„ჰაბ ჯორჯია“ -კომერიცული დაინტერესება მერისაც და „სითი პარკსაც“ თანაბრად ჰქონდა, 40%-ს „სითი პარკი“ იღებდა, 60%-ს მერია“

„ჰაბ ჯორჯია“ -კომერიცული დაინტერესება მერისაც და „სითი პარკსაც“ თანაბრად ჰქონდა, 40%-ს „სითი პარკი“ იღებდა, 60%-ს მერია“

access_time2018-03-23 10:30:00

კომპანია "სითი პარკსა" და თბილისის მერიას შორის გაწყვეტილი ხელშეკრულება იყო  გადაცემა „თბილისი ლიდერთა შორის“ მთავარი თემა.

 

კომპანია „სითი პარკის“ ადვოკატი ნანუკა ავალიანი რადიო „კომერსანტთან“ ამბობს , რომ თბილისის მერიის გადაწყვეტილება, ხელშეკრულების გაწყევტასთან დაკავშირებით არგუმენტაციას მოკლებულია.  „სითი პარკში“ მიიჩნევენ, რომ მერიის მიერ განსაზღვრული საპარკინგე ადგილები სათანადოდ იყო მოწყობილი და მერიის პრეტენზიები დაუსაბუთებელია.

 

„მერიის მიერ  ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზად  საპარკინგე ინფრასტურქტურასთან დაკავშირებული დარღვევები დასახელდა.  ჩვენ არ ვეთანხმებით ამ აქტის სამართლებრივ დასაბუთებას . მივიჩნევთ, რომ ჩვენ მიერ სათანადოდ იყო მოწყობილი ქალაქ თბილისის მთავრობის მიერ განსაზღვრული საპარკინგე ადგილები . ჩვენ ჩაგვბარდა მათი გადაწყვეტილების 500 გევრდიან დასაბუთება . მერიის მხირდან გამოგზავნილი მასალა ნათელს ხდის, რომ მათ მიერ გაკეთებული განცხადებები ყოველგვარ არგუმენტაციებს მოკლებულია.  როდესაც გვედავებიან, რომ კონკრეტულ ტერიტორიაზე ,კონკრეტულ მისამართზე, არ იყო განთავსებული პარკირების ნიშანი ისინი თავისივე გამოგზავნილ ფოტოებში ასახავენ სწორედ ამ ნიშანს. ჩნდება კითხვა რა საფუძველზე მოხდა მერიის მხირდან აღნიშნული გადაწყევტილების მიღება“,- განცახადა ნანუკა ავალიანმა.

 

გაუაზრებელ ქმედებად მიიჩნვს „სითი პარკთან“  გრძელვადიანი ხელშეკრულების გაფორმებას „ჰაბ ჯორჯიას" აღმასრულებელი დირეტორი ვასილ ურუშაძე. მისივე თქმით, გაუაზრებელია ხელშეკრულების ნაადრევად გაწყვეტაც.

 


„პრობლემაა დარღვეული ბალანსი პარკირების ადგილებსა და ავტომობილების რაოდენობას შორის . რა მოთხოვნაც არის ბაზარზე ის მიწოდება არ არის. 32 ათას ადგილის მართავდა „სითი პარკი“, ავტომობილების რაოდენობა კი თბილისში დაახლეობით 400 000-ია.  ეს ნიშნავს, რომ ერთ ადგილზე 13 -14 მანქანა მოდის.ეს პრობლემები“ სითი პარკს“ დაეწყო მაშინ, როდესაც ბალანსი დაირღვა. როდესაც გაკეთა ხელშეკრულება, არ იყო გათვლილი რა გამოწვევბი იქნებოდა ქალაქში 5 ან 10 წლის შემდეგ“, - განცხადა ვასილ ურუშაძემ.

 

„ჰაბ ჯორჯიას" აღმასრულებელი დირეტორი ამბობს, რომ წინა არჩევის მერი  ძალიან კარგად ახერხებდა პარკირების პრობლემის  „სითი პარკისთვის“ დაბრალებას რაც არასწორია, რადგან კომერციული დაინტერესება თანაბრად ჰქონდა მერიას და სითი პარკს. ვასილ ურუშაძე  „კომერსანტთან“ პარკირების პრობლემის მოგვარების გზებზეც საუბრობს.

 

„ის, რომ პარკირების პრობლემა უკავშირდება „სითი პარკს“ იყო ტყუილი და საზოგადეობის შეცდომაში შეყვანა.კომერიცული დაინტერესება მერისაც და „სითი პარკსაც“ თანაბრად ჰქონდა.  60 პროცენტს მერია იღებდა, 40 პროცენტს „სითი პარკი“.პრობლემის მოგავრება შეიძლებოდა იმით, რომ დარღევული ბალანსი აღდგენილიყო. შეექმანთ სტრატეგია, ისეთი კომერციული გეგმა რომელიც მაოხერხებდა არსებული ინფარსტრუქტურის ეფეტიანი გამოყენებას. მაგალითად ეს შეიძლებოდა ყოფილიყო კერძო საკუთრებაში არსებული საპარკინგე ინფრასტრუქტურა , კერძო კორპუსებში არსებული ინფარსტრუქტურა და ერთიან სისტემაში, „სითი პარკთან“ ერთად გაფართოეუბულიყო არეალი.“ - განცხადა ვასილ ურუშაძემ.

 

ნანუკა ავალიანი აცხადებს, რომ გაფრთხიელბა, რომელიც „სითი პარკმა“ თბილისის მერიისგან მიიღო გასაჩივრებულია თბილისის საქალაქო სასამართლოში.

 

„მერიის მხრიდან გაფრთხილებებთან დაკავშირებით მივიღეთ ორი განსხვავებული სახის დოკუმენტი. ერთ-ერთი მივიღეთ აგვისტოში, რომელიც სამართლებრივ საკითხს ეხებოდა. გაფრთხილების მიღების შემდეგ მერიას პრეტენზია არ გამოუთქვამს. მეორე გაფრთხიელბა, რომელიც ოქტომბერში მივიღეთ ეხებოდა საპარკინგე ინფრასტრუქტურის მოწესრიეგებას. ჩვენ მიერ დოკუმენტი რამდენიმე მიზეზის გამო იქნა გასაჩივრებული. რეალურად ის ფაქტები, რაზე დაყრდნობითაც მერიამ გამოსცა აღნიშნული განკარგულება, განკარგულების გამოცემის დროისთვის აღარ არსებობდა“- განაცხადა ნანუკა ავალიანმა

 




თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი

თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი
access_time2020-07-03 16:30:44
„კომერსანტი“ გთავაზობთ ინტერვიუს სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ს გენერალურ დირექტორ ზურაბ შავლაყაძესთან -რა კვადრატულობის საოფისე ფართების ქირავნობა არის შესაძლებელი სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ში? -“ქარვასლა’’-ში მეორე...

„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?

„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?
access_time2020-07-03 18:00:58
იმედი, რომ ახალი „შრომის კოდექსი“, რომელზეც ახლა პარლამენტში მსჯელობენ, არსებულზე გაცილებით სრულყოფილი და ევროპულ სტანდარდარტებთან მიახლოებული იქნებოდა, ნელ-ნელა უქრებათ მშრომელთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს.კომიტეტებში კანონპროექტის განხილვისას გამოჩნდა, რომ უმრავლესობაში არსებობს წინააღმდეგობა კანონში არაერთი ჩანაწერის მიმართ.კანონპროექტის თავდაპირველი ვერსია უკვე საგრძნობლად შეცვლილი და როგორც სამოქალაქო სექტორი ამბობს, „დაჩეხილია“. თუმცა მთავარი...

მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“

მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“
access_time2020-07-03 13:50:14
გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ გრანთ თორნთონ საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი უსანეთაშვილმა საქართველოს მობილური ბაზრის კვლევის შედეგებზე ისაუბრა. ჩვენ შევაფასეთ მობილური ბაზრის მთავარი ინდიკატორები : აბონენტთა რაოდენობა ,შეღწევადობა, რაც გულისხმობს, აქტიური სიმბარათების ჯამურ რაოდენობას, შეფარდებული მოსახლეობასთან,ასევე საშუალო შემოსავალი ერთ აბონენტზე. აბონენტთა რაოდენობით, საქართველო ევროპაში 26-ე ადგილზეა. 2019 წლის...

სამტრედია-გრიგოლეთის გზა სურამის ციხესავით ვერ აშენდა

სამტრედია-გრიგოლეთის გზა სურამის ციხესავით ვერ აშენდა
access_time2020-07-03 16:00:19
სამტრედია-გრიგოლეთის გზის მონაკვეთის საერთო სიგრძე 51.5 კმ-ია, პროექტი 4 ლოტად ხორციელდება და დაფინასების წყარო ევროპის საინვესტიციო ბანკია (EIB). აღნიშნული გზის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. უნდა აღინიშნოს, რომ სამტრედია-გრიგოლეთის გზის ოთხივე მონაკვეთის მშენებლობა შეფერხებით მიმდინარეობდა. განსაკუთრებით პრობლემური გზის მეორე მონაკვეთი აღმოჩდა, სადაც პროექტის დასრულების შემდეგ გზაზე ჯდენები წარმოიშვა, რამაც გზის საფარის მოწყობა შეაფერხა და შესაბამისად,...

დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა შესყიდვებიდან 6 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს-TI

დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა შესყიდვებიდან 6 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს-TI
access_time2020-07-03 12:00:43
საქართველოს პარლამენტის წევრის, ვიქტორ ჯაფარიძის და მისი შვილის, ოთარ ჯაფარიძის წილობრივ მფლობელობაში არსებული კომპანიები ტენდერებს იგებენ. 2018 წლიდან დღემდე მიღებული კონტრაქტების ჯამურმა ღირებულებამ 6,264,688 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს. მათივე ცნობით, ვიქტორ ჯაფარიძე 16 წელია საქართველოს პარლამენტის წევრია, იგი ორჯერ იყო მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი, ბოლოს კი პარლამენტის წევრი...


მსგავსი სიახლეები

up