„ქართული ოცნების„ დაგეგმილი, დაუსრულებელი და საეჭვოდ გამხდარი საგზაო  ინფარსტრუქტურული პროექტები

„ქართული ოცნების„ დაგეგმილი, დაუსრულებელი და საეჭვოდ გამხდარი საგზაო ინფარსტრუქტურული პროექტები

access_time2018-07-19 10:00:11

ყოფილი  პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილს პროგრამის მიხედვით, 2020 წლამდე  800 კმ-ზე მეტი სიგრძის, ჯამში  3,5 მილიარდი დოლარის ღირებულების საგზაო ინფრასტრუქტურის  მშენებლობა  იყო დაგეგმილი. თუმცა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრი მაია ცქიტიშვილი  ვადების კორექტირებას გეგმავს. 


ცქიტიშვილი საპარლამენტო გამოსვლაში განმარტავს, რომ დაგეგმილი გზების მშენებლობის დასრულება 2020 წლამდე გაუჭირდებათ, რადგან  გზების ნაწილის დაგეგმარება იყო ოპტიმისტური და ხშირ შემთხვევაში,  ვადების გადაწევა ობიექტური მიზეზით ხდება. 


რა სახის საგზაო ინფარსტრუქტურული პროექტები დაიგეგმა და განხორციელდა „ქართული ოცნების“ სახელმწიფო მმართველობაში მოსვლიდან დღემდე? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, „კომერსანტმა“ ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან 2013 წლიდან 2018 წლის ჩათვლით უკვე განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი გზების სამშენებლო პროექტები გამოითხოვა. როგორც აღმოჩნდა, პროექტების უმრავლესობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ევროპის საინვესტიციო ბანკის მხრიდან ფინანსდება.


სავარაუდოდ, ეს ის საგზაო პროექტებია, რომლებზეც მიუხედავად დახარჯული სოლიდური დაფინანსებისა, „მსოფლიო ეკონომიკური ფორუის“ გზების ხარისხის მიხედვით გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში საქართველო 82-ე ადგილზე აღმოჩნდა. შვიდბალიანი სისტემით 3,8 ქულით შეფასდა გზების ხარისხი საქართველოში და სამხრეთაფრიკაში მდებარე ბოტსვანის რესპუბლიკისა და ცენტრალური ამერიკის სახელმწიფო ჰონდურასის გვერდით დაფიქსირდა.

 

2009-2013; 2013-2017 წლებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები:



 

(01.08.2009; 15.05.2013) თბილისი-სენაკი ლესელიძის ს/გზის კმ 80-კმ95 სვენეთი-რუისის მონაკვეთის მოდერნიზაცია-მშენებლობა. ხიდი მდ. ლიახვზე კმ84.75 - კმ86.2. ლოტი II. კონტრაქტორი ორგანიზაცია Representation (brench)  of Akkord Industry Construction Investment Corporation, OJSC in Georgia Akkord Georgia. დონორი ორგანიზაცია - მსოფლიო ბანკი.


 

(29.07.2009; 30.06.2013) თბილისი-სენაკი ლესელიძის ს/გზის კმ80-კმ95 სვენეთი-რუისის მონაკვეთის მოდერნიზაცია-მშენებლობა. ხიდი მდ. ლიახვზე-რუისის მონაკვეთზე კმ86.2 - კმ94.531 ლოტი III. კონტრაქტორი ორგანიზაცია  TODINI  Costruzioni  Generali  SPA. დონორი ორგანიზაცია - მსოფლიო ბანკი.


 

(29.07.2009; 30.06.2013) თბილისი-სენაკი ლესელიძის ს/გზის კმ80-კმ95 სვენეთი-რუისის მონაკვეთის მოდერნიზაცია-მშენებლობა .ხიდი მდ. ლიახვზე-რუისის მონაკვეთზე კმ86.2 - კმ94.531 ლოტი III. კონტრაქტორი ორგანიზაცია TODINI  Costruzioni  Generali  SPA. დონორი ორგანიზაცია - მსოფლიო ბანკი.


 

(01.06.2010 15.08.2013) თბილისი-სენაკი ლესელიძის ს/გზის (კმ143) რიკოთის გვირაბის რეაბილიტაცია. კონტრაქტორი ორგანიზაცია Sinohydro Corporation Limited . დონორი ორგანიზაცია ევროპის საინვესტიციო ბანკი.

 

 

(01.08.2010; 31.12.2013) საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოვლითი საავტომობილო გზის კმ14 – კმ21 რეკონსტრუქცია მოდერნიზაცია. კონტრაქტორი ორგანიზაცია - შპს ბელ-ბაუ. დონორი ორგანიზაცია - სახელმწიფო ბიუჯეტი.

 

 

(20.04.2011; 01.06.2014) ქობულეთის შემოვლითი გზის კმ0+000-კმ12+400 მონაკვეთის მშენებლობა და არსებული 2 ზოლიანი გზის გაგანიერება 4 ზოლიანამდე, ჩაქვი - მახინჯაური კმ30+000-კმ33+000 მონაკვეთზე (ლოტი I). კონტრაქტორი ორგანიზაცია Sinohydro Corporation Limited. დონორი ორგანიზაცია - აზიის  განვითარების ბანკი.

 

 

(06.11.2012; 31.07.2014) საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის ს/გზის კმ 132-ზე მდ.თერგზე გველეთის ხიდის მშენებლობა. კონტრაქტორი ორგანიაზცია შპს Georgian Bridge Construction. დონორი ორგანიზაცია სახელმწიფო ბიუჯეტი.

 

 

(26.12.2011; 28.02.2015) E-60 აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის მონაკვეთის ქუთაისის ახალი შემოვლითი გზის კმ 00+000- კმ17+300 მშენებლობა.  კონტრაქტორი ორგანიზაცია JV TODINI  Costruzioni  Generali  SPA. TAKENAKA CIVIL ENGINEERING & CONSTUCTION CO. LTD. დონორი ორგანიზაცია იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო.

 

 

(08.08.2012; 01.05.2013) საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოვლითი საავტომობილო გზის კმ14 – კმ21 რეკონსტრუქცია მოდერნიზაცია. კონტრაქტორი ორგანიზაცია - შპს „ბელ-ბაუ“. დონორი ორგანიზაცია - სახელმწიფო ბიუჯეტი.

 

 

(17.12.2012; 17.12.2015) E-60 ავტომაგისტრალის კმ95-კმ114 მონაკვეთის რუისი- აგარას შემოვლითი გზის მოდერნიზაციის პროექტი. კონტრაქტორი ორგანიზაცია China Nuclear Industry 23Construction Co. LTD. დონორი ორგანიზაცია - მსოფლიო ბანკი.


 

 

(01.08.2013 ; 29.11.2013) თბილისი-სენაკი-ლესელიძის ს/გზის კმ 54+000-კმ 79+500 იგოეთი-სვენეთი მონაკვეთზე გამყოფ ზოლში ნიუჯერსის და მეტალის ბაარიერით შემოფარგვლის სამუშაოები. კონტრაქტორი კომპანია - შპს „კომპანია ბლექ სი გრუპი“. დონორი ორგანიზაცია მსოფლიო ბანკი.


 

(10.05.2013; 07.09.2013) E-60 Mავტომაგისტრალის (კმ 55-კმ 80) მცირე მაშტაბის საგზაო უსაფრთხოებსი გაუმჯობესების ღონისძიებები. Eეტაპი 1 (კმ 46 და კმ 61+080). კონტრაქტორი კომპანია - საგზაო სამშენებლო სამმართველო N1. დონორი ორგანიზაცია მსოფლიო ბანკი.


 

(19.09.2013; 31.05.2014) თბილისი-სენაკი-ლესელიძის ს/გზის კმ54+000-კმ79+500 იგოეთი-სვენეთი მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის დარჩენილი სამუშაოები. კონტრაქტორი ორგანიზაცია შპს „იბოლია. დონორი ორგანიზაცია სახელმწიფო ბიუჯეტი.


 

(01.04.2014; 30.09.2014) E-60 ავტომაგისტრალის (კმ55-კმ80) მცირე მასშტაბიანია საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების ღონისძიებები II. კონტრაქტორი ორგანიზაცია - საგზაო სამშენებლო სამმართველო N 1. დონორი ორგანიზაცია მსოფლიო ბანკი.


 

(08.05.2014; 31.08.2016) შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თიანეთი – ზარიძეები – ჟინვალის საავტომობილო გზის კმ10-კმ23 მონაკვეთის სამშენებლო – სარეკონსტრუქციო სამუშაოები. კონტრაქტორი ორგანიზაცია სს თბილისი. დონორი ორგანიზაცია - სახელმწიფო ბიუჯეტი.


 

(24.07.2013 - 22.-12.2017) E-60 აღმოსავლეთ-დასავლეთ ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში ზესტაფონი ქუთაისი-სამტრედიის მონაკვეთის ზესტაფონი ქუთაისის ახალი შემოვლითი გზის კმ0+000 - კმ15+172 მშენებლობა. კონტრაქტორი ორგანიზაცია  JV TODINI  Costruzioni  Generali  SPA TAKENAKA CIVIL ENGINEERING & CONSTUCTION CO. LTD. დონორი ორგანიზაცია იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო.

 

 

(18.09.2014; 31.07.2017) E-60 ავტომაგისტრალის კმ114-კმ126 მონაკვეთის აგარა ზემო ოსიაურის მოდერნიზაციის პროექტი. დონორი ორგანიზაცია მსოფლიო ბანკი. კონტრაქტორი ორგანიზაცია. კონტრაქტორი Copri  Construction Enterprises W.L.L.Branch (Representative Office).


 

(24.05.2013; 30.06.2018) ქობულეთის შემოვლითი გზის კმ12+400- კმ31+259 მონაკვეთის მშენებლობა (ლოტი II). კონტრაქტორი ორგანზიაცია  Sinohydro Corporation Limited . დონორი ორგანიზაცია აზიის  განვითარების ბანკი.


 

(24.05.2015; 24.12.2018) სამტრედია გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ42+000-კმ51+570 (ლოტი IV) მონაკვეთის მშენებლობა. კონტრაქტორი ორგანიზაცია China Railway 23RD Bureau Group co., LTD. დონორი ორგანიზცია ევროპის საინვესტიციო ბანკი.


 

(28.04.2017; 20.11.2017) E-60 ავტომაგისტრალის კმ95-კმ114 მონაკვეთის რუისი -აგარას შემოვლითი გზის გარე განათების სამუშაოები. დონორი ორგანიზაცია მსოფლიო ბანკი. კონტრაქტორი ორგანიზაცია China Nuclear Industry 23Construction Co. LTD.

 

 

 

2016-2017  წლებში განხორციელებული პროექტები:

 

(27.05.2016; 19.12.2016) E-60 ავტომაგისტრალის კმ95-კმ114 მონაკვეთის რუისი აგარა-აგარას შემოვლითი გზის გასწვრივ  ადგილობრივი გზის მშენებლობა კმ 0+72-კმ35+11, მარჯვენა მხარეს. ეტაპი 1. კონტრაქტორი ორგანიზაცია 27.05.2016 19.12.2016; დონორი ორგანიზაცია მსოფლიო ბანკი.

 

 

(25.01.2016; 30.06.2017) ქ.ქუთაისის ნიკეას ქუჩისა და ქუთაისის შემოვლითი ავტომაგისტრალის გეგუთის კვანძთან შემაერთებელი გზის სიგრძით 4.093 კმ რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის სამუშაოები. დონორი ორგანიზაცია სახელმწიფო ბიუჯეტი. კონტრაქტორი ორგანიზაცია შპს “ კომპანია ბლექ სი გრუპი“.

 

 

(29.02.2016; 31.07.2017) შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თიანეთი – ზარიძეები – ჟინვალის საავტომობილო გზის კმ10-კმ23 მონაკვეთის სამშენებლო – სარეკონსტრუქციო სამუშაოები. კონტრაქტორი ორგანიზაცია შპს კავკასუს როუდ პროჯექტი . დონორი ორგანიზაცია სახელმწიფო ბიუჯეტი.

 

 

(21.11.2016; 04.08.2017) E-60 ჩქაროსნული მაგისტრალის ნატახტარი–რუისის მონაკვეთზე გარემოს  დაცვითი მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებები. კონტრაქტორი ორგანიზაცია Az-Inshaat LLC. დონორი ორგანიზაცია - მსოფლიო ბანკი.

 

 

2017-2018; 2017-2019 წლებში განხორციელებული და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები:


 

(15.06.2017; 28.02.2018) გარე განათების სამუშაოები ზესტაფონი-ქუთაისი- სამტრედიის მონაკვეთის ზესტაფონის ახალი შემოვლითი გზის კმ0+000 - კმ15+172 კონტრაქტორი ორგანიზაცია JAVA, ARSI and Gzebi & Ketilmowyoba. დონორი ორგანიზაცია იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო.


 

(05.05.2017; 05.11.2018) შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-146)სტეფანწმინდა – სამების ეკლესიის საავტომობილო გზის კმ1-კმ5.661 რეკონსტრუქცია-მშენებლობის სამუშაოები. კონტრაქტორი ორგანიზაცია შპს სახელმწიფო სამშენებლო კომპანია. დონორი ორგანიზაცია სახელმწიფო ბიუჯეტი.


 

(03.05.2017; 31.07.2018) საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სთეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ132-კმ135 მონაკვეთზე გვირაბისა და მისასვლელი გზების მშენებლობის დეტალური საპროექტო  დოკუმენტაციის წარმოდგენა და მის შესაბამისად სამუშაოების განხორციელება.დონორი ორგანიზაცია სახელმწიფო ბიუჯეტი. კონტრაქტორი ორგანიზაცია შპს ფერი.

 

(17.11.2017; 15.11.2019) E-60 ავტომაგისტრალის ზემო ოსიაური-ჩუმათელეთი კმ0+000-კმ5+800 მონაკვეთის მშენებლობა ლოტი1. დონორი ორგანიზაცია ევროპის საინვესტიციო ბანკი. კონტრაქტორი Sinohydro Corporation Limited .

 

 

(10.03.2018; 10.09.2018) აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის II (EWHIP II) ფარგლებში, ქუთაისის შემოვლითი გზის მონაკვეთზე ჭიშურას ფერდობის დამცავი სამუშაოები. კონტრაქტორი ორგანიზაცია China Railway 23RD Bureau Group co. LTD. დონორი ორგანიზაცია იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო.

 

 

რაც შეეხება სამომავლოდ დაგეგმილ გრძელვადიან პროექტს, რომელიც 2018-2020 წლებს მოიცავს, ეს ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობაა. 



 

(14.03.2018; 30.08.2020) ბათუმის შემოვლითი გზის კმ1+000-კმ13+325 მშენებლობა. კონტრაქტორი Joint ventere POLATYOL & MAPA. დონორი ორგანიზაცია აზიის  განვითარების ბანკი.


ამ თემაზე კომერსანტი მომავალშიც გააგრძელებს მუშაობას და შემოგთავაზებთ იმ საგზაო პროექტებს, რომელიც მიმდინარე წელს დაიწყო და მომავალ რამდენიმე წელში დასრულდება, სწორედ ამ პროექტების დაკორექტირებას გეგმავს ახალი მინისტრთა კაბინეტი.


 

ავტორი: ლიკა გურაბანიძე




„გავოცდი იმ ბუნდოვანი ხედვით, რაც გიორგი ვაშაძემ საპენსიო საკითხებზე წარმოადგინა“ - პაატა ბაირახტარი

„გავოცდი იმ ბუნდოვანი ხედვით, რაც გიორგი ვაშაძემ საპენსიო საკითხებზე წარმოადგინა“ - პაატა ბაირახტარი
access_time2021-09-15 18:55:05
„არგუმენტი, თითქოს პენსიონერს სხვა ბანკში სესხს არ აძლევენ, არასწორია“, – ამის შესახებ “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ვიცეპრეზიდენტმა, ეკონომისტმა პაატა ბაირახტარმა სოციალურ ქსელში დაწერა. პოსტს უცვლელად გთავაზობთ: “ბოლო პერიოდში, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები თუ ცალკეული პოლიტიკოსები აქტიურად საუბრობენ საპენსიო სესხზე და მის საპროცენტო განაკვეთზე. გულწრფელად მინდა, ეს პროცესი წინასაარჩვენო კამპანიასა და სამიზნე...

„მწვანე ზონის“ შემქმნელი რესტორნებისთვის შესაძლოა დაწესებული შეზღუდვები გაუქმდეს

„მწვანე ზონის“ შემქმნელი რესტორნებისთვის შესაძლოა დაწესებული შეზღუდვები გაუქმდეს
access_time2021-09-16 13:00:41
ბიზნესისა და სახელმწიფოს მოლაპარაკებები კოვიდ 19–ის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში ახალ ეტაპზე გადადის. „მწვანე ზონების“ შექმნის ინიციატივით შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე რესტორატორებს შეხვდა. იმ შემთხვევაში, თუ სტუმართ-მასპინძლობის სექტორი კოვიდ-სტატუსის დასადგენად შექმნილ სპეციალური აპლიკაციას წარმატებით გამოიყენებს და რესტორანი მხოლოდ ვაქცინირებულ, სწრაფი და PCR ტესტის მქონე მომხმარებლებს მიიღებს, ობიექტი დაწესებული შეზღუდვებისგან...

ლარი დოლართან გამყარდა და ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან გამყარდა და ევროსთან გაუფასურდა
access_time2021-09-15 18:00:02
15 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.12 თეთრით 3.1129-მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს 3.1053-იანი კურსი დაფიქსირდა. საერთასორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 0.63 თეთრით 3.6822-მდე გაუფასურდა, ბრიტანულ ფუნტთან 1.50 თეთრით 4.3039-მდე გამყარდა. მეზობელი ქვეყნების ვალუტებიდან კი ყველას მიმართ გაუფასურდა, კერძოდ: თურქულ ლირასთან 0.07 თეთრით 0.3690-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.35 თეთრით 1.8336-მდე, 100 რუსულ რუბლთან 1.57 თეთრით...

„ლოპოტა სპა რეზორტი“ საქართველოში კონკურენტებს ვერ ხედავს

„ლოპოტა სპა რეზორტი“ საქართველოში კონკურენტებს ვერ ხედავს
access_time2021-09-16 11:00:23
„ლოპოტა სპა რეზორტის“ გენერალურმა მენეჯერმა მაკა ღლიღვაშვილმა „კომერსანტთან“ საუბრისას კახეთის რეგიონში სასტუმროების მიმართულებით კონკურენცია შეაფასა და აღნიშნა, რომ „ლოპოტა სპა რეზორტი“ რეგიონში არსებულ სასტუმროებთან შედარებით ბევრად დიდი ობიექტია და მათ კონკურენტად თავს არ განიხილავს. „ჩვენ ბევრად დიდი სასტუმრო ვართ, ჩვენი კომპლექსი 40 ჰექტარზეა განლაგებული და ის სერვისები, რასაც ჩვენ სტუმრებს ვთავაზობთ, იქნება ეს სათავგადასავლო, თუ განტვირთვის...

დასაქმებულთა 75%-ის შრომის ანაზღაურება 1000 ლარზე ნაკლებია

დასაქმებულთა 75%-ის შრომის ანაზღაურება 1000 ლარზე ნაკლებია
access_time2021-09-16 14:00:32
საქართველოში დასაქმებული მოქალაქეების უდიდეს ნაწილს, თითქმის 75%-ს, იმაზე ბევრად ნაკლები შრომის ანაზღაურება აქვს, ვიდრე საშუალო ხელფასის ოფიციალური მაჩვენებელია ქვეყანაში. ამის შესახებ ,,კომერსანტთან“ ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა პაატა აროშიძემ განაცხადა. ამ თვალსაზრისით, როგორც პროფესორმა აღნიშნა, ეჭვს იწვევს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემი, რომლის თანახმადაც, 2021 წლის მეორე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური...


მსგავსი სიახლეები

up