GWP-სა შპს „ნარიყალას" შორის პირველი სასამართლო პროცესი მაისში ჩაინიშნა

GWP-სა შპს „ნარიყალას" შორის პირველი სასამართლო პროცესი მაისში ჩაინიშნა

person access_time2016-03-25 13:40:53

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერსა" (GWP) და შპს „ნარიყალას" (გოგირდის აბანოები) შორის პირველი სასამართლო პროცესი 2015 წლის მაისისთვის არის ჩანიშნული. ამის შესახებ განცხდება დღეს GWP-ში სპეციალურად გამარტულ პრესკონფერენციაზე გაკეთდა.


კომპანიის ოპერაციების მართვის დირექტორი მამუკა კიკლიშვილის განცხადებით,გოგრდის აბანოები უკვე ერთი წელია არ იხდიან ჩამდინარე წყლის გადასახადს, რომელიც ჯამში 272 000 ლარს შეადგენს. მისი თქმით, მიუხედავდ ამისა, GWP-იმ ამ ხნის განმავლობაში არ გამოიყენა მისთვის არსებული ბერკეტი, ანუ ის, რომელსაც ყველა სხვა კომერციულ ობიექტთან მიმართებაში იყენებს. კიკალიშვილი განმარტავს, რომ კომპანიის ხმრიდან მკაცრი ზომებისმიღება არ ხდებოდა იმიტომ, რომ ბიზნესის ფუნქციონირებისთვის ხელი არ შეეშალათ.


აბანოები სხვა კომერციულ, თუ არაკომერციულ აბონენტებთან შედარებით პრივილეგიებით ვერ ისარგებლებენ. კომპანია მოქმედებს ცივილიზებული გზით და საკითხის გადასაჭრელად სასამართლოს გადაწყვეტილებას დაველოდებით"-განაცხადა კიკალიშვილმა.




რაც შეეხება გოგირდის აბანოების ტარიფს, GWP-ში აცხადებენ, რომ არსებულ ტარიფს აწესებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია და გადასახადი ცალკეული ორგანიზაციებისთვის ვერ შეიცვლება.


კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ინფორმაციით, მათ გააანალიზეს გოგირდის აბანოების მომსახურების ტარიფი და სავარაუდო შემოსავლები. ანალიზის საფუძველზე მიღებული შედეგით, გოგირდის აბანოებისთვის დაკისრებული ჩამდინარე წყლის გადასახადი ადეკვატურია მათ შემოსავლებთან მიმართებაში და ბრუნვის 5 პროცენტს არ აღემატება.


როგორც პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ გოგირდის წყალი 24 საათის განმავლობაში ჩაედინება თბილისის კოლექტორში, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს" ის გადააქვს გარდაბნის გამწმენდ ნაგებობაში. შედეგად, გოგირდის წყალი საჭიროებს განსაკუთრებულ ფილტრაციას, რადგან ქიმიურად აქტიურია და სხვა ჩამდინარე წყლებთან შედარებით განსაკუთრებულ ზიანს აყენებს კომპანიის ინფრაქტრუქტურას.



შეგახსენებთ, გოგირდის აბანოების თანამშრომლებმა 24 მარტს გზა გადაკეტეს და პროტესტის ნიშნად დაწესებულება დახურეს. აბანოს ხელმძღვანელებს გადასახადის გადახდა არ სურთ.დავა სასამართლოში გრძელდება.

 




ბანკები გადავადებულ პროცენტებს ერთბაშად ითხოვენ?!

ბანკები გადავადებულ პროცენტებს ერთბაშად ითხოვენ?!
access_time2020-08-04 17:00:31
კომერციული ბანკები, საშეღავათო პერიოდის დასრულების შემდეგ, თანხის გადახდას ერთიანად ითხოვენ. ინფორმაცია როგორც ბანკის მსესხებლების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან დასტურდება. ასეთ ვითარებაში ათასობით ოჯახს გაკოტრება ელის. პირველ ეტაპზე, სამთვიანი საშეღავათო პერიოდი, უგამონაკლისოდ, ყველა კომერციულმა ბანკმა დაუწესა მსესხებლებს. მიზეზი პანდემია და საგანგებო რეჟიმი იყო, რომლის გამოც, მოქალაქეები შემოსავლის გარეშე დარჩნენ . ბანკებისა და მთავრობის ერთობლივი...

მთავრობა „შტადლერის“ ქარხნის მშენებლობის მოლოდინშია

მთავრობა „შტადლერის“ ქარხნის მშენებლობის მოლოდინშია
access_time2020-08-04 14:05:06
უცხოური ინვესტიციების პროაქტიური მოზიდვისა და საქართველოში უცხოური წარმოებების რეალოკაციის სტრატეგიის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინსიტრი ნათია თურნავა ცნობილი შვეიცარიული კომპანია „შტადლერის ჯგუფის პრეზიდენტს პიტერ შპულერს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „შტადლერის მარკეტინგისა და გაყიდვების აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ანსგარ ბროკმაიერი, დსთ-ის ქვეყნების მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი მატიას შტორი, საქართველოში შვეიცარიის ელჩი პატრინ...

ინდუსტრიული პარკები, IT ქალაქები - როგორ აპირებს 300 000 ადამიანის დასაქმებას გიორგი ვაშაძე

ინდუსტრიული პარკები, IT ქალაქები - როგორ აპირებს 300 000 ადამიანის დასაქმებას გიორგი ვაშაძე
access_time2020-08-04 14:40:36
პოლიტიკურმა პლატფორმამ „სტრატეგია აღმაშენებელი“ საარჩევნო კამპანია ოფიციალურად გახსნა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კი გიორგი ვაშაძე წარადგინა. გიორგი ვაშაძემ 5 მთავარი დაპირების შესახებ ისაუბრა, რომელიც სამუშაო ადგილების შექმნას, დაბალპროცენტიან სესხებს, ანტიმონოპოლიურ საბანკო სისტემას, მედიკამენტების გაიაფებას და მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი გადასახადისგან გათავისუფლებას გულისხმობს: „სტრატეგია აღმაშენებლის გუნდის დაპირება ნომერი...

3-5 წელში იმპორტირებული ხიზილალა მხოლოდ 20% იქნება - „ქართული ხიზილალა“

3-5 წელში იმპორტირებული ხიზილალა მხოლოდ 20% იქნება - „ქართული ხიზილალა“
access_time2020-08-04 15:20:33
თევზისა და თევზის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ქართული ხიზილალა“ სხვა ადგილობრივ მწარმოებლებთან ერთად, 3-5 წლიან პერიოდში ქართულ ბაზარზე იმპორტირებული ხიზილალის წილის მინიმუმამდე დაყვანას გეგმავს, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დამფუძნებელმა ალექსანდრე დადიანიძემ. კომპანიის საკუთრებაშია გორის რაიონის სოფელ კარალეთში 3 თევზსაშენი და რესტორანი „თევზის სახლი“. მისი ინფორმაციით, დღეს ბაზარზე იმპორტირებული ხიზილალის წილი 90-დან 70%-მდე არის...

BAG ინდექსი: დასაქმების ბარომეტრი გაუმჯობესდა, თუმცა კვლავ ნეგატიურია

BAG ინდექსი: დასაქმების ბარომეტრი გაუმჯობესდა, თუმცა კვლავ ნეგატიურია
access_time2020-08-04 11:30:28
BAG ინდექსის ყოველკვარტალური კვლევის ფარგლებში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გამოკითხული წევრების მოლოდინი დასაქმებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული. BAG-ის დასაქმების ბარომეტრი, რომელიც მომდევნო სამი თვის განმავლობაში ასოციაციის წევრების მიერ დასაქმების სავარაუდო ცვლილებას ასახავს, 2020 წლის მეორე კვარტლის ბოლოს ჩატარებული კვლევის საფუძველზე, კვლავ უარყოფითია. თუმცა, აღნიშნული მაჩვენებელი პირველ კვარტალთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და -2.8 ქულა შეადგინა....


მსგავსი სიახლეები

up