი ვაშაძე

ინდუსტრიული პარკები, IT ქალაქები - როგორ აპირებს 300 000 ადამიანის დასაქმებას გიორგი ვაშაძე
access_time2020-08-04 14:40:36
პოლიტიკურმა პლატფორმამ „სტრატეგია აღმაშენებელი“ საარჩევნო კამპანია ოფიციალურად გახსნა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კი გიორგი ვაშაძე წარადგინა. გიორგი ვაშაძემ 5 მთავარი დაპირების შესახებ ისაუბრა, რომელიც სამუშაო ადგილების შექმნას, დაბალპროცენტიან სესხებს, ანტიმონოპოლიურ საბანკო სისტემას, მედიკამენტების გაიაფებას და მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი გადასახადისგან გათავისუფლებას გულისხმობს: „სტრატეგია აღმაშენებლის გუნდის დაპირება ნომერი...

3-5 წელში იმპორტირებული ხიზილალა მხოლოდ 20% იქნება - „ქართული ხიზილალა“

3-5 წელში იმპორტირებული ხიზილალა მხოლოდ 20% იქნება - „ქართული ხიზილალა“
access_time2020-08-04 15:20:33
თევზისა და თევზის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ქართული ხიზილალა“ სხვა ადგილობრივ მწარმოებლებთან ერთად, 3-5 წლიან პერიოდში ქართულ ბაზარზე იმპორტირებული ხიზილალის წილის მინიმუმამდე დაყვანას გეგმავს, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დამფუძნებელმა ალექსანდრე დადიანიძემ. კომპანიის საკუთრებაშია გორის რაიონის სოფელ კარალეთში 3 თევზსაშენი და რესტორანი „თევზის სახლი“. მისი ინფორმაციით, დღეს ბაზარზე იმპორტირებული ხიზილალის წილი 90-დან 70%-მდე არის...


მსგავსი სიახლეები

up