„გზების მშენებლობის ტემპები გაზრდილია“ – რა ინფრასტრუქტურა შექმნა "ქართულმა ოცნებამ" 4 წლიანი მმართველობის პერიოდში?

„გზების მშენებლობის ტემპები გაზრდილია“ – რა ინფრასტრუქტურა შექმნა "ქართულმა ოცნებამ" 4 წლიანი მმართველობის პერიოდში?

person access_time2016-06-01 11:00:35

საქართველოს ყოფილი  პრემიერმინისტრი  ბიძინა ივანიშვილი ღია წერილში, რომელშიც  „ქართული ოცნების" მმართველობის 4 წელია შეფასებული, ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობის შესახებაც  საუბრობს.


მისი თქმით, საგრძნობლად იმატა ინფრასტრუქტურული მშენებლობის ტემპმა. მაგალითად, წელიწადში საშუალოდ 2,5 ჯერ მეტი ავტობანი შენდება, ვიდრე - წინა ხელისუფლების დროს.


სპეციალისტების შეფასებით, ზოგადად  ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, ქვეყნის სატრანსპორტო, ენერგო და სხვა ძირითადი ინფრასტრუქტურული სისტემების გაუმჯობესება აუცილებელია კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდისთვის და ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გამოყენებისთვის, რაც საბოლოო ჯამში ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ ზრდას იწვევს.


„კომერსანტი" დაინტერესდა კონკრეტულად რა მონაცემებს ეყრდნობა ყოფილი პრემიერი ასეთი ოპტიმისტური შეფასებისას? რა პროექტები დაგეგმა და განახორციელა ახალმა მთავრობამ ინფრასტრუქტურის კუთხით?


საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე ადასტურებს, რომ გზების მშენებლობის ტემპები ყველა მიმართულებით გაზრდილია. მისივე თქმით, მთავრობის პოლიტიკაა, რომ გაცილებით მეტი ყურადღება დაეთმოს ინფრასტრუქტურულ პროექტებს და ამ პროექტებიდან ყველაზე მეტი პრიორიტეტი ენიჭება საგზაო ინფრასტრუქტურას. ამასთან, სეთურიძის თქმით, მოთხოვნების რეალიზებისთვის გარკვეული ცვლილებებია საჭირო,  რაც საბოლოო ჯამში მოგვცემს საშუალებას დასახული ამოცანები გადაიჭრას.  


ყველაზე მნიშვნელოვან პროექტებს შორის, რომელიც ახალი მთავრობის დროს დაიგეგმა და განხორციელდა, გიორგი სეთურიძე -აგარა-ოსიაურის მონაკვეთს ასახელებს, რომელიც მისი თქმით, ექსპლუატაციაში ივნისში შევა. სეთურიძე ამბობს, რომ აგარამდე მონაკვეთიც ამ ხელისუფლების პირობებში დაიწყო და დასრულდა წარმატებით.  მიმდინარეობს მშენებლობა ზესტაფონიდან გრიგოლეთამდე, ზაფხულში ზესტაფონი-დაფნარის გზამდე ახალი მონაკვეთი შედის ექსპლუატაციაში. ასევე უახლოეს პერიოდში შევა ექსპლუატაციაში ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე ნაწილი. იგეგმება 10 მონაკვეთზე პროექტირების დაწყება და ის ყველა პროექტი, რომელიც მთავრობამ და პრემიერმა დააანონსა, სეთურიძის თქმით, შესრულდება.


საავტომობილო გზების დეპარტამენტმა იმ ახალი  პროექტების ჩამონათვალიც მოგვაწოდა, რომლებიც 2013 წლიდან დღემდე განხორციელდა:


2013 წელს, ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე დაიგო 15.40 კმ. გზა


2014 წელს, ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე დაიგო 41.40 კმ. გზა

2015 წელს, ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე დაიგო 28.40 კმ. გზა

2016 წელს, ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე სამშენებლო აქტივობა იქნება ჯამში 100 კმ-მდე სხვადასხვა საგზაო მონაკვეთზე.


რუისი-აგარას მონაკვეთი 19.5 კმ.  (ოთხი ზოლი)

ქუთაისის შემოვლითი გზა 17.3 კმ. (ორი ზოლი)

ქუთაისის შემოვლითი სამტრედიის გზა 24 კმ. (ორი ზოლი)

ქობულეთის შემოვლითი გზა I ლოტი 13.7 კმ. (ორი ზოლი)

ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზა 8.5 კმ.  (ოთხი ზოლი)

აგარა-ზემო ოსიაურის გზა 2.3 კმ. (ოთხი ზოლი)

 წლების მიხედვით ავტომაგისტრალის მშენებლობაზე დახარჯული თანხები, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მონაცემებით: 

2013 წელს ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობაზე დაიხარჯა  267 384 600  ლარი

2014 წელს ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობაზე დაიხარჯა  283 096 500 ლარი

2015  წელს ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობაზე დაიხარჯა  257 327 600 ლარი

2016 წელს ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობაზე (1 იანვრიდან 28 აპრილის მდგომარეობით დაიხარჯა   42 251 137ლარი ).


ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია, სადაც 20 - მდე კომპანიაა გაერთიანებული, ინფრასტრუქტურის ტენდერების მონიტორინგს ახორციელებს. ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ანა საბახტარაშვილი ამბობს, რომ მხოლოდ შარშან 4500 ტენდერი გამოცხადდა სამშენებლო სამუშაოებსა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.  ჯამში 1 მილიარდი ლარის ღირებულების. მათივე მონაცემებით, მიმდინარე წლის 5 თვის განმავლობაში 2600 ტენდერია გამოცხადებული, რაც საბახტარაშვილის თქმით,  აჩვენებს ტენდენციას, რომ შესაძლებელია 1,5–ჯერ გაიზარდოს შესყიდვების წლევანდელი ციფრები. ანა საბახტარაშვილი აცხადებს, რომ გამოცხადებულ ტენდერებს შორის ყველა ტიპის ინფრასტრუქტურული პროექტია, მათ შორის გზები, ტურისტული ინფრასტრუქტურა, ჰესები და სხვა.


მისივე თქმით, 2013 წლიდან დღემდე დიდი აქცენტია გაკეთებული ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაზე.  მაგალითად ლარსი ჰესი, რომელიც 20 მილიონიანი პროექტია, დარიალის ელექტროსაგური 135 მილიონის ინვესტიციით. მისივე მოსაზრებით, ასევე მნიშვნელოვანი მასშტაბური  ინფრასტრუქტურული პროექტია ძველი თბილისის „პლეხანოვის" რეაბილიტაცია, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაიწყო.


ანა საბახტარაშვილი ამბობს, რომ სამუშაოების გააქტიურების ფონზე ბევრი ახალი კომანიაც შემოვიდა ბაზარზე და ნაკლოვანებები გაჩნდა, რადგან ბევრი კომპანია ისეთი ხარისხის შეთავაზებას ვერ ახერხებს, რაზეც არის მოთხოვნა სახელმწიფოს თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. მისივე თქმით, შესყიდვების სააგენტო სექტემბრიდან ტენდერებში სიახლეებს გეგმავს და იმედი აქვთ, რომ სიტუაცია გაუმჯობესდება.


„კომერსანტი" აგრძელებს ქვეყანაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას. 2013 წლიდან დღემდე განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაციას „რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის"  სამინისტროსგან ველოდებით.


 



ხვალ ვიხსნებით და დავიწყბეთ მუშაობას, ასე არაა - „მეტრო ჯორჯიას“ მუშაობა არ განუახლებია

ხვალ ვიხსნებით და დავიწყბეთ მუშაობას, ასე არაა - „მეტრო ჯორჯიას“ მუშაობა არ განუახლებია
access_time2021-02-25 17:00:22
3 თვის შემდეგ საქალაქთაშორისო მიმოსვლა აღდგა, თუმცა მგზავრობა გაძვირდა. ტარიფი დაახლოებით 2-დან 5 ლარამდეა გაზრდილი. შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად მგზავრების საქალაქთაშორისო გადაადგილებას არ ახორციელებს „მეტრო ჯორჯია“. კომპანიაში „კომერსანტს“ განუცხადეს, რომ რეგულაციების შემსუბუქების მეორე დღეს მუშაობის განახლება მათთვის შეუძლებელია. „მეტრო ჯორჯია“ ადასტურებენ იმას, რომ მგზავრობის ტარიფი გაიზრდება, თუმცა კონკრეტული თანხის დასახელება ამ ეტაპზე არ შეუძლიათ. კომპანიაში ახლა იმ ეტაპებს გადიან,...

კომერციულ ბანკებში 27,769 მლრდ ლარის საცხოვრებელი ფართია დატვირთული - Top-5 ბანკი

კომერციულ ბანკებში 27,769 მლრდ ლარის საცხოვრებელი ფართია დატვირთული - Top-5 ბანკი
access_time2021-02-25 15:00:01
სესხის მისაღებად ბანკების სასარგებლოდ 27,769 მილიარდი ლარის უძრავი ქონება, კერძოდ, საცხოვრებელია დატვირთული. ამის შესახებ მონაცემები კომერციული ბანკების 2020 წლის მე-4 კვარტლის ფინანსურ ანგარიშგებებშია მოცემული.   კერძოდ, ანგარიშგების თანახმად, მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით ყველაზე მეტი - 12,2 მლრდ ლარის საცხოვრებელი ფართია დატვირთული „საქართველოს ბანკში“. შემდეგ მოდის „თიბისი ბანკი“, რომლის სასარგებლოდაც 2020 წლის მდგომარეობით ჯამში, 9,614 მლრდ ლარის ღირებულების...

„რეისები იქნება ან ევროპაში ან იქნება რუსეთში“, - რა გავლენა აქვს პოლიტიკურ პროცესებს ბიზნესზე

„რეისები იქნება ან ევროპაში ან იქნება რუსეთში“, - რა გავლენა აქვს პოლიტიკურ პროცესებს ბიზნესზე
access_time2021-02-25 12:40:07
„რეისები იქნება ან ევროპაში ან იქნება რუსეთში“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ ქართული ავიაკომპანიის „Air Georgia“-ს დამფუძნებელმა გიორგი კოდუამ განუცხადა. ბიზნესმენი მედიაჰოლდინგთან ქვეყანაში შექმნილ რთულ ეკონომიკურ - პოლიტიკურ მდგომარეობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ქვეყანა სწორად უნდა განვითარდეს და ევროპული პროექტებით კიდე უფრო უნდა მიუახლოვდეს დასავლეთს.   „შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ დღეს გვაქვს ნულოვანი ეკონომიკა. როდესაც გერმანიამ მეორე სამამულო...

2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 2020 წლის 1-ელ მაისამდე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებზე განბაჟების ვადა 1-ელ ივნისამდე გადაიწევს

2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 2020 წლის 1-ელ მაისამდე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებზე განბაჟების ვადა 1-ელ ივნისამდე გადაიწევს
access_time2021-02-25 12:01:24
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 2020 წლის 1-ელ მაისამდე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებზე განბაჟების ვადა 1-ელ ივნისამდე გადაიწევს.   როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ეს შეღავათი ავტოსატრანსპორტო საშუალებების 19 ათას მფლობელს შეეხება.   „მოგეხსენაბათ, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 2020 წლის 1-ელ მაისამდე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებზე...

„ცვლილებების განხორციელებისას უნდა მოხდეს კომპანიების ხედვების გათვალისწინება“ - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია

„ცვლილებების განხორციელებისას უნდა მოხდეს კომპანიების ხედვების გათვალისწინება“ - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია
access_time2021-02-25 10:55:13
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის კომიტეტის სხდომის ფარგლებში საქართვლოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა ისაუბრეს სექტორში არსებულ იმ პრობლემებზე, რომელმაც Covid-19 გამოწვეული პანდემიის ფონზე მწვავედ იჩინა თავი  და რომელთა მოგვარებაშიც ბიზნესს საკუთარი წვლილი შეტანა შეუძლია. კომიტეტის სხდომაზე შეეხნენ იმ გლობალურ ტენდენციებს, რომელიც სექტორის რეფორმირების კუთხით მსოფლიოში გამოიკვეთა და მნიშვნელოვანია საჯარო ფინანსების ხარჯვის ეფექტიანობის გასაზრდელად....


მსგავსი სიახლეები

up