გზებზე უსაფრთხოების სტანდარტები უარესდება, პერიოდულად ხდება კანონის „გამორთვა - დავით მესხიშვილი ტექინსპექტირების შემცირებაზე

გზებზე უსაფრთხოების სტანდარტები უარესდება, პერიოდულად ხდება კანონის „გამორთვა - დავით მესხიშვილი ტექინსპექტირების შემცირებაზე

access_time2021-09-28 21:00:00

ტექინსპექტირების ცენტრებში მიმართვიანობა იკლებს. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, სახელმწიფოს მიერ კანონის აღსრულების პრობლემაა - ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტმა განაცხადა, რომელიც CITA-ს (ინსპექტირების საერთაშორისო კომიტეტი) ევროპის ოფისის ექსპერტია.



დავით მესხიშვილის თქმით, სახელმწიფოს მხრიდან პერიოდულად კანონის ,,გამორთვა“ ხდება. მსგავსი მიდგომა კი საგზაო უსაფრთხოების კუთხით მსოფლიოში უპრეცედენტოა.



,,უმთავრესი პრობლემა, რაც მოსდევს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სფეროს რეფორმის დაწყების დღიდან დღემდე, ეს არის გზებზე კანონის აღსრულების არა სათანადო ხარისხი და არასაკმარისი დონე. 2020 წელს, სატრანსპორტო დარგის 20-მდე ექსპერტის ჩართულობით ჩავატარეთ სიღრმისეული კვლევა, რომელიც მოიცავდა 2 წელს და დადგინდა მთავარი მიზეზიც, რომლითაც ტექინსპექტირების პროცესს საფრთხე ექმნება, ეს კანონის არაღსრულებაა! გზებზე კანონის აღსრულება პრაქტიკულად არ ხდება და ე.წ „ჭკვიანი კამერები“, რომლებიც უნდა აფიქსირებდნენ მაგალითად ვადაგადაცილებას ინსპექტირებაზე ბევრ ქალაქსა და რაიონში ან პროგრამული გაუმართაობის გამო არ ფუნქციონირებს, ან უბრალოდ გამორთულია. კანონის აღსრულება სამწუხაროდ, დამოკიდებულია ვიღაცის ნება-სურვილზე, როცა უნდათ ეს კამერები ჩაირთვება, როცა უნდათ გაითიშება და ა.შ.



საგზაო უსაფრთხოების სტანდარტების მიმართ ასეთ მიდგომას მსოფლიოში არ აქვს ანალოგი, როდესაც უბრალოდ შეიძლება ადგე და კანონი „გამორთო“. ასეთი მიდგომა უსამართლოა მძღოლების მიმართაც, როდესაც ისინი გაჰყავთ კანონის გარეთ და აჩვევენ კანონგარეშე ცხოვრებას, შემდეგ კი, უცაბედად სთხოვენ კანონის ფარგლებში მოქცევას, რაც შემდგომში იწვევს მძღოლების მასიურ დაჯარიმებას და სერიოზულ ვნებათაღელვას. ამას ყოველთვის მოჰყვება ხოლმე სხვადასხვა ახსნა, საიდანაც ვერაფერი გამოდგება გამამართლებელ საბუთად. ხშირად მიზეზი წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდება. ასეთი რამ ხშირად ხდება. მეორე არის გადაწყვეტილება, რომ მოდი, ამ ეტაპზე არ გვინდა, გამოვიჩინოთ ლოიალურობა. მოქმედი კანონმდებლობით არ არის უზრუნველყოფილი კამერების ფუნქციონირებისა და კანონის აღსრულების უწყვეტობა და ამ ხარვეზით მუდმივად მანიპულირებს ვიღაც, რომელიც პერიოდულად უბრალოდ მთელ ქვეყანას „გვითიშავს“ კანონს.




გულწრფელად რომ ვთქვათ, თითქმის ყველა წელი საარჩევნოა და გამოდის, რომ კანონის აღსრულება მუდმივად პრობლემატური უნდა იყოს ამ ქვეყანაში. ეს ე.წ. „ლოიალურობა“, სინამდვილეში კი კანონგარეშე ცხოვრება საქართველოს ძალიან ძვირი უჯდება, რაც ყოველწლიურად 35 000-ზე მეტ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში, 10 000-ზე მეტ დაშავებულ/დასახიჩრებულში და 500 დაღუპულში აისახება. მხოლოდ ბოლო 6 წლის განმავლობაში 3 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა საქართველოს გზებზე. შედეგად, საქართველო გზებზე დაღუპულთა რაოდენობის მიხედვით ევროპაში პირველ ადგილს იკავებს. დაღუპულთა და დასახიჩრებულთა აბსოლუტური უმრავლესობა ჯანღონით სავსე ახალგაზრდა იყო, ვისაც უნდა ეზრუნა საქართველოს განვითარებაზე და აღმშენებლობაზე. არ უნდა დაგვავიწყდეს დაღუპულთა პრაქტიკულად განადგურებული ოჯახის წევრების ფსიქო-ემოციური მდგომარეობა. დაღუპულთა უკან ათიათასობით გაუბედურებული ოჯახია. ასეთ უპასუხისმგებლო მიდგომას და ასეთი მტკივნეული თემის პრიორიტეტად არ ქცევას ანალოგი არ აქვს მსოფლიოში. აქ ხომ არ ვსაუბრობთ უმკაცრეს ზომებზე? საუბარია ელემენტარული წესრიგის არსებობაზე და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კანონების აღსრულებაზე.



არსებობს გაეროს ეკონომიკური კომისიის დასკვნა, რომ ავტოტრანსპორტის ტექნიკური გაუმართაობის მიზეზით საქართველოში 150 ადამიანი იღუპება ყოველწლიურად. უმძიმესი მაგალითია ახლო წარსულში, შატილის ტრაგედიის სახით, როცა საფუძვლიანი ეჭვია იმისა, რომ სწორედ ტექნიკური გაუმართაობა იყო კატასტროფის მიზეზი. ამ ეჭვს ამძაფრებს მიკროვატობუსის ტექინსპექტირებაზე გამოუცხადებლობა. დიდი ალბათობით ინსპექტირების შემთხვევაში დაფიქსირდებოდა ის გაუმართაობა თუ ხარვეზი, რომელიც მოგვიანებით გახდა კიდეც ავტოკატასტროფის გამომწვევი და იქნებ ამ გზით მაინც აგვერიდებინა თავიდან ტრაგედია. და ისმის კითხვები, რა შეიცვალა შატილის ტრაგედიიდან დღემდე საგზაო უსაფრთხოების სფეროში? სამწუხაროდ საგზაო უსაფრთხოების არცერთი პარამეტრი გაუმჯობესებული არ არის!



ტექინსპექტირების რეფორმა მიმდინარეობს ევროდირექტივის საფუძველზე, რომლის მთავარი მიზანიც საგზაო და ეკოლოგიური უსაფრთხოების სტანდარტების ამაღლებაა. დადებითი შედეგის მისაღებად მნიშვნელოვანია ეფექტიანი ტექინსპექტირების სისტემის გამართვა. ეს ვალდებულება ასოცირების ხელშეკრულებით აქვს საქართველოს აღებული. ევროდირექტივის სტანდარტების მხოლოდ 15-20%-ია დღეს რეალობაში დანერგილი. პრაქტიკულად, არცერთი რეკომენდაცია არ არის გათვალისწინებული გზებზე კანონის აღსრულებასთან მიმართებაში. კანონის „გამორთვა“ გზაზე ნიშნავს ტექნიკურად გაუმართავი ავტოტრანსპორტის რაოდენობის ზრდას, კანონდამრღვევ მძღოლთა მომრავლებას, კანონმორჩილთა სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნას, ტრავმატიზმისა და სიკვდილიანობის მატებას, საბოლოოდ კი უმართავ პროცესს გზებზე“, - აცხადებს მესხიშვილი ,,ბიზნესპრესნიუსთან“.



ინფორმაციისთვის, 2021 წლის პირველ 8 თვეში პირველად სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 143 980-ით ნაკლებმა ავტომობილმა გაიარა.



bpn.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up