საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გუდაური-კობის მონაკვეთზე საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
„შეგახსენებთ, რომ დღეს, დილის საათებიდან აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალული იყო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა - თავისუფალი“ – ნათქვამია ინფორმაციაში.