გზა სტომატოლოგობიდან გამაჯანსაღებელი ცენტრის დამფუძნებლამდე - თამაზ მჭედლიძის ისტორია

გზა სტომატოლოგობიდან გამაჯანსაღებელი ცენტრის დამფუძნებლამდე - თამაზ მჭედლიძის ისტორია

access_time2019-11-05 17:00:00

ცოტა ხნის წინ რუსულმა Forbes-მა კურორტ „ბიოლის“ დამფუძნებლის ბიზნესმენ თამაზ მჭედლიძის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, სადაც აღწერილია ყოფილი მედიკოსის მიერ გავლილი გზა ექიმობიდან გამაჯანსაღებელი ცენტრის დაარსებამდე. თამაზ მჭედლიძემ რუსეთში უმსხვილესი სტომატოლოგიური ქსელი შექმნა, ახლა კი თავს მთლიანად ჯანმრთელობის რესურსების მართვას უძღვნის .


2019 წლის მარტში ექიმმა-სტომატოლოგმა თამაზ მჭედლიძემ გამაჯანსაღებელი კურორტი „ბიოლი“ გახსნა. მისი თქმით, 15 წლის წინ, მან გაიაზრა, რომ 164 კილოგრამს იწონიდა და ვერ აღიქვამდა თავს ჯანმრთელ ადამიანად, შრომისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შედეგად, უკვე ერთ წელიწადში კი 74 კგ  -ით ნაკლებს იწონიდა.


„ბიოლი“ ესაა იმ იდეებისა და ფიქრების რეალიზაცია, რომელიც ამ ისტორიას მოჰყვა. სამედიცინო დაავადებების მკურნალობის გარდა პრიორიტეტი ჯანმრთელობის მართვა უნდა იყოს“  - ამბობს მჭედლიძე


მისი გათვლებით, 2020 წლის მარტისთვის “ბიოლის“  შემოსავალი 1.2$ მლნ აშშ დოლარს მიაღწევს. ბიზნესმენის მიერ დაარსებული 25 კლინიკისგან შემდგარი „მედი“-ს კლინიკების ქსელი და 11 რენტგენოდიაგნოსტიკური ცენტრი უმეტესად სამედიცინო დაავადებების კუთხით მუშაობს. Forbes-ის უმსხვილესი კერძო სამედიცინო კომპანიების რეიტინგში „მედი“ ერთადერთი სპეციალიზებული სტომატოლოგიური და კოსმეტოლოგიური ქსელია, რომლის შემოსავალი 2,13 მლრდ რუბლია და სიაში მეჩვიდმეტე ადგილს იკავებს.

 

მჭედლიძეების ოჯახის რამდენიმე თაობა დიდი ხნის განმავლობაში სახალხო მკურნალობას მისდევდა. ბავშვობაში თამაზ მჭედლიძე დარწმუნებული იყო, რომ ექიმი გახდებოდა. 18 წლის ასაკში, მისი უფროსი ძმის მსგავსად, გადაწყვიტა სამხედო სამედიცინო აკადემიაში სწავლა, მაგრამ წინასაგამოცდო პერიოდშივე გადაწყვიტა, რომ სამხედრო დისციპლინის 6 წელიწადს ვერ გაუძლებდა. 1978 წელს თამაზ მჭედლიძე ლენინგრადის პირველ სამედიცინო ინსტიტუტში ჩაირიცხა.




1989 წელს ახალგაზრდა ექიმი საქართველოში დაბრუნდა სადაც კერძო სტომატოლოგიური კაბინეტი გახსნა მშობლების სახლში, ორ წელიწადში კი ლენინგრადში გადავიდა საცხოვრებლად. ადგილობრივებმა მჭედლიძეს თვითმმართველობის კომიტეტის საკუთრებაში არსებული შენობის დაქირავების უფლება მისცეს. ამისთვის მას უნდა 50-ამდე VIP პაციენტისთვის უფასოდ უნდა ემკურნალა. „ კიდევ კარგი, რომ კომიტეტი მალევე დაიშალა და ჩემი ვალდებულებები ძალაში აღარ იყო, სხვა შემთხვევაში ალბათ გავკოტრდებოდი“ - ამბობს მჭედლიძე.



საქართველოში გამომუშავებული 15 000 აშშ დოლარით მან განაახლა სტომატოლოგიური კაბინეტი ლენინგრადში, შეიძინა ჩეხური სტომატოლოგიური აღჭურვილობა და დაიქირავა მედიკოსები. მალევე, მან ბევრი პაციენტის კეთილგანწყობა მოიპოვა.მიღებაზე ერთი წლით ადრე ეწერებოდნენ. ცოტა ხანში მჭედლიძემ კლინიკა 24 საათიან სამუშაო რეჟიმზე გადაიყვანა,სადაც ღამით ცოცხალი რიგი იდგა, ხოლო დღისით ჩაწერილი პაციენტები მკურნალობდნენ. თამაზ მჭედლიძემ მომსახურების ფასები გაზარდა,  სანამ რიგი არ შემცირდა . „თუ სხვებთან კბილის მკურნალობა 5 დოლარი ღირდა, ჩვენთან ეს პროცედურა 50 დოლარად კეთდებოდა. ჩვენ ყველაზე ძვირადღირებულ კლინიკად ვიქეცით რუსეთში“ იხსენებს მჭედლიძე.


როდესაც სტომატოლოგი „მედის“ ქსელის პირველი კლინიკის გახსნას გეგმავდა, პეტერბურგში ამერიკელები ჩამოვიდნენ, რომელთაც აშშ-ს ხელისუფლებისგან  მოპოვებული ჰქონდათ გრანტი რუსეთში სტომატოლოგიური აღჭურვილობის წარმოებაზე. სწორედ მათგან შეიძინა მჭედლიძემ 500 000 აშშ დოლარის ღირებულების აღჭურვილობა.


ნევსკში კლინიკა 1993 წელს გაიხსნა „ ეს იყო პირველი ნაბიჯები კერძო მედიცინისა და სტომატოლოგიის დარგში“ - იხსენებს „ევრომედ სანკტ-პეტერბურგის“ კლინიკების თანამფლობელი ალექსანდრე აბდინი. „იქ მკურნალობდნენ ტკივილ გამაყუჩებლებით, მუშაობდა რამდენიმე ადამიანი, იყო  სუფთა გარემო -  ის რაც ახლა ნორმაა, მაშინ იშვიათობა იყო“.


2000 იან წლებში მჭედლიძეების ოჯახმა სანკტ-პეტერბურგში საკუთარი კომპანია, ესთეტიკური მედიცინის ცენტრი  „მედი ესთეტიკი“ შექმნა  -  რომელიც რუსეთში, ჩეხეთსა და საქართველოში ფუნქციონირებს. გიორგი მჭედლიძემ  შავი ზღვის სანაპიროზე ველნეს-კურორტი დააფუძნა, იქ, სადაც მაგნიტური სამკურნალო ქვიშის საბადოებია.  

 

ამჟამად თამაზ მჭედლიძე დროის უმეტეს ნაწილს საქართველოში „ბიოლის“ კურორტს უთმობს, რომელიც კოჯორის ტერიტორიაზე 31 ჰექტარ ფართობზეა განთავსებული.  მან ტერიტორია ფერმერებისგან შეიძინა, ხოლო ტყის ტერიტორია - სახელმწიფოსგან. ამ გამაჯანსაღებელი ცენტრის ინვესტიციის საერთო მოცულობამ 30 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.


კურორტის გახსნის შემდეგ, თამაზ მჭედლიძე „მედის“ მმართველობით აღარ არის დაკავებული. „სისულელე იქნებოდა ხელმძღვანელობაში ყოველდღიურად ჩართვა, როცა 75 ადამიანისგან შემდგარი გუნდი გყავს. - ამბობს მჭედლიძე. „ჩემი მიზანია, ვიყო ჩვენი ღირებულებების დამცველი, პაციენტების მიმართ ერთგულება და პერსონალის მოტივაციის შევინარჩუნო,“ სტომატოლოგი ამჟამად ადამიანის ჯანმრთელობის რესურსების შესწავლითაა დაკავებული. რუსეთიდან ფრენების აკრძალვას ბიზნესმენი არ მიესალმება, მისი თქმით,  კურორტი ძირითადად მისი პაციენტებისთვის შეიქმნა.


Forbes.ru

მარიამ მორგოშია





სილქნეტი განცხადებას ავრცელებს კომპანიის ყოფილ თანამშრომელთა მცირე ჯგუფის მიერ პროვოცირებული ბოლოდროინდელი ქმედებების შესახებ

სილქნეტი განცხადებას ავრცელებს კომპანიის ყოფილ თანამშრომელთა მცირე ჯგუფის მიერ პროვოცირებული ბოლოდროინდელი ქმედებების შესახებ
access_time2020-09-30 18:55:13
ბოლო პერიოდში, სილქნეტის აბონენტთა მომსახურების მიმართულების ყოფილთანამშრომელთა მცირე ჯგუფის მიერ ხდება სხვადასხვა არხებით მცდარი ინფორმაციის გავრცელება კომპანიასთან დაკავშირებით, თითქოს კომპანიაში მიმდინარეობს გაფიცვა, სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით. ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება და შეცდომაში შეჰყავს მედია საშუალებები და საზოგადოება. კომპანიის აბონენტთა მომსახურების მიმართულება გამართულად მუშაობს და სრული დატვირთვით...

30 სექტემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა

30 სექტემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა
access_time2020-09-30 18:05:31
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 30 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 8 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ...

საქართველოში მზის პირველ ელექტროსადგურს ახალი ინვესტორი ააშენებს

საქართველოში მზის პირველ ელექტროსადგურს ახალი ინვესტორი ააშენებს
access_time2020-09-30 16:00:57
საქართველოში მზის პირველ ელექტროსადგურს ახალი ინვესტორი ააშენებს. "უდაბნოს მზის ელექტროსადგურის“ პროექტისთვის ინვესტორის შერჩევა წლის ბოლომდე დაიწყება. თითქმის, 1 მლნ დოლარით შემცირდა პროექტის საინვესტიციო ღირებულება და 5 მგვტ-იანი ელექტროსადგურის აშენებას ინვესტორი 3,5-4 მლნ დოლარად შეძლებს. "უდაბნოს მზის ელექტროსადგური“ საგარეჯოში, სოფელ უდაბნოს მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება და მისი წლიური გამომუშავება დაახლოებით, 7 მლნ კვტ/სთ...

COVID-19-ის რეგულაციების დარღვევისთვის საქმიანობა 5-ს შეუჩერდა,10 000 ლარით კი 100-მდე ობიექტი დაჯარიმდა - ბექა ფერაძე

COVID-19-ის რეგულაციების დარღვევისთვის საქმიანობა 5-ს შეუჩერდა,10 000 ლარით კი 100-მდე ობიექტი დაჯარიმდა - ბექა ფერაძე
access_time2020-09-30 15:00:44
შრომის ინსპექციამ, Covid 19-ის საპრევენციოდ არსებული პროტოკოლის დარღვევის გამო ჯარიმასთან ერთად საქმიანობა 5 ობიექტს შეუჩერა. ამასთან, ინსპექციამ 100-მდე ობიექტი 10 000 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ, ,,ბიზნესპრესნიუსს“ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განუცხადა. ბექა ფერაძე იმ კრიტიკულ შეუსაბამობებზე საუბრობს, რის გამოც, ინსპექციამ გაზრდილი მანდატის პირობებში, ობიექტის მიმართ ჯარიმის უმაღლესი ფორმა...

13:00 საათის მონაცემებით, Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.2069 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.3000 ლარი ღირს

13:00 საათის მონაცემებით, Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.2069 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.3000 ლარი ღირს
access_time2020-09-30 13:30:28
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 13:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.2069 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა დღეს 3.2537 კურსით დაიწყო. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2878 ლარია. შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.3000 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.2200 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა...


მსგავსი სიახლეები

up