გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე კობი-გუდაურის ჩქაროსნულ მაგისტრალზე სააკაშვილის განცხადებას „არასერიოზულად“ მიიჩნევს

გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე კობი-გუდაურის ჩქაროსნულ მაგისტრალზე სააკაშვილის განცხადებას „არასერიოზულად“ მიიჩნევს

access_time2019-08-15 12:43:16

ცოტა მიჭირს სერიოზული კომენტარი გავაკეთო, ცოტა არასერიოზულია რაიმე კავშირის ხელოვნური ძიება, - ასე ეხმაურება საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალის პოლიტიკურ საფრთხეებთან დაკავშირებით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ შეფასებას.


როგორც ირაკლი ქარსელაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, პროექტი რეგიონის განვითარებას და იქ არსებული რიგი პრობლემების მოგვარებას უკავშირდება, ამიტომ არასერიოზულია კავშირების ხელოვნური ძიება.


"ცოტა მიჭირს სერიოზული კომენტარი გავაკეთო, ვინაიდან თუ სწორად მახსოვს 2012 წელს იყო ამ გზის მშენებლობაზე საუბარი. ამასაც რომ თავი დავანებოთ, პირველ რიგში ჩვენ საუბარი გვაქვს ამ პროექტის განხორციელების შედეგად რეგიონის განვითარებაზე. ადგილობრივი მოსახლეობის მეტ ჩართულობასა და განვითარებაზეა საუბარი. ამ პროექტის განხორციელების შედეგად კვლავ და კვლავ ვსაუბრობთ წლობით დაუძლეველი გარემოების, ჩაკეტილი გზის, შეუძლებელი გადაადგილების დაძლევაზე. ვსაუბრობთ, მსუბუქად, რომ ვთქვათ არასახარბიელო საგზაო შემთხვევების სტატისტიკაზე. ამ პროექტით, ყველა ეს ჩამოთვლილი საკითხი გვარდება. აქედან გამომდინარე, ცოტა არასერიოზულია რაიმე კავშირის ხელოვნური ძიება.



შეგახსენებთ, ამ გზაზე დევდორაკის სტიქია გვქონდა და იქაც აშენდა გვირაბი, რომელიც დღეს გვაძლევს შესაძლებლობას, რომ მსგავსი სტიქიის განვითარების შემთხვევაში იქ ადამიანი აღარ დაიღუპოს და პირიქით, ძალიან უსაფრთხოდ გადაადგილდეს. მსგავსი სტიქიური ადგილები მრავლად გვაქვს და ვისურვებდი, რომ გვქონოდეს შესაძლებლობა და საშუალება, რომ ყველგან, პირველადი საჭიროების მიხედვით ავაშენოთ გვირაბი, ხიდი თუ სხვა ინფრასტრუქტურა, რომელიც ჩვენს მოსახლეობას და სტუმრებს თავს უსაფრთხოდ აგრძნობინებს და გადაადგილებას არა მარტო უსაფრთხოს, ასევე კომფორტულს გახდის,“ - განაცხადა ქარსელაძემ.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალის პროექტს “ახალ როკის გვირაბი“ უწოდა. მისი განცხადებით, ავტობანის აშენების შემთხვევაში, რუსეთს ეხსნება სამხედრო გზა თბილისის სწრაფი აღებისათვის.


ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, რამდენიმე დღეში ხელი მოეწერება და წლის ბოლომდე დაიწყება ისტორიული პროექტი - კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალი.


IPN





ყველაზე მეტი ქართული ღვინო კვლავ რუსეთში გაიყიდა - არსებობს იაფფასიანი მწარმოებელი ქვეყნის რიგებში გადასვლის დიდი რისკი

ყველაზე მეტი ქართული ღვინო კვლავ რუსეთში გაიყიდა - არსებობს იაფფასიანი მწარმოებელი ქვეყნის რიგებში გადასვლის დიდი რისკი
access_time2020-02-18 19:32:12
ყველაზე მეტი ქართული ღვინო კვლავ რუსეთში გაიყიდა. „კომერსანტმა“ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული  სამსახურიდან გამოითხოვა ინფორმაცია თუ რომელი ქვეყანა ყიდულობს ქართულ ღვინოს ყველაზე დიდი რაოდენობით. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 2018 წელთან შედარებით 2019 წელს რუსეთში 4 366,2 ათასი ლიტრით მეტი ღვინის ექსპორტირება მოხდა. ჯამში 2019 წელს რუსეთში 133 251,5 აშშ დოლარის ღვინო...

„m2 დეველოპმენტმა“ ალ. ყაზბეგის #15-ში ახალი გაყიდვების ოფისი გახსნა

„m2 დეველოპმენტმა“ ალ. ყაზბეგის #15-ში ახალი გაყიდვების ოფისი გახსნა
access_time2020-02-18 15:30:46
17 თებერვალს, „m2 დეველოპმენტმა“ ალ. ყაზბეგის #15-ში, გაყიდვების ახალი ოფისი გახსნა. ოფისის გახსნას უკავშირდება უპრეცედენტო ფასდაკლების აქციაც, რომელიც თითო ბინაზე 30 000 ლარამდე ფასდაკლებას ითვალისწინებს, ფასდაკლება გავრცელდება როგორც სტუდიოს ტიპის, ისე ორსაძინებლიან 30 ბინაზე. ოფისი თანამედროვედ მოწყობილი საქმიანი სივრცეა. აქ ბინის შეძენის, მსურველები, მიმდინარე თუ დასრულებული კომპლექსების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ, გაეცნობიან ამა თუ იმ პროექტის ძირითად...

ბათუმის ნავსადგურის მენეჯმენტს დასაქმებულების შევიწროებაში ადანაშაულებენ

ბათუმის ნავსადგურის მენეჯმენტს დასაქმებულების შევიწროებაში ადანაშაულებენ
access_time2020-02-18 17:30:29
2018 წლის აპრილის მერე, როცა ბათუმის საზღვაო ნავსადგურში თანამშრომელთა გაფიცვის შედეგად მაშინდელმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა, მდგომარეობა არსებითად არ შეცვლილა. ამის თაობაზე „ბანკები და ფინანსებს“ ბათუმის ნავსადგურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა განუცხადა, რომლის ვინაობასაც რედაქცია, გასაგები მიზეზების გამო, ამ ეტაპზე არ ასაჯაროებს. ნავსადგურის თანამშრომლის განცხადებით, თანამშრომელთა დიდ ნაწილს, განსაკუთრებით კი მათ, ვინც 2018 წლის მოვლენებისას...

პასუხი ჯანდაცვის სამინისტროს -„ცხელ ხაზზე ტარიფს სილქნეტი არ განსაზღვრავს“

 პასუხი  ჯანდაცვის სამინისტროს -„ცხელ ხაზზე ტარიფს სილქნეტი არ განსაზღვრავს“
access_time2020-02-18 17:10:54
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ცხელის ხაზის ტარიფთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას კომპანია „სილქნეტი“ ეხმაურება. „კომერსანტი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:  „დილიდან გავრცელდა ჯანდაცვის სამინისტროს განმარტება, რომ ცხელ ხაზზე ტარიფს განსაზღვრავს „სილქნეტი“.განვმარტავთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზის - 1505 მიმართულებით სხვა ოპერატორების აბონენტების მიერ განხორციელებულ ზარებზე სააბონენტო ტარიფს არ განსაზღვრავს კომპანია „სილქნეტი“. ყველა სატელეფონო...

დამსაქმებლებს ორსული და ახალნამშობიარები ქალებისთვის უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნა მოუწევთ

დამსაქმებლებს ორსული და ახალნამშობიარები ქალებისთვის უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნა მოუწევთ
access_time2020-02-18 17:00:49
დამტკიცდა ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალების ჯანმრთელობისთვის მავნე ან/და განსაკუთრებული რისკის შემცველი სამუშაოები.აღნიშნულს ჯანდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანება ითვალისწინებს, რომელიც ძალაში შევიდა. ბრძანების თანახმად, ორსულობის 27-ე კვირამდე მძიმედ და საშიშად ითვლება რეგულარულად ხუთ კგ-ზე მეტი წონის მქონე ტვირთის გადატანა ან ცალკეულ შემთხვევებში (არარეგულარულად), 10 კგ-ზე მეტი წონის მქონე ტვირთის გადატანა. ორსულობის 27-ე კვირიდან კი...


მსგავსი სიახლეები

up