გზების დეპარტამენტი თუშეთში გამგზავრების მსურველებს ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე არსებული მეწყრული მოვლენების შესახებ აფრთხილებს

გზების დეპარტამენტი თუშეთში გამგზავრების მსურველებს ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე არსებული მეწყრული მოვლენების შესახებ აფრთხილებს

access_time2017-05-18 12:01:33

თუშეთში, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კილომეტრზე, ზამთრის თვეებში დაახლოებით 300 000 კუბური მეტრი სიდიდის კლდოვანი მასა მოწყდა, რომელმაც, დაახლოებით 10 მეტრის სიმაღლეზე, გზის სავალი ნაწილი დაფარა და მდინარე ალაზნის დინება გადაკეტა. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მეწყრული მოვლენები თუშეთში ახლაც მიმდინარეობს.

 


მდინარე ალაზნის შეგუბების შედეგად წარმოიქმნა 10 მეტრის სიღრმისა და 300 მეტრი სიგრძის ტბა, რომელმაც სტიქიის ადგილამდე მისასვლელი გზა დატბორა.

 

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, აღდგენითი სამუშაოების დაწყების მიზნით, მუდმივად ატარებს სტიქიის ზონის მონიტორინგს. მონიტორინგის შედეგად, ბოლო კვირის განმავლობაში, მცოცავი ქანების გააქტიურება და განმეორებითი - დაახლოებით 200 000 კუბური მეტრი სიდიდის კლდოვანი მასების ჩამოსვლა დაფიქსირდა, რამაც საგრძნობლად დაამძიმა არსებული მდგომარეობა.

 


საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ შექმნილია ოპერატიული შტაბი, უახლოეს დღეებში, ამინდის გაუმჯობესებისთანავე, 20 კაციანი ჯგუფი დაიწყებს მუშაობას სტიქიური მოვლენის ადგილას და წარმოადგენს საინჟინრო-გეოლოგიურ დასკვნას. დასკვნის გათვალისწინებით გზების დეპარტამენტი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს გააგრძელებს.

 

ასევე, მოსახლეობას და თუშეთში გამგზავრების მსურველებს ვაფრთხილებთ, რომ ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კილომეტრამდე გზის საფარი თოვლისაგან თავისუფალია, თუმცა, მიუხედავად ამისა, სტიქიის ზონის სიახლოვეს არის ინტენსიური ქვათა ცვენა და დაუშვებელია როგორც ფეხით, ასევე ავტომანქანით გადაადგილება.

 

ადგილზე სიტუაციის შესწავლისთანავე საავტომობილო გზების დეპარტამენტი საზოგადოებას განახლებულ ინფორმაციას მიაწვდის.

 

 

 



ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამუროფედერაციის ეგიდით მსოფლიო თასის ეტაპი სკიკროსში დასრულდა

ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამუროფედერაციის ეგიდით მსოფლიო თასის ეტაპი სკიკროსში დასრულდა
access_time2021-02-28 17:50:59
...

Forbes: კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი მილიარდებს იყოფენ

Forbes: კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი მილიარდებს იყოფენ
access_time2021-02-28 20:00:27
ამჯერად უკვე ოფიციალურად- კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი ერთმანეთს შორდებიან.ჭორები ამ თემაზე დიდხანს ვრცელდებოდა, თუმცა, ამჯერად საქმემ ოფიციალური ხასიათი მიიღო - კიმ კარდაშიანმა 7-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ გაყრაზე განაცხადი უკვე შეიტანა.ინფორმაცია ამის თაობაზე პირველმა საიტმა TMZ-მა გაავრცელა, კარდაშიანის წარმომადგენელმა ის დაადასტურა. მეუღლეები მშვიდობიან შორდებიან, და მათ 4 შვილზე ერთობლივ მეურვეობაზე...

Forbes: ილონ მასკის კოლეგები მისი კონკურენტები ხდებიან

Forbes: ილონ მასკის კოლეგები მისი კონკურენტები ხდებიან
access_time2021-02-28 19:00:32
კომპანია PayPal მსოფლიოში საყოველთაოდ ცნობილია არა მხოლოდ როგორც ფულადი გზავნილების პირველი ონლაინ სერვისი, არამედ თავისი ე.წ. „მაფიით“ - ანუ, ყოფილი თანამშრომლებით, რომლებმაც მოგვიანებით მრავალი წარმატებული სტარტაპი ან დააარსეს, ან დააფინანსეს.ამ „ბანდის“ ყველაზე ცნობილმა ბოსმა - ილონ მასკმა - „მაფიოზების“ ახალი თაობა აღზარდა, რომელიც დღეს უკვე მას კონკურენციას უწევს.მასკის ყოფილმა თანამშრომლებმა ისეთი ცნობილი კომპანიები,...

რა შეზღუდვები იხსნება ქვეყანაში ხვალიდან?

რა შეზღუდვები იხსნება ქვეყანაში ხვალიდან?
access_time2021-02-28 13:00:02
1-ელ მარტს, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო შემსუბუქდება. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მიიღო.ბათუმში 1-ლი მარტიდან, დანარჩენ საქართველოში კი, 8 მარტიდან რესტორნები სტუმრების მიღებას შეძლებენ, შაბათ-კვირის გარდა.კონფერენციები და ტრენინგები...

MOVE - ქართული თამაში მოძრაობის მონეტიზაციის შესაძლებლობით

MOVE - ქართული თამაში მოძრაობის მონეტიზაციის შესაძლებლობით
access_time2021-02-28 15:00:20
კიბერსპორტის სახეობის ელექტრონული თამაში Move მომხმარებელს მონეტაციის შესაძლებლობას აძლევს. Move-ის იდეის ავტორი და დამფუძნებელი ასლან ცივაძის თქმით, მისი მიზანი ისეთი თამაშის შექმნა იყო, რომელსაც მთელი მსოფლიო აიტაცებდა, ექნებოდა აზარტიც და ფინანსური მოგებაც.„2 წლის წინ აშშ-ში მქონდა შეხვედრა რამდენიმე ადამიანთან, რომლებთან ერთადაც ახალი პროექტის გაკეთებას განვიხილავდით. ესეც თამაშის აპლიკაციის იდეა იყო, თუმცა ცოტა სხვანაირი. მთავაზობდნენ,...


მსგავსი სიახლეები

up