13 ოქტომბერს, 12 საათზე, სურსათის უვნებლობის საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის პრინციპების დანერგვასთან დაკავშირებით, თბილისში, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ ბიზნესოპერატორებთან შეხვედრა გაიმართება. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი დაესწრება.
ღონისძიება სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროექტის „მხარდაჭერა-2“ ფარგლებში იმართება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.