გზებზე არსებული პრობლემების მიუხედავად, ბაკურიანის და გუდაურის სასტუმროებში ჯავშნები არ გაუქმებულა

გზებზე არსებული პრობლემების მიუხედავად, ბაკურიანის და გუდაურის სასტუმროებში ჯავშნები არ გაუქმებულა

person access_time2016-01-08 12:12:29

საქართველოში მოსულ დიდ თოვლს ზამთრის კურორტებზე პრობლემა არ შეუქმნია. გუდაურსა და ბაკურიანში მდებარე სასტუმროები „კომერსანტთან" აცხადებენ, რომ გზებზე დიდთოვლობით გამოწვეულ შეფერხებებს დამსვენებელთა რაოდებობასა და მათ შემოსავალზე არ უმოქმედია.


როგორც „კომერსანტს" სასტუმრო „გუდაური მარკო პოლოს" მენეჯერმა ირაკლი მამფორიამ განუცხადა, სასტუმროში 16 იანვრამდე ყველა ნომერი დაკავებულია. ყველა სტუმარი ადგილზე დიდი თოვლის მოსვლამდე, ანუ ახალ წლამდე ჩავიდა, ამიტომ ჯავშნები არ გაუქმებულა. იჯავშნება 16 იანვრის მომდევნო დღეებიც.


მამფორიას განცხადებით, ამჟამად, ტურისტების უმეტესი ნაწილი უცხოელია, მათ შორის არიან რუსეთიდან და უკრაინიდან. სასტუმრო „გუდაური მარკო პოლოში" 2 ადგილიანი ნომრის ღირებულება 180 დოლარიდან იწყება.


დიდთოვლობას პრობლემა არ შეუქმნია სასტუმრო „კარპე დი ემ გუდაურისთვისაც". როგორც სასტუმროს მენეჯმენტი აცხადებს, ამ დროისთვის სეზონი აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა, ადგილობრივ დამსვენებელზე მეტად აქტიურები უცხოელები არიან. მათი ინფორმაციით, ამ დროისთვის სასტუმროს სტუმრები არიან რუსეთიდან, უკრაინიდან, პოლონეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.



სასტუმროში 1 ადგილიანი ნომრის ფასი დღევანდელი მდგომარეობით 160 დოლარია, რაც მენეჯმენტის ინფორმაციით, ყოველდღიურად იცვლება.


დიდთოვლობის მიუხედავად, უპრობლემოდ მუშაობს სასტუმრო „ედელვაისი გუდაურიც". როგორც სასტუმროს მენეჯმენტი „კომერსანტთან" აცხადებს, იმის გამო, რომ დიდთოვლობამდე სასტუმროს თითქმის ყველა ნომერი წინასწარ იყო დაჯავშნილი, სტუმრებს ადგილზე ჩასვლა ახალ წლამდე მოუწიათ.


მათი ინფორმაციით, სტუმრების უმეტესი ნაწილი უცხოელია და 2 ადგილიანი სტანდარტული ნომრის ფასი 140 დოლარიდან იწყება.


ანალოგიური მდგომარეობაა ბაკურიანშიც. სასტუმრო „ვერე პალასი ბაკურიანის" მენეჯმენტის ინფორმაციით, თოვლს და რამდენიმე დღით გზებზე გადაადგილების პრობლემას ნეგატიური შედეგი არ მოუტანია. მათი ინფორმაციით, დიდი თოვლის მიზეზით ჯავშანი არავის გაუუქმებია. 

 

სასტუმროში ერთ ადგილიანი ნომრის ღირებულება 100 დოლარია, გაუმჯობესებული ნახევრად ლუქსის ღირებულება კი 300 დოლარს შეადგენს.


შეგახსენებთ, საქართველოში 31 დეკემბერს მოსულმა დიდმა თოვლმა გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეზღუდული გადაადგილების პრობლემა შექმნა.




„ჯერ არ ვიცით შეგვიძლია თუ არა საახალწლო პროდუქციის გაყიდვა, შეიძლება „კარფურსაც“ აეკრძალოს - „სუფთა სახლი“

„ჯერ არ ვიცით შეგვიძლია თუ არა საახალწლო პროდუქციის გაყიდვა, შეიძლება „კარფურსაც“ აეკრძალოს - „სუფთა სახლი“
access_time2020-11-30 15:00:05
სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გავრცელდა ფოტომასალა, სადაც ჩანს, რომ სუფთა სახლის ფილიალებში საახალწლო პროდუქცია დახლებზე განთავსებულია, თუმცა ამ ეტაპზე მათი შეძენის უფლება მომხმარებელს არ აქვს, პარალელურად ვრცელდება „კარფურის“ ქსელის ფოტოები, სადაც მსგავსი პროდუქცია უპრობლემოდ იყიდება. მომხმარებლები საუბრობენ, რომ შეზღუდვები ბიზნეს ობიექტებზე არათანაბრად და არასამართლიანად ვრცელდება. „კომერსანტი“ ამ საკითხზე „სუფთა სახლს“ დაუკავშრიდა, ქსელის მარკეტინგის განყოფილებაშ...

სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებმა უნდა დაგვარწმუნონ იმაში, რომ შეუძლიათ სიტუაციის მართვა - ნათია თურნავა

სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებმა უნდა დაგვარწმუნონ იმაში, რომ შეუძლიათ სიტუაციის მართვა - ნათია თურნავა
access_time2020-11-30 13:33:54
თურნავას თქმით, სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებმა მთავრობა უნდა დაარწმუნონ იმაში, რომ შეუძლიათ სიტუაციის მართვა. მისი თქმით, ფასდაკლებაზე მოლებში განვითარებული სიტუაცია დემონსტრირება იყო იმისა, თუ რატომ არის მთელ მსოფლიოში მოლები და რესტორნები ყველაზე დიდი მიზიდულობის ცენტრი, რომელიც ადამიანების მობილობას ქმნის.   "ეს ყოველთვის არის ორმხრივი პროცესი — მთავრობა ითვალისწინებს მოლების მოთხოვნებს, მოლებმა უნდა გვაჩვენონ, რომ შეუძლიათ ვითარების მართვა, მათ შორის რიგების...

2020 წლის 9 თვეში სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება 10,5 მლნ. ლარით გაიზარდა

2020 წლის 9 თვეში სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება 10,5 მლნ. ლარით გაიზარდა
access_time2020-11-30 12:00:06
2020 წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 513,4 მილიონი ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოცემული. ამავე პერიოდის შედეგებით, მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ 129,7 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 44,3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან...

საქსტატის წინასწარი შეფასებით, სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 3.9 პროცენტით შემცირდა

საქსტატის წინასწარი შეფასებით, სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 3.9 პროცენტით შემცირდა
access_time2020-11-30 11:45:10
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2020 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 3.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი ათი თვის საშუალო მაჩვენებელი – 5.1 პროცენტია.   საქსტატის ცნობით, 2020 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება დაფიქსირდა თითქმის ყველა სექტორში, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების გარდა.

ჩვენ რომ ბერკეტები გვქონოდა .. - დააწესებდა თუ არა შეზღუდვებს ოპოზიცია?!

ჩვენ რომ ბერკეტები გვქონოდა .. - დააწესებდა თუ არა შეზღუდვებს ოპოზიცია?!
access_time2020-11-30 11:00:17
„ილუზიებში ნუ ვიცხოვრებთ, რომ ორ თვეში ყველაფერი გადაივლის და მერე ყველაფერი კარგად იქნება - არაფერიც არ იქნება კარგად. ჩაკეტვა არის უიმედობის ბოლო წერტილი, როდესაც ახალს  ვერაფერს აკეთებ. მთავრობის მიერ გაწერილია 2 თვიანი ჩაკეტვის გეგმა, მაგრამ არავის წარმოუდგენია გეგმა, რატომ ვიკეტებით და რას გავაკეთებთ ამ ჩაკეტვის დროს,“ - ამის შესახებ...


მსგავსი სიახლეები

up