გზების დეპარტამენტი: ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე ეტაპობრივად 103 კმ გზის რეაბილიტაცია და 17 ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს

გზების დეპარტამენტი: ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე ეტაპობრივად 103 კმ გზის რეაბილიტაცია და 17 ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს

access_time2021-08-03 11:50:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აგრძელებს ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. ინფორმაციას გზების დეპარტამენტი ავრცელებს.



„ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზა ერთადერთი გზაა, რომელიც ცენტრალურ რეგიონს აკავშირებს შატილთან და პირიქითა ხევსურეთთან, ამიტომ ამ გზის კეთილმოწყობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი, ისე მთლიანად ქვეყნის მოსახლეობისა და ტურისტებისათვის.



ბოლო წლების განმავლობაში, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებითა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე უკვე დასრულებულია გზის 85 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია, ხოლო 18 კმ-იან მონაკვეთზე სამუშაოები წელს დასრულდება.



გზის ამ მონაკვეთს რეაბილიტაცია 40 წელი არ ჩატარებია. გზა იყო ძლიერ ვიწრო და გრუნტიანი, რომელზეც ხშირად ვითარდებოდა მეწყრული პროცესები, ავტოტრანსპორტის გადაადგილება კი არ იყო უსაფრთხო.




გზის რეაბილიტაციასთან ერთად მიმდინარეობს 17 ახალი ხიდის მშენებლობა. ძველი ხიდების უმეტესობა აშენებულია 60-იან წლებში, რის გამოც ვეღარ უზრუნველყოფს უსაფრთხო გადაადგილებას. ახალი სახიდე გადასასვლელების სამშენებლო სამუშაოები 2021 წლის ბოლომდე ეტაპობრივად დასრულდება. ამ დროისათვის უკვე დაასრულებულია 9 ხიდის მშენებლობა.



ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად საავტომობილო გზის პირველ 60 კმ-ზე მოეწყო ასვალტობეტონისა და ცემენტობეტონის საფარი, ხოლო დანარჩენი 46 კმ მოეწყო ადგილობრივი გრუნტით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საავტომობილო გზის პარამეტრები, მოეწყო რკინაბეტონის ხელოვნური ნაგებობები - საყრდენი კედლები, წყალგამტარი მილები, სანიაღვრე არხები. ასევე, საავტომობილო გზის მთელ მონაკვეთზე ჩატარდა საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების ღონისძიებები - მოეწყო ახალი საგზაო ნიშნები, გზის ჰორიზონტალური მონიშვნები და ზღუდარები. ახალი სახიდე გადასასვლელების მშენებლობით კი, გაუმჯობესდა გზის მრუდე მონაკვეთების უსაფრთხოება და ხიდების მზიდუნარიონობა.



შესაბამისად, მგზავრობა შატილამდე მისასვლელ გზაზე გახდება ბევრად უსაფრთხო და კომფორტული, რაც ხელს შეუწყობს, რეგიონის განვითარებას და ტურისტული პოტენციალის სრულად გამოყენებას, რითაც მკვეთრად გაუმჯობესდება მაცხოვრებლების ცხოვრების დონე“ – ნათქვამია ინფორმაციაში.






დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-09-23 21:00:22
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:   1. ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ დაანონსებული კუნძულის მშენებლობას ბათუმში შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გეგმავს.     2. მუნიციპალიტეტების შავი ხვრელი - რატომ...

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა
access_time2021-09-23 18:00:28
23 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.24 თეთრით 3.1179-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 0.19 თეთრით 3.6532-მდე გამყარდა, ხოლო ბრიტანულ ფუნტთან 1.36 თეთრით 4.2650-მდე გაუფასურდა. თურქულ ლირასთან ლარი 0.01 თეთრით 0.3601-მდე, ხოლო აზერბაიჯანულ მანათთან 0.31 თეთრით 1.8322-მდე გამყარდა. 100 რუსულ რუბლთან კი 0.58 თეთრით 4.2872-მდე, ხოლო 1000 სომხურ დრამთან 3.35 თეთრით...

ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები

ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები
access_time2021-09-23 17:20:01
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ დაანონსებული კუნძულის მშენებლობას ბათუმში შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გეგმავს. ეს ინფორმაცია „ბათუმელებმა“ ინფორმირებულ პირებთან კომუნიკაციისა და საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით დაადასტურა. ინვესტორი ელგუჯა ქებურიასთან ერთად ბიზნესმენი ფრიდონ ქათამაძეა, თუმცა მისი წილი კომპანიაში ბევრად მცირე – 18 პროცენტია. ამ პროექტისთვის შპს „ამბასადორ ბათუმი აილენდი“ 2021 წლის ივნისში დააფუძნა ოფშორში,...

BAG ინდექსი: კომპანიების საინვესტიციო გეგმები პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება

BAG ინდექსი: კომპანიების საინვესტიციო გეგმები პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება
access_time2021-09-23 14:30:32
BAG ინდექსის ფარგლებში, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, წევრებისა და მათი შვილობილი კომპანიების ინვესტიციების ცვლილების ტენდენციასაც აკვირდება. ცხადია, 2020 წელს, მკვეთრად შემცირებული შიდა თუ საგარეო მოთხოვნის, ლოგისტიკური სირთულეებისა და სხვა დაბრკოლებების გათვალისწინებით, კომპანიებმა თავიანთი საინვესტიციო გეგმები მნიშვნელოვნად დააკორექტირეს. მიმდინარე წელს კი, პანდემიის მიუხედავად, ინვესტიციების ზრდის ტემპი კოვიდამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება. ცნობისათვის, 2019 წელს ჯამური ინვესტიციები...

ვლადიმერ პაპავა: საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია

ვლადიმერ პაპავა: საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია
access_time2021-09-23 14:55:34
ეკონომიკის ექსპერტმა ვლადიმერ პაპავამ სარეკლამო ბიზნესზე ზეწოლის შესახებ „პრაიმტაიმის“ პრეს–კლუბში განცხადება გააკეთა. მისი თქმით, იმაზე საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია. „ქვეყანაში დღეს წინასაარჩევნო პერიოდია. დაძაბული სიტუაციაა. პოლიტიკურად ცხელი შემოდგომაა. ამ პირობებში არის ხშირი ურთიერთბრალდება. ამაში, სამწუხაროდ, ყვება ბიზნესი. ნუ გვავიწყდება, რომ ცხოვრება არჩევნების შემდეგაც გრძელდება და ეს...


მსგავსი სიახლეები

up