ჰააგის სასამართლოში, აგვისტოს ომის გამოძიებაში, სამივე მხარის ჩართულობის აუცილებლობაზე საუბრობენ

ჰააგის სასამართლოში, აგვისტოს ომის გამოძიებაში, სამივე მხარის ჩართულობის აუცილებლობაზე საუბრობენ

access_time2017-08-08 11:15:21

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში (ICC), 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების საქმეში კონფლიქტის ყველა მხარის ჩართულობის აუცილებლობას უსვამენ ხაზს, თუმცა ცნობილია, რომ რუსეთმა გამოძიებასთან თანამშრომლობაზე საწყის ეტაპზევე თქვა უარი. ICC-ის პრესსპიკერ ფადი ელ აბდალას განცხადებით, ძალისხმევის მიუხედავად, აგვისტოს ომის გამოძიების პროცესში რუსეთის ფედერაციისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ჩართვა რთული აღმოჩნდა.

 

„საქართველოს მთავრობისაგან თანამშრომლობა ახლო პერსპექტივაშია. სამწუხაროდ, ძალისხმევის მიუხედავად, რუსეთის ფედერაციისა და „სამხრეთ ოსეთის“ პროცესში ჩართვა რთული აღმოჩნდა. თუმცა, პროკურორის ოფისმა ხაზი გაუსვა, რომ გამოძიება ამის მიუხედავადაც გაგრძელდება. პროკურატურის საგამოძიებო სამუშაო ნაკარნახევია დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და ობიექტურობის მთავარი პრინციპებით. პროკურორ ფატუ ბენსუდას ოფისი აგრძელებს ამ პრინციპებით ხელმძღვანელობას საქართველოს შემთხვევაშიც. ოფისი ასევე გააგრძელებს გამოძიების ალტერნატიული გზების გამოყენებას, მათ შორის საქართველოს ფარგლებს გარეთაც. ეს არ არის უნიკალური შემთხვევა, პროკურატურა წარსულშიც არაერთხელ წარმატებით გამკლავებია მსგავსი სირთულის გამოძიებებს, - განაცხადა ფადი ელ აბდალამ „პირველ არხთან“ საუბარში. 

 


ჰააგის სასამართლოს პროკურორმა ფატუ ბენსუდამ გამოძიების დაწყებაზე ნებართვა 2016 წლის იანვარში მიიღო. საქმე შეეხება 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულზე. პრესსპიკერ ფადი ელ აბდალას თქმით, მანდატის გათვალისწინებით ICC-ის რეგისტრატურა პასუხისმგებელია მოწმეების დაცვის, განაჩენის აღსრულებისა თუ პალატის ბრძანებების შესრულების საკითხებზე, მათ შორის დაკავების ორდერის აღსრულებასა და აქტივების გაყინვაზე.

 

დღეს რუსეთ-საქართველოს (აგვისტოს) ომის მე-9 წლისთავია. საქართველოში რუსული ინტერვენციის შედეგად დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 3 ჟურნალისტი, 14 პოლიციელი, ხოლო 1 747 დაიჭრა. სახლები დატოვა თითქმის 150 000-მა ადამიანმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე. რაც შეეხება ომში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებს, თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, სულ დაღუპულად 169 სამხედრო მიიჩნევა, აქედან ხუთი უგზო-უკვლოდ დაკარგულია.



Die Welt: ამერიკა - პანდემიის მესამე ტალღის მოლოდინში

Die Welt: ამერიკა - პანდემიის მესამე ტალღის მოლოდინში
access_time2020-11-23 20:00:47
კორონაკრიზისი შტატებში ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო მწვავდება, თუმცა, პრეზიდენტი ტრამპი ტვიტერში კომენტარების წერით და გოლფის თამაშითაა დაკავებული. დემოკრატები სიტუაციის შემდგომი გამწვავების თავიდან არიდებას ცდილობენ, მაგრამ თეთრი სახლი ამ მცდელობების ბლოკირებას ახდენს.   ამერიკის ექთნების პროფკავშირის თავჯდომარე მერი ტერნერი შტატ მინესოტას ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობს და ეპიდემიოლოგიური ვითარებას თვალს ფრონტის წინა ხაზიდან ადევნებს.   ამ დღეებში...

Bloomberg: 2021 წელს ნავთობგადამუშავების მსოფლიო ლიდერი ჩინეთი გახდება

Bloomberg: 2021 წელს ნავთობგადამუშავების მსოფლიო ლიდერი ჩინეთი გახდება
access_time2020-11-23 18:00:49
მე-19 საუკუნის ბოლოდან დღემდე მსოფლიო ლიდერი ნავთობგადამუშავების დარგში აშშ იყო - პირველად, ასწლეულების მანძილზე ეს რეალობა იცვლება და პირველ ადგილზე ჩინეთი გადის. სავარაუდოდ, ეს უკვე 2021 წელს მოხვდება. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ინფორმაციით, პეკინი ნავთობგადამამუშავებელ სიმძლავრეებს აქტიურად ზრდის და ამ ბაზარზე ლიდერობისთვის ემზადება. კერძოდ, ჩინეთში 4 ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა შენდება, მაშინ, როდესაც შტატებში პირიქით, იხურება -...

ნათია მეზვრიშვილმა თანამდებობა დატოვა

ნათია მეზვრიშვილმა თანამდებობა დატოვა
access_time2020-11-23 15:44:28
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.    "13-წლიანი უკიდურესად საინტერესო და გამოწვევებით სავსე საქმიანობის შემდეგ, დღეს დავტოვე საჯარო სამსახური. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ საჯარო მოხელეს, რომლებთან ერთადაც ბევრი წელი გავატარე. მადლობა ყველას - მთავრობაში, პარლამენტში, პოლიტიკაში თუ პოლიტიკის მიღმა, საერთაშორისო პარტნიორებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს და...

კარანტინის შემდეგ, კომპანიების 25%-მა საქმიანობა ვერ აღადგინა

კარანტინის შემდეგ, კომპანიების 25%-მა საქმიანობა ვერ აღადგინა
access_time2020-11-23 16:00:45
კარანტინის შემდეგ, კომპანიების 25%-მა ვერ განაახლა საქმიანობა, - ასეთია ინვესტორთა საბჭოს და EBRD-ს მიერ მომზადებული კვლევის შედეგები. მათგან 51%-მა დახურული საზღვრები საქმიანობის განახლების ძირითად შემაფერხებელ მიზეზად დაასახელა. ეს პრობლემა ყველაზე მნიშვნელოვანი სირთულეა არა მხოლოდ ტურიზმთან დაკავშირებული, არამედ თითქმის ყველა სხვა სექტორისთვისაც. შემდეგი ორი მნიშვნელოვანი შეფერხება ეხებოდა მოთხოვნის შემცირებას (20%) და რეგულაციებს (10%).  საქმიანობის განახლების ყველაზე დაბალი...

კომერციული ბანკების მოგება 101,548 მლნ ლარით გაიზარდა

კომერციული ბანკების მოგება 101,548  მლნ ლარით გაიზარდა
access_time2020-11-23 13:00:56
კომერციულმა ბანკებმა 2020 წლის ოქტომბერი 166,189 მლნ ლარის წმინდა მოგებით დაასრულეს.   ეს კი წინა თვესთან შედარებით, 101,548 მლნ ლარით მეტია. სექტემბერში ბანკების წმინდა მოგება 64,641 მლნ ლარს შეადგენდა.   ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის ოქტომბერში კომერციული ბანკების მიერ ჯარიმა/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 5,516 მლნ ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგება/ზარალმა -3,257 მლნ ლარი...


მსგავსი სიახლეები

up