ჰაერის დაბინძურება და ინოვაციური ტექნოლოგიები - როგორ იქმნება კვამლისგან თავისუფალი მომავალი

ჰაერის დაბინძურება და ინოვაციური ტექნოლოგიები - როგორ იქმნება კვამლისგან თავისუფალი მომავალი

access_time2020-09-07 16:55:44

გარემოს დაბინძურება გლობალურ პრობლემას წარმოადგენს, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ჯანმო მთავარ ეკოლოგიურ პრობლემად ჰაერის დაბინძურებასასახელებს, რადგან მის შედეგად გამოწვეული სიკვდილიანობის ყოველწლიური მაჩვენებელი 7 მილიონს უტოლდება. სწორედ ამიტომ, ორგანიზაციის მთავარ მიზანს ჰაერის დაბინძურებასთან ბრძოლა წარმოადგენს.


გარემოს გაჯანსაღებისკენ მიმართულ ტენდენციას მსოფლიოს წამყვანი კორპორაციებიც უერთდებიან. ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებითკომპანიები ცდილობენ, შეამცირონ გარემოზე განხორციელებული უარყოფითი ზეგავლენა და ხელი შეუწყონ  ჯანსაღი მომავლის შექმნას.


ასეთ ინოვაციურ ტექნოლოგიებს ელექტრომანქანები, ალტერნატიული ენერგიის წყაროები და უკვამლო მოწყობილობები მიეკუთვნება.


ჩაანაცვლებს თუ არა ელექტრომანქანა ტრადიციულ ავტომანქანას?


ჰაერის დაბინძურების დაახლოებით 16% მანქანების გამონაბოლქვზე მოდის.მანქანის გამონაბოლქვის ადამიანის ორგანიზმში მოხვედრა სხვადასხვა დაავადებას, რიგ შემთხვევაში კი ინტოქსიკაციას იწვევს. მაგალითად, თუ ადამიანი დახურულ სივრცეში ყოფნის დროს5-7 წუთის განმავლობაში მანქანის გამონაბოლქვს ისუნთქებს, მოხდება ორგანიზმის ინტოქსიკაცია, რასაც შესაძლოა ფატალური შედეგები მოჰყვეს.


ბაზარზე ელექტრომანქანების გამოჩენამ კი სრულიად შეცვალა ავტოინდუსტრიის აღქმა. გარემოზე განხორციელებული უარყოფითი ზეგავლენის შემცირების მიზნით სხვადასხვა ქვეყნის მთავრობა ცდილობს, ხელი შეუწყოს მოსახლეობაში ელექტრომანქანების პოპულარიზაციას. მაგალითად, ევროპის ქვეყნების მიზანია, სრულიად ჩაანაცვლონ ტრადიციული ავტომანქანები. დიდი ბრიტანეთის მთავრობა გეგმავს, რომ 2040 წლისთვის სრულად აკრძალოს ბენზინსა და დიზელზე მომუშავე მანქანების მოხმარება. საფრანგეთის მთავრობის მიზანს კი 2030 წლისთვის ქვეყნის ტრადიციული ავტომობილებისგან სრულად განთავისუფლება წარმოადგენს.


აღსანიშნავია, რომ ელექტრომანქანებით დაინტერესება საქართველოს ბაზარზეც იზრდება. 2018 წლის მონაცემებით,  ქვეყანაში სულ 1392 ელექტრომობილი გადაადგილდებოდა,2019 წელს კი მათი ჯამური ოდენობა 2 214-ს გაუტოლდა.


როგორია ალტერნატიული ენერგიის ეკოლოგიური უპირატესობები?



ჰაერის დაბინძურებას ტრადიციული ენერგიის გამომუშავებაც იწვევს,რადგან მისი წარმოება ნავთობის, გაზისა და ნახშირის გამოყენების შედეგად ხდება. ამ ნედლეულის მოხმარება იწვევს ქიმიური შენაერთების გამოთავისუფლებას, რომლებიც ადამიანის ორგანიზმში ჰაერის მეშვეობით ხვდებიან. აღსანიშნავია, რომ ასეთი შენაერთების ორგანიზმში საჰაერო გზით მოხვედრის შედეგად მავნე ქიმიური ნივთიერებები 80-100-ჯერ მეტუარყოფით ზეგავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე, ვიდრე საკვებიდან მიღების შემთხვევაში.


ჯანსაღი მომავლისთვის აუცილებელია ალტერნატიული ენერგიის წყაროებზე გადასვლა, რომელიც პოზიტიური ცვლილების მატარებელი იქნება. ასეთ ენერგიას მიეკუთვნება: ჰიდროენერგეტიკა, ქარის ენერგია, მზის ენერგია. მათ აქვთ შესაძლებლობა, შეამცირონ გარემოზე განხორციელებული უარყოფითი ზეგავლენა.


ამ კუთხით ლიდერობენ ევროკავშირის ქვეყნები, რომლებიც ნელ-ნელა ცდილობენ სრულად ჩაანაცვლონ ტრადიციული ენერგია და გადავიდნენ განახლებადი ენერგიის წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის მოხმარებაზე. მაგალითად, გერმანიაში წარმოებული ენერგიის 50% მზისა და ქარის ენერგოსადგურებზე მოდის, ავსტრიაშიეს მაჩვენებელი კი 75%-ს უტოლდება.


საქართველოს ქარისა და მზის ენერგიის მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს. ქვეყნის ქარის ელექტროსადგურების პოტენციალი წლიურად საშუალოდ 4 მლრდ კვტ.სთ-ით არის შეფასებული, რაც შეეხება მზის ენერგიას, მისი სრული წლიური პოტენციალი საქართველოში 108 მვტ-ს უტოლდება. საქართველო ნელ-ნელა იწყებს განახლებადი ენერგიის წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის მოხმარებაზე გადასვლას, პირველ ნაბიჯს კი საქართველოში ქართლის ქარის ელექტროსადგური წარმოადგენს.


როგორ იქმნება მსოფლიო კვამლის გარეშე?


ჰაერის დაბინძურება არაინფენქციური დაავადებებით გამოწვეულისიკვდილიანობის მიზეზებს შორის მეორე ადგილს იკავებს. აღსანიშნავია, რომ გარემოში მავნე ნივთიერებების გამოთავისუფლებას ხელს სიგარეტის კვამლიც უწყობს. კვლევებით დადგინდა, რომ სიგარეტის მოხმარების შედეგად გამოთავისუფლებული ნივთიერებების რაოდენობა ჰაერში სიგარეტის ჩაქრობიდან მხოლოდ 5 დღის შემდეგ მცირდება. ასეთ ნივთიერებებს მიეკუთვნება სიგარეტის კვამლში არსებული 7000 ტოქსიკური ქიმიკატი და არა - ნიკოტინი.


აღსანიშნავია, რომ  სიგარეტის ნარჩენები უარყოფითად მოქმედებს არა მხოლოდ ადამიანებზე, არამედ გარემოზეც. ჩატარებული კვლევების თანახმად, მიწაში მოხვედრილი სიგარეტის ნარჩენი ბალახის ზრდის ტემპს 10%-ით, მის ზომას კი 13%-ით ამცირებს.


სწორედ ამიტომ,  სიგარეტის მწარმოებელი კომპანიები ცდილობენ, იპოვონ პრობლემის გადაჭრის ოპტიმალური გზა, რომელიც ნაკლები ზიანის მომტანი იქნებაროგორც მწეველებისთვის, ასევე გარემოსთვის.


ამ პრობლემასთან ბრძოლაში მნიშვნელოვან როლს ელექტრონული სისტემის მქონე სიგარეტები თამაშობს. მათ რიცხვს ელექტრონული სიგარეტები და გახურებადი თამბაქოს პროდუქტებიმიეკუთვნებიან.ისინი იყენებენ თამბაქოს არა წვის, არამედ გახურების ტექნოლოგიას, რაც ჰაერში გამოფრქვეულიმავნე ნაწილაკების რაოდენობას 90-95%-ით ამცირებს.


სიგარეტის კვამლისგან თავისუფალი მომავლის შესაქმნელად სხვადასხვა ქვეყნის მთავრობა განსხვავებულ ზომებს მიმართავს. მაგალითად, 2019 წელს დიდ ბრიტანეთში მწეველთა ოდენობის ისტორიული მინიმუმი - 14.7%დაფიქსირდა, ახალი ზელანდიის მთავრობა 2025 წლისთვის ტრადიციული სიგარეტის მომხმარებელთა რაოდენობის 0%-მდე შემცირებას გეგმავს. ამ მიზნის მიღწევაში კიმნიშვნელოვანი როლი ალტერნატიულ მოწყობილობებს ეკისრება. ერთ-ერთიკვლევისთანახმად,2016-2019 წლებში იაპონიაში ტრადიციულ სიგარეტზე მოთხოვნა 5-ჯერ შემცირდა, ამის მიზეზს კი მომხმარებლის მხრიდან მოწევის ალტერნატიულ საშუალებაზე გადასვლა წარმოადგენდა.


პროგრესი კაცობრიობის თანმდევი პროცესია, გლობალური კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით კი საჭიროა მთავრობების, გარემოს დაცვის ორგანიზაციებისა და კორპორაციების თანამშრომლობაიმისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს უკეთესი და ჯანსაღი მომავლის შექმნა.


(R)




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up