1500 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია-შეკეთება და 150-მდე ხიდის მშენებლობა - მთავრობის ამბიციური გეგმები 2025 წლისთვის

1500 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია-შეკეთება და 150-მდე ხიდის მშენებლობა - მთავრობის ამბიციური გეგმები 2025 წლისთვის

access_time2022-11-09 16:00:06

2025 წლამდე 1500 კმ-მდე, ხოლო 2030 წლამდე 2000 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია-შეკეთება მოხდება, აღნიშნულს საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ახალი დოკუმენტი „ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგია“ ითვალისწინებს.


მთავრობა გეგმავს, რომ:


  • აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის პროექტის ფარგლებში, 2025 წლისათვის დასრულდება დამატებით 108 კმ-მდე გზის მშენებლობა. 2030 წლისთვის კი სრულად დასრულებული იქნება წითელი ხიდი-სარფის არსებული მარშრუტის 430 კილომეტრი გზის მშენებლობა. შედეგად, მგზავრობის დრო განახევრდება და ნაცვლად 8 საათისა, გახდება 4 საათი. გადაადგილების დასაშვები სიჩქარეები საშუალოდ გაიზრდება 80-100%-ით, ხოლო გამტარუნარიანობა გაიზრდება საშუალოდ 3-4-ჯერ.
  • ასევე დასრულდება ქვეშეთი-კობის 22,7 კმ-იანი მონაკვეთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტი, რომელშიც გათვალისწინებულია 1 ხიდის რეაბილიტაცია, 5 ხიდის და 5 გვირაბის, მათ შორის, ერთი 9 კმ სიგრძის, 15 მდიამეტრიანი უწყვეტი საავტომობილო გვირაბის მშენებლობა კლდოვან ქანებში, რომლისთვისაც სპეციალურად დამზადდა გვირაბგამყვანი საბურღი მანქანა TBM, რომლის საშუალებითაც ვიბრაცია დაყვანილია მინიმუმამდე. 
  • 2025 წლისთვის დასრულდება კახეთის რეგიონში დაგეგმილი ჩქაროსნული მაგისტრალის 139 კმ მონაკვეთების ეტაპობრივი მშენებლობა, რომლის შედეგადაც გაუმჯობესდება ავტოტრანსპორტის უსაფრთხო და შეუფერხებელი გადაადგილების პირობები, გაიზრდება გზის გამტარუნარიანობა და შემცირდება გადაადგილების დრო.
  • 2024 წლამდე ეტაპობრივად დასრულდება ბაღდათი-აბასთუმნის გზის 73 კმ-იან მონაკვეთზე სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც საშუალებას მოგვცემს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან აბასთუმნამდე მგზავრობის დღეისათვის საჭირო 4-საათიანი დრო შემცირდეს 1,5 საათით.
  • 2025 წლამდე, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების რეაბილიტაციისა და პერიოდული შეკეთების სამუშაოების ფარგლებში, დაგეგმილია 1500 კმ-მდე სხვადასხვა საავტომობილო გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია-პერიოდული შეკეთება და 150-ამდე სახიდე გადასასვლელის მშენებლობა-რეაბილიტაცია, რომლის განხორციელების შემდგომ, მიმდინარე მაგისტრალური პროექტების დასრულების პარალელურად, მოწესრიგდება საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზების 95%, ხოლო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 80%.
  • 2025 − 2030 წლებში კი, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების რეაბილიტაციისა და პერიოდული შეკეთების სამუშაოების ფარგლებში, დაგეგმილია 2000 კმ-მდე სხვადასხვა საავტომობილო გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია-პერიოდული შეკეთება და 250-ამდე სახიდე გადასასვლელის მშენებლობა-რეაბილიტაცია, რომლის განხორციელების შემდგომ, აღნიშნულ პერიოდში დაგეგმილი მაგისტრალური პროექტების დასრულების პარალელურად, მოწესრიგდება საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზების 97%, ხოლო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების – 93% რომლის დარჩენილ7%-ზე მოეწყობა ხრეშოვანი საფარი, რითაც უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი სტანდარტით ავტოტრანსპორტის შეუფერხებელი გადაადგილება.


„საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის, ლოგისტიკური პოტენციალისა და რეგიონული ჰაბის შესაძლებლობების სრულად ასათვისებლად, გრძელვადიან პერიოდში, საქართველოს მთავრობის მხრიდან გაგრძელდება საბაზისო ინფრასტრუქტურაზე, კერძოდ, საავტომობილო გზების, წყალმომარაგების სისტემების, ნარჩენების მართვისა და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ზრუნვა. საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება მომდევნო წლების განმავლობაში



საავტომობილო გზების განვითარების მიმართულებით იგეგმება სატრანზიტო პოტენციალის მკვეთრი ამაღლება, რეგიონული და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული, ისევე, როგორც სამრეწველო და კულტურული ცენტრების დამაკავშირებელი გზების, ტურისტული მნიშვნელობის წრიული რეგიონული გზებისა და სხვა საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება-სრულყოფა. ეს მოიცავს საერთაშორისო საგზაო უსაფრთოების სტანდარტის გათვალისწინებით საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მშენებლობას, მოდერნიზაციას, რეკონსტრუქციას, რეაბილიტაციასა და მიმდინარე და პერიოდულ შეკეთებას. ამასთანავე, ევროკავშირის სტანდარტებსა და სხვა საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებთან დაახლოების მიზნით, უზრუნველყოფილი იქნება საგზაო კანონმდებლობისა და სტანდარტების ჰარმონიზაცია. აგრეთვე, ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მოხდება მართვის ეფექტიანობის ამაღლება“,  აღნიშნულია საქართველოს განვიტარების სტრატეგიაში.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up