გზების დეპარტამენტი: ხაშური-ახალციხე-ვალეს გზაზე 7 კმ. გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გზების დეპარტამენტი: ხაშური-ახალციხე-ვალეს გზაზე 7 კმ. გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

access_time2022-08-09 17:20:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე, ჯამში 7 კმ-ზე (კმ13-კმ17 და კმ24-კმ25) სარეაბილიტაციო სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს. ინფორმაციას გზების დეპარტამენტი ავრცელებს.


„სარეაბილიტაციო გზა ბორჯომის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. პირველი მონაკვეთი სოფ. ახალდაბის ტერიტორიიდან იწყება და სოფ. კორტანეთთან სრულდება, ხოლო მეორე მონაკვეთი სოფ. რველის მახლობლად იწყება და გრძელდება ქ. ბორჯომში დავით აღმაშენებლის ქუჩის #40 -ამდე.


რეაბილიტაციის პროექტი, გზის სავალ ნაწილზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობას, 1 ხიდის რეაბილიტაციას, ხელოვნური ნაგებობების რეაბილიტაციას და ახლების მოწყობას, დახურული სანიაღვრე ქსელის მოწყობას, არსებული ბეტონის საყრდენი კედლების შეკეთებას და გაბიონის ქვედა საყრდენი კედლის მოწყობას ითვალისწინებს. ასევე, განხორციელდება ადგილობრივ გზებთან მიერთებების და ადგილობრივი შესასვლელების, მოსახლეობის ეზოში შესასვლელების, ბორდიურების და ტროტუარების, ავტობუსის გასაჩერებელი მოედნებისა და მგზავრების მოსაცდელების, საგზაო ნიშნების მოწყობა და გზის სავალი ნაწილის მონიშვნა.


ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზა, სატრანზიტო დერეფნის ერთ-ერთ ძირითად შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს და სამცხე-ჯავახეთს აკავშირებს საქართველოს სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებთან. ამ გზით, სატრანზიტო ტვირთბრუნვა ხორციელდება და მის გამართულად ფუნქციონირებას დიდი მნიშვნელობა აქვს სოციალ-ეკონომიკური თვალსაზრისით.



პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 9.7 მლნ. ლარამდეა. სამუშაოების დასრულება დაგეგმილია 2023 წლის გაზაფხულზე“ – ნათქვამია ინფორმაციაში.






ლარის კურსი დოლართან 0.78 თეთრით გამყარდა, ევროსთან კი 2.72 თეთრით გაუფასურდა

ლარის კურსი დოლართან 0.78 თეთრით გამყარდა, ევროსთან კი 2.72 თეთრით გაუფასურდა
access_time2022-10-04 17:00:26
4 ოქტომბერის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.78 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8150 ლარი გახდა. სებ-ის ცნობით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 2.72 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7860 ლარი გახდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში კი ლარით და რეგიონალური ვალუტებით ვაჭრობა დღის განმავლობაში მცირედი ცვლილებებით გამოირჩეოდა. ქართული ლარის კურსი Bloomberg-ზე კი დილიდან...

ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გამოვლინდნენ

ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გამოვლინდნენ
access_time2022-10-04 15:36:57
ნობელის კომიტეტმა 4 ოქტომბერს გამოაცხადა 2022 წლის ლაურეატები ფიზიკის დარგში. ისინი არიან ფრანგი ალენ ასპე, ამერიკელი ჯონ კლაუერი და ავსტრიელი ანტონ ცაილინგერი. მათ ნობელის პრემია მიენიჭათ ჩახლართული ფოტონების სფეროში ექსპერიმენტებისთვის, ბელის უტოლობის დარღვევის კვლევისთვის და ნაშრომებისთვის კვანტურ ინფორმატიკაში.   მეცნიერებმა ნოვატორული ექსპერიმენტების ჩატარება შეძლეს ჩახლართული კვანტური მდგომარეობებით, როცა ორი ნაწილაკი იქცევა როგორც ერთი მთელი, მაშინაც კი, როცა...

ბოლო წლებში სარეკლამო შემოსავლის ყველაზე დიდი კლება მანამდე ლიდერ „რუსთავი 2-ს“ ჰქონდა - ანგარიში

ბოლო წლებში სარეკლამო შემოსავლის ყველაზე დიდი კლება მანამდე ლიდერ „რუსთავი 2-ს“ ჰქონდა - ანგარიში
access_time2022-10-04 15:00:18
2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, სატელევიზიო სარეკლამო ბაზარი 7.8 მლნ ლარით გაიზარდა (10.4%) და 83.1 მლნ ლარი შეადგინა. ამის შესახებ, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ახალ ანგარიშს აქვეყნებს. 2021 წლის სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს ყველაზე მეტი რეკლამა, ტრადიციულად „იმედის“ ჰოლდინგმა მიიღო. მისმა შემოსავალმა 2021 წელს 31.1 მლნ ლარი (სარეკლამო ბაზრის 37.4%) შეადგინა. მეორე ადგილზე ტელეკომპანია „რუსთავი 2“ „მთავარმა არხმა“ ჩაანაცვლა...

დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ ტელეკომპანია POS TV -ის წილების 52% შეიძინა

დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ ტელეკომპანია POS TV -ის წილების 52% შეიძინა
access_time2022-10-04 14:45:32
დეპუტატმა და ხალხის ძალის“ წევრმა ვიქტორ ჯაფარიძემ ტელეკომპანია POS TV -ის წილების 52% შეიძინა. სიახლის შესახებ დღეს უ,რავლესობიდან წასული დეპუტატებიდან ერთ-ერთმა, სოზარ სუბარმა მოძრაობის ახალი წევრების წარდგენაზე ისაუბრა. გარიგების საფასური 520 000 ლარია. ახლა პოსტვ“-ის მეწილეების სია ასე გამოიყურება: ვიქტორ ჯაფარიძე - 52%;შალვა რამიშვილი -24%;თემურ ჭარელაშვილი - 24%.

2023 წლიდან საჯარო სექტორში საბაზო თანამდებობრივი სარგო იზრდება

 2023 წლიდან საჯარო სექტორში საბაზო თანამდებობრივი სარგო იზრდება
access_time2022-10-04 16:00:54
მთავრობა საჯარო სექტორის ხელფასის არასახელმწიფო სექტორის ხელფასებთან დაახლოებას ცდილობს. ამიტომ 2023 წლიდან საბაზო თანამდებობრივი სარგო იზრდება. „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები საკანონმდებლო ორგანოში უკვე ინიცირებულია. ხელისუფლებაში მიაჩნიათ, რომ სახელმწიფო სექტორში საშუალო ხელფასი არასდროს არ უნდა უსწრებდეს არასახელმწიფო სექტორში საშუალო ხელფასს, თუმცა მათ შორის დიდი განსხვავებაც...


მსგავსი სიახლეები

up