„გზავნილები თითქმის განახევრდა“ - „ინტელიექსპრესი“ რუსეთ–უკრაინის ომის გავლენაზე

„გზავნილები თითქმის განახევრდა“ - „ინტელიექსპრესი“ რუსეთ–უკრაინის ომის გავლენაზე

access_time2022-03-09 16:00:59

2022 წლის იანვრის სტატისტიკით, საქართველოში გზავნილების მოცულობის მიხედვით, რუსეთის ფედერაცია $22.4 მილიონით მეორე ადგილზე, კლება წინა წელთან -3%-ია, უკრაინა კი $5.5 მილიონით მეცხრე ადგილზე, კლებამ წინა წელთან -15% შეადგინა. 


როგორ აისახა ფულად გზავნილებზე რუსეთ–უკრაინის კონფლიქტი და ბოლო 2 კვირის მონაცემებით, აღნიშნული ქვეყნებიდან რამდენით შემცირდა გადმორიცხვები, ამ თემაზე „კომერსანტს“ ფულადი გზავნილების ქართული კომპანია „ინტელიექსპრესის” ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლევან თავართქილაძე ესაუბრა.


„რუსეთ-უკრაინის ომმა ფულად გზავნილებზეც იქონია გავლენა. გზავნილები ორივე ქვეყნიდან და ქვეყნის მიმართულებით საგრძნობლადაა შემცირებული. უკრაინის ეროვნულმა ბანკმა, ქვეყნაში შექმნილი ვითარების გამო, 23 თებერვლიდან აკრძალა უკრაინიდან ფულადი გზავნილების განხორციელება. უკრაინისთვის დღეს მნიშვნელოვანია ხელი შეუშალოს თანხების გადინებას და მაქსიმალურად მოახდინოს ფულადი სახსრების მოზიდვა. ფულადი დახმარება ასეთ კონფლიქტურ პერიოდში ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს ასრულებს. ამიტომ ინტელიექსპრესში, კონფლიქტის დაწყების პირველივე დღეებში, მივიღეთ გადაწყვეტილება 6 ქვეყნიდან გაგვეუქმებინა საკომისიო ფულად გზავნილებსა და საბანკო გადარიცხვებზე უკრაინის მიმართულებით. ჩვენი სისტემით საქართველოდან, დიდი ბრიტანეთიდან, საბერძნეთიდან, თურქეთიდან, იტალიიდან და კვიპროსიდან თანხა უპროცენტოდ იგზავნება.



თანხას უგზავნიან ფიზიკურ პირებსაც, თუმცა გადარიცხების დიდი წილი ასევე ხორციელდება საქველმოქმედო მიზნებით უკრაინის ეროვნული ბანკისა და უკრაინის სოციალური პოლიტიკის სამინისტროს ანგარიშებზე. რაც შეეხება რუსეთს აქაც გავლენა იქონია დაწესებულმა შეზღუდვებმა. რუსული საბანკო სისტემა გაითიშა SWIft-დან და შესაბამისად რუსულ სისტემებსა და ბანკებს შეექმნათ ანგარიშსწორების პრობლემა. აქიდან გამომდინარე მოგვიწია რუსული სისტემების სერვისის არაერთხელ შეჩერება. ამიტომ გზავნილები თითქმის განახევრდა“,  ამბობს თავართქილაძე.


ნინო თამაზაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up