არაკომპეტენტურობა და გაფლანგული თანხები გზების დეპარტამენტში - საგზაო ტენდერებით პროკურატურა დაგვიანებით დაინტერესდა

არაკომპეტენტურობა და გაფლანგული თანხები გზების დეპარტამენტში - საგზაო ტენდერებით პროკურატურა დაგვიანებით დაინტერესდა

access_time2018-07-18 17:00:08

რამდენიმე დღის წინ საგამოძიებო ორგანო რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძის და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილის საქმიანობით დაინტერესდა. ყოფილი მინისტრები  პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. 



მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება/გაფლანგვის ფაქტებზე. გიდასტურებთ, რომ ხსენებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოიკითხნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე. საქმეზე გრძელდება გამოძიება და შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას. - განუცხადეს „აიპრესს“  მთავარ პროკურატურაში.



დადგება თუ არა ყოფილი მინისტრების პასუხიმგებლობის საკითხი, ამის შესახებ პროკურატურაში კომენტარი არ კეთდება. „აიპრესის“  ინფორმაციით, ზურაბ ალავიძის მიმართ არაა გამორიცხული შეკითხვები საავტომობილო გზების დეპარტამენტში ჩატარებულ ტენდერების საკითხს ეხებოდეს.


„კომერსანტი“ არაერთხელ წერდა იმაზე, რომ საქართველოს ყველა რეგიონში არსებობს გზის გარკვეული მონაკვეთი, სადაც ავარიები ხშირად ხდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით იმ ადგილებში რაღაც გამართული არ არის. ერთ-ერთი ასეთი კი, ქუთაისის შემოვლითი გზაა.


ჩვენ შორს ვართ იმ აზრისგან, რომ საგზაო შემთხვევებში დამრღვევი მძღოლების პასუხისმგებლობა შევარბილოთ ან გამოვრიცხოთ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში არაკვალიფიციური სახელმწიფო მოხელის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები უფრო მეტად სახიფათოა, ვიდრე თავად დამრღვევი მძღოლი.




როდესაც გზის ერთსა და იმავე მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევები ხშირია, ეს იმის მაჩვენებელია, რომ იქ უსაფრთხოების ნორმები დარღვეულია. სახელმწიფო ვალდებულია, რომ გზის ეს მონაკვეთები შეისწავლოს და ავარიების კონკრეტული მიზეზი დაადგინოს. შესაძლოა, იმ მიზეზის აღმოჩენამ და შემდგომ გამოსწორებამ იმ ადგილებში გადაადგილება უსაფრთხო გადახოს. ასე იყო ქუთაისის შემოვლით გზაზეც, რომელიც 2014 წლის ნოებერში მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ინფრასტრუქტურის იმჟამინდელმა მინისტრმა გიორგი შავლიაშვილმა გახსნეს. გახსნიდან რამდენიმე თვეში ქუთაისის შემოვლითი გზა მძღოლებისთვის ერთგვარ „ხაფანგად“ იქცა, იქ ავარიები თითქმის ყოველდღიურად ხდებოდა და ხშირად ფატალური შედეგებით სრულდებოდა.




იმ დროს „კომერსანტი“
ერთ-ერთი მედიასაშუალება იყო, რომელიც აქტიურად წერდა, რომ ქუთაისის შემოვლითი გზა იყო სახიფათო, მოუწესრიგებელი და რეალურად, მისი მშენებლობა არ იყო ბოლომდე დასრულებული. ჩვენ ხელისუფლებას მოვუწოდებდით კიდეც, რომ ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადაედგა. ინფრასტრუქტურის მაშინდელ მინისტრს ნოდარ ჯავახიშვილსაც კი შევთავაზეთ, რომ ქუთაისის შემოვლით გზაზე საღამოს ერთად გაგვევლო და გვენახა, თუ რა საფრთხის შემცველი იყო იქ გადაადგილება. თუმცა იმ პერიოდში ჩვენ ამ თხოვნას თუ მოწოდებას ხელისუფლებაში ყურადღებას არავინ აქცევდა და ასე გაგრძელდა 2017 წლამდე. არადა, ამ 3 წლის განმავლობაში, გზის ამ მონაკვეთის მოუწესრიგებლობის გამო მომხდარი ავარიების შედეგად არაერთი ოჯახი გაუბედურდა.



მოგვიანებით ხელისუფლებაში, კერძოდ კი საავტომობილო გზების დეპარტამენტში მიხვდნენ, რომ 2-ზოლიანი გზა იყო სახიფათო და ის 4-ზოლიანად უნდა გადაკეთებულიყო. დღეს ქუთაისის შემოვლითი გზაზე მოძრაობა ცალმხრივია და ასე დარჩება, ვიდრე მონაკვეთი 4-ზოლიანი არ გახდება. ცალმხრივად გზის გადაკეთებამ კი „შედეგი“ გამოიღო, ბოლო რამდენიმე თვეა იქ ავარია არ მომხდარა.




ასეთ დროს კი ისმის კითხვა - საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები მორალურ პასუხისმგებლობას გრძნობენ თუ არა იმ ადამიანებზე, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში ქუთაისის შემოვლითი გზაზე დაიღუპნენ? ის რომ, დღეს გზა ცალმხრივია და ის რომ, დღეს იქ ავარიები აღარ ხდება, ხომ ცალსახად იმაზე მიუთითებს, რომ მაშინ რაღაც არასწორად გაკეთდა და აუცილებელი იყო პირველივე თვეებში ქმედითი ღონისძიებები გატარებულიყო.




საავტომობილო გზების დეპარტამენტმა და ყველა პასუხისმგებელმა პირმა, რომელთაც საქართველოს გზები აბარიათ, უნდა გაითავისონ, რომ მათი მოვალეობა არ არის მხოლოდ ასფალტის დაგება და გზებზე ორმოულების ამოვსება. მათი მოვალეობა არის ის, რომ ახალი გზები ისე დააპროექტონ და უკვე აშენებულებზე ისეთი სამუშაოები ჩაატარონ, რომ გადაადგილება მაქსიმალურად უსაფრთხო იყოს, მათ შორის, იმ მძღოლებისთვის, რომლებმაც შესაძლოა, სიჩქარეს გადააჭარბოს. უნდა იცოდნენ, რომ მათ კვალიფიკაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და თუ ცოდნა არ ყოფნით, ამას უკვე სახელმწიფომ უნდა მიხედოს.


„კომერსანტი“ 





„სავარაუდოდ, გაზაფხულზე „ვიზეარი“ საქართველოში ბაზას აღადგენს“ - ნათია თურნავა

„სავარაუდოდ, გაზაფხულზე „ვიზეარი“ საქართველოში ბაზას აღადგენს“ - ნათია თურნავა
access_time2020-10-29 11:13:24
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, სავარაუდოდ, გაზაფხულზე „ვიზეარი“ საქართველოში ბაზას აღადგენს. როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საავიაციო კომპანიები ოპტიმისტურად აფასებენ სამომავლოდ, საქართველოში ფრენების აღდგენას. „ოპტიმისტურად აფასებენ საავიაციო კომპანიები მომავალში საქართველოში ფრენის და ტურიზმის აღდგენის პერსპექტივებს. რა თქმა უნდა, ეს არ მოხდება მყისიერად, ეს მოხდება ეტაპობრივად, მაგრამ...

არქიმ მთავარ არხსა და TV 1-ს ქარტიაში პროცესი მოუგო

არქიმ მთავარ არხსა და TV 1-ს ქარტიაში პროცესი მოუგო
access_time2020-10-29 10:45:34
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ მთავარი არხისა და TV 1-ს ჟურნალისტებმა არქის შვილობილ კომპანიასთან მიმართებაში ცრუ ინფორმაცია გაავრცელეს. ორივე ტელეკომპანიამ 2020 წლის 23 ივნისს ბაკურიანში მშენებლობის შესახებ მოამზადა სიუჟეტი, სადაც ნათქვამი იყო, თითქოს, შპს “ბაკურიან რიზორტს” საკუთრებაში არსებული ქონება მთავრობისგან გადაეცა, იგეგმებოდა ტყის გაჩეხვა და მრავალსართულიანი შენობის აშენება, რაც ბაკურიანში დამსვენებლების ჩასვლას საფრთხის ქვეშ აყენებდა. ყოველივე...

კომუნალური გადასახადების ანაზღაურების 4-თვიანი სახელმწიფო პროგრამა 1-ელი ნოემბრიდან დაიწყება

კომუნალური გადასახადების ანაზღაურების 4-თვიანი სახელმწიფო პროგრამა 1-ელი ნოემბრიდან დაიწყება
access_time2020-10-29 10:50:30
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მესამე ტალღა 1-ელი ნოემბრიდან დაიწყება. როგორც მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ეს ითვალისწინებს კომუნალური გადასახადების ანაზღაურებას მოქალაქეებისთვის ნოემბრიდან 4 თვის მანძილზე. პრემიერის თქმით, როგორც წინა ეტაპზე, ეს შეეხება თითოეულ ოჯახს, რომელსაც ექნება 200 კილოვატამდე მოხმარებული ელექტროენერგია, ასევე 200 კუბურ მეტრამდე გაზის მოხმარება, ასევე წყლისა და...

„გალფს“ ზესტაფონის ავტოგასამართი სადგური ჩამოერთმევა - კომპანია საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ვერ შეთანხმდა

„გალფს“ ზესტაფონის ავტოგასამართი სადგური ჩამოერთმევა - კომპანია საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ვერ შეთანხმდა
access_time2020-10-28 18:45:59
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირულაში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1476.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს და მასზე მდგომ შენობა-ნაგებობას იძულებით ჩამოართმევს.   ეკონომიკის მინისტრმა გზების დეპარტამენტს ექსპროპრიაციის უფლება უკვე მიანიჭა. ბრძანება "საკანონმდებლო მაცნეზე" გამოქვეყნდა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ „დასახელებული უძრავი ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე დეპარტამენტსა და მესაკუთრეს...

28 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

28 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-10-28 18:10:22
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 28 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება...


მსგავსი სიახლეები

up