„გზაზე ნუ გადაგვეღობებით“ - ერდოღანმა რუსეთს ულტიმატუმი წაუყენა

„გზაზე ნუ გადაგვეღობებით“ - ერდოღანმა რუსეთს ულტიმატუმი წაუყენა

access_time2020-02-04 23:00:46

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი, სირიის პროვინციაში თურქი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის გამო, უკიდურესად აღშფოთებულია, შურისძიებას აპირებს და რუსეთს მოუწოდებს, რომ ამაში ხელი არ შეუშალონ წინ არ გადაეღობონ.


3 თებერვალს თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია სირიაში იდლიბის პროვინციაში რამდენიმე თურქი სამხედროსა და მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვის შესახებ. ინციდენტი 2 თებერვალს მოხდა. თურქული მხარის ინფორმაციით, მათ პოზიციები სირიის პრეიზდენტ ბაშარ ალ ასადის მხარდამჭერმა ძალებმა დაბომბეს, რის შედეგადაც დაიღუპა 5 თურქი სამხედრო და 3 ასევე თურქი სამოქალაქო პირი.

სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „სანამ" თურქი ჯარისკაცების გარდაცვალებაში სირიის არმიის მონაწილეობა დაადასტურა. მათი თქმით, ცეცხლი გახსნილი იყო ტერორისტული დაჯგუფების წევრთა მიმართულებით, რომლებიც უკან იხევდნენ.

ამ ინციდენტს მაშინვე მოჰყვა ერდოღანის მწვავე რეაქცია მოჰყვა. მან 3 თებერვალს განაცხადა, რომ თურქეთის არმიამ საპასუხოდ 40 სამიზნე წერტილზე მიიტანა იერიში და 30-35 სირიელი სამხედრო განეიტრალდა.

სირიის სამთავრობო ძალებზე თურქების საპასუხო საავიაციო და საარტილერიო დარტყვები ახლაც გრძელდება და ოფიციალური მონაცემებით, თურქეთის არმიამ 54 სამიზნე ობიექტი დაბომბა, რასაც 76 სირიელი ჯარისკაცი შეეწირა.


გარდა ამისა, ერგოღანმა, რომელიც ამჟამად ოფიციალური ვიზიტით კიევში იმყოფება, პრაქტიკულად ულტიმატუმი წაუყენა ასადის მთავარ მოკავშირე რუსეთს.

„ჩვენი საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების ხელმძღვანელები რუს კოლეგებთან კონტაქტში არიან. ჩვენს რუს კოლეგებამდე მივიტანეთ სიგნალი - „გზაზე ნუ გადაგვეღობებით", - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

თავად რუსი ანალიტიკოსების შეფასებით, ოფიციალური მოსკოვი ძალიან რთულ სიტუაციაშია, რადგან, ერთის მხრივ, ასადის მხარდაჭერის გაგრძელება და ამის პარალელურად თურქეთთან პარტნიორული ურთიერთობის შენარჩუნება სულ უფრო რთული ხდება.

 

resonancedaily.com





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up