გზა ევრობასკეტ 2021-სკენ: სტეფანია, ტურაშვილი, ვაშაკიძე, ბარამიძე

გზა ევრობასკეტ 2021-სკენ: სტეფანია, ტურაშვილი, ვაშაკიძე, ბარამიძე

access_time2019-11-28 16:34:06

ვაგრძელებთ თხრობას საქართველოს ნაკრების კალათბურთელებზე, მათზე, ვინც 90-იან წლებში ბევრი სიხარული მოუტანა ქართველ გულშემატკივარს.  ამჯერად ვლადიმერ სტეფანიაზე, მამუკა ტურაშვილზე, ირაკლი ვაშაკიძესა და კახა ბარამიძეზე მოგითხრობთ.  


ქართული კალათბურთის გზა ევრობასკეტ2021-მდე


საქართველოს ნაკრებიდან NBA-ში


ვლადიმერ სტეფანია


ვლდიმერ სტეფანია პირველი ქართველი გახლავთ, ამერიკის ნაციონალურ საალათბურთო ასოციაციაში რომ ითამაშა. იგი 1998 წლის დრაფტზე “სიეტლ სუპერსონიქსმა” 27-ე ნომრად აირჩია. მას მერე მას საქართველოს ნაკრებში აღარ უთამაშია. ვოვას დაბრუნების შანსი 2004 წელს ჰქონდა, თუმცა “პორტლენდში” ახალი გადასული იყო და…


– 80 პროცენტით მზად ვარ. 1 სექტემბრისთვის ეროვნული გუნდის შეკრებაზე აუცილებლად ჩამოვალ, – თქვა სტეფანიამ 2004 წლის ზაფხულში.


 ზუსტად ერთ თვეში მისმა გუნდმა, “პორტლენდმა” საქართველოში ფაქსი გამოგზავნა: “ვლადიმერი ჯანმრთელი რომ იყოს, ფედერაციის თხოვნას გავითვალისწინებდით, მაგრამ ახალნაოპერაციევ მუხლებზე დაზღვევა არ კეთდება. მას დაზღვევის გარეშე ვერ გამოვუშვებთ”.


სხვათა შორის, ორი წლის შემდეგ თბილისში ჩამოსულმა ვოვამ თავი გადააქნია:

– 2004-ში “პორტლენდთან” კონტრაქტის გაწყვეტა ნაადრევად მაინც მომიწია. ნეტავ, ნაკრებში მაინც ჩამოვსულიყავი…

 

სტეფანიას ნაკრებში არაერთი მატჩი აქვს ეფექტურად ჩატარებული, რომელთაგან სლოვაკური განსაკუთრებით გამოსარჩევია. იქ სტეფანიამ 14-დან 14 ორქულიანი ჩააგდო, 20 წუთში 29 ქულა, 15 მოხსნა, 3 პასი, 4 ჩაჭრა მიითვალა.


– სლოვაკეთთან მატჩი ოქტომბერში გაიმართა. მაშინ სლოვენიური “სლოვანის” ღირსებას ვიცავდი და გუნდთან ერთად კარგი შეკრებაც მქონდა გავლილი. საქართველოს ნაკრებს რომ შევუერთდი სათანადო ფორმაში ვიყავი, რაც მატჩისასაც გამოჩნდა. შეტევაში ყველაფერი გამომდიოდა და 29 ქულაც ჩავაგდე. როგორც იტყვიან, მოგებული თამაში წავაგეთ: ბოლო წუთებამდე სლოვაკებს თამაშითაც ვჯობნიდით და ანგარიშიც ჩვენს სასარგებლოდ მიგვყავდა, თუმცა დასკვნით მონაკვეთში მსაჯმა ტექნიკური ჯარიმა მოგვცა, შემდეგ ჩხუბი ატყდა და როცა ყველაფერი დაწყნარდა, მეტოქემ ზედიზედ 6 ჯარიმა ისროლა და გაგვასწრო…




მამუკა ტურაშვილი

სლოვაკური მატჩიდან ორ წელიწადში, 1997 წელს საქართველოს ეროვნულმა გუნდმა კვიპროსში ისეთი შეხვედრა გამართა, ნაკრების წევრები დღესაც ემოციურად იხსენებენ. ეს იყო ევრობასკეტი 1999-ის საკვალიფიკაციო შეხვედრა ავსტრიასთან, რომლის მოგების შემთხვევაში ქართველები ნახევარფინალურ ეტაპზე გადიოდნენ.


– ძირითადი დროის დასრულებას რამდენიმე წამი უკლდა, ავსტრია 56:54-ს იგებდა. ბოლო იერიშის უფლება ქართველებს დაგვრჩა, ბურთი მეტოქის ნახევარზე სწრაფად გადავიტანეთ, გამთამაშებელმა მამუკა ტურაშვილმა მარცხენა ფლანგიდან სამქულიანი რკალი გადალახა და დაახლოებით 5 მეტრიდან ისროლა – 56:56 და საფინალო სირენაც გაისმა. მატჩი ოვერტაიმში გადავიდა, იქ კი დამაჯერებლად მოვიგეთ, – გაიხსენა დავით თორთლაძემ.



ახლა, თავად მამუკა ტურაშვილს მოვუსმინოთ:


– საინტერესო გასახსენებელია კვიპროსზე, ჯგუფში ბოლო, გადამწყვეტი თამაში ავსტრიასთან. ჩვენს მეტოქეს სერბი დამრიგებელი და ოთხი სერბი მოთამაშე ჰყავდა.  საკმაოდ უხეშობდნენ სერბები. სანაძე  და  ქარაბაკი დაგვიმტვრიეს. მიუხედავად ამისა, ბოლო წამზე მატჩი ოვერტაიმში გადავიყვანეთ. გუნდში იყო ვლადიმერ სტეფანია, რომელსაც ტრავმა ჰქონდა. მას კალათბურთელებმა ვთხოვეთ, დამატებითში გვერდში დაგვდგომოდა. ვოვამ ითამაშა და 67:60 მოვიგეთ. არ უნდა დაგვავიწყდეს ვახტანგ ნაცვლიშვილის წვლილი…


ვატომ 45 წუთი ითამაშა, 22 ქულა და 15 მოხსნა მოაგროვა, ხოლო ვაკო ბეჟანიშვილმა, მაშინ, როცა მეტოქეს 8 ქულით ჩამოვრჩებოდით, ერთმანეთის მიყოლებით სამი სამქულიანი ჩააგდო.

მამუკა ტურაშვილი კარიერის დასრულების შემდეგ სამწვრთნელო საქმიანობას შეუდგა. ამჟამად თბილისის “დინამოში” მუშაობს და საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელია.


ირაკლი ვაშაკიძე


ირაკლი ვაშაკიძე კიდევ ერთი ნიჭიერი კალათბურთელი იყო ქუთაისიდან. ის თბილისის “დინამოში” სსრ კავშირის ჩემპიონატშიც თამაშობდა და როდესაც საქართველოს ნაკრები ჩამოყალიბდა, მწვრთნელმა ბესიკ ლიპარტელიანმა პირველივე საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მიიწვია.


ირაკლი იმ ტიპის კალათბურთელი იყო, განსაკუთრებით მობილიზებით თამაში კრიტიკულ მომეტში რომ შეეძლო. ამის დასტური თუნდაც ბირმინგემული საკვალიფიკაციო გამოდგება. გემახსოვრებათ, რომ ინგლისში საქართველოს ნაკრებმა პოლონეთთან და ინგლისთან წააგო, უელსსა და ლუქსემბურგს მოუგო და მომდევნო ეტაპზე გამსვლელი საგზურისთვის დანიას დაეჭიდა. რომელ გუნდიც მოიგებდა, ნახევარფინალურ ეტაპზეც ის ითამაშებდა.


სწორედ ეს იყო ირაკლი ვაშაკიძის საუკეთესო მატჩი საქართველოს ნაკრებში. მან 16 წუთში 13 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა ჩაიწერა. საინტერესოა, რომ საჯარიმოს ხაზზე 14-ჯერ დადგა, 9 ჩააგდო, რასაც ორიდან ორი ორქულიანი მიაყოლა.


ირაკლი ვაშაკიძე 2000 წელს გარდაიცვალა.

 

კახა ბარამიძე


კახა ბარამიძეს საქართველოს ნაკრებში სულ ორი მატჩი აქვს გამართული, თუმცა მეტად იმედისმომცემ ახალგზრდად თვლებოდა.  იყო სსრკ-ს იუნიორთა ნაკრების წევრი. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 1990 წლის სსრკ-ს  მოსწავლეთა  სპარტაკიადა  მოიგო, დასახელდა ტურნირის საუკეთესო გამთამაშებლად.


კახა იყო საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრის, ირაკლი ბაქრაძის ცოლისძმა. ისევე როგორც მამამ, ბიძამაც დიდი როლი ითამაშა პატარა ნიკუშასა და გეგის კალათბურთით დაინტერესებაში. დღეს, ირაკლის ვაჟი, გეგი საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატია.


კახა ბარამიძემ საქართველოს ნაკრებში სწორედ იმ მატჩში ითამაშა 17 წუთი, რომელზეც უკვე მოგიყევით – სლოვაკეთში, ბოლო წამებზე ექვსი საჯარიმოთი რომ მოგვიგეს სლავებმა. კახამ ამ შეხვედრაში 4 ქულა ჩააგდო.


იგი 2001 წლის 1 ივლისს გარდაიცვალა.





(R)




„გრანთ თორნთონი“: „2019 წელი აუდიტორული კომპანიებისთვის ზრდის წელი აღმოჩნდა“

„გრანთ თორნთონი“: „2019 წელი აუდიტორული კომპანიებისთვის ზრდის წელი აღმოჩნდა“
access_time2019-12-12 18:30:34
რადიო კომერსანტის გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ „გრანთ თორნთონის“ მმართველმა პარტნიორმა ვახტანგ ცაბაძემ საფინანსო ბაზარზე არსებული ვითარება შეაჯამა. მისი თქმით, 2019 წელი აუდიტორული კომპანიებისთვის ზრდის წელი აღმოჩნდა, რაც ნაწილობრივ, ქვეყანაში ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული რეფორმების დამსახურებაა. „2018 წელთან შედარებით, 2019 წელს ბაზარი კიდევ უფრო გაიზარდა. 2018 წელს პირველად იყო,როცა პირველ და მეორე...

საოჯახო სასტუმროებისთვის წყლის საფასურის გადახდის ახალი წესი 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება

საოჯახო სასტუმროებისთვის წყლის საფასურის გადახდის ახალი წესი 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება
access_time2019-12-12 18:00:33
2020 წლის 1-ლი იანვრიდან, სემეკის დადგენილების თანახმად საოჯახო სასტუმროებისთვის წყლის საფასურის გადახდის ახალი წესი - ე.წ ჰიბრიდული ტარიფი ამოქმედდება, - ამის შესახებ ინფორმაციას GWP ავრცელებს. როგორც ცნობილია, გადახდის ახალი წესი მხოლოდ იმ ტიპის საოჯახო სასტუმროებზე ვრცელდება, სადაც მფლობელი თავად ცხოვრობს ბინაში, პარალელურად აქირავებს ბინას ტურისტებზე და უწევს მათ მომსახურებას. „სემეკის ახალი დადგენილების მიხედვით 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ამ ტიპის...

Chatham House: დაიშლება თუ არა ბრიტანეთი?

Chatham House: დაიშლება თუ არა ბრიტანეთი?
access_time2019-12-12 20:00:05
დაიშლება თუ არა გაერთიანებული სამეფო? თუ შოტლანდიის ეროვნული პარტია მიაღწევს თავის მიზანს -ასეც იქნება. ეს პარტია 85 წელი იბრძვის შოტლანდიის დამოუკიდებლობისთვის და სწორედ დღეს, ისე, როგორც არასდროს, ის ახლოსაა წარმატებასთან.შოტლანდიური სეპარატიზმის გაღვივება ბრექსიტის თაობაზე ამ მხარის მოსახლეობის განსხვავებულმა პოზიციამ გამოიწვია.მთლიანად ბრიტანეთში ევროკავშირიდან გასვლას 52% ემხრობა, მაშინ როდესაც შოლტანდიაში 62%-მა ხმა ევროგაერთანებაში დარჩენას...

„სალომე ზურაბიშვილი იქნება ჩვენი ქვეყნის ღირსეული პრეზიდენტი“

„სალომე ზურაბიშვილი იქნება ჩვენი ქვეყნის ღირსეული პრეზიდენტი“
access_time2019-12-12 14:30:05
„არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის ეკონომიკური ძალიან დიდი პოტენციალი, რომ დავიპყროთ, თუნდაც, რეგიონი“, - ეს სალომე ზურაბიშვილის მორიგი სკანდალური განცხადებაა. საქართველოს პრეზიდენტის ნათქვამი საზოგადეობის დიდმა ნაწილმა შეურაცხყოფად მიიღო და მთავრსარდლისგან მობოდიშება მოითხოვა.  აღსანიშნავია რომ პრეიზდენტს „ქართული ოცნების“  წევრებიც...

„პროდუქციის გაიაფებაზე არც ვილაპარაკოთ და არც ვიოცნებოთ“

„პროდუქციის გაიაფებაზე არც ვილაპარაკოთ და არც ვიოცნებოთ“
access_time2019-12-12 15:00:44
„თებერვლის ბოლოს თუ იქნება ის მოცემულობა, რომ  ლარის კურსი  2.70-ის მიდამოებში იქნება,მაშინ შეიძლება ფასები გადაიხედოს“-ამის შესახებ „კომერსანტს“ „საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის“ თავმჯდომარე ივა ჭყონიამ განუცხადა. როგორც  ჭყონია განმარტავს,კომპანიებს გარკვეული მარაგები აქვთ, რომელიც  ნაყიდი საკმაოდ მაღალ კურსზეა, შესაბამისად,...


მსგავსი სიახლეები

up