GWP-ის წმინდა მოგებამ 35 მლნ ლარს გადააჭარბა

GWP-ის წმინდა მოგებამ 35 მლნ ლარს გადააჭარბა

access_time2021-04-05 17:30:32

GWP-ის შემოსავალმა 2019 წელს 145 მლნ ლარი შეადგინა საიდანაც წმინდა მოგება 35.2 მლნ ლარი იყო. ამის შესახებ დამოუკიდებელ აუდიტის დასკვნაშია ნათქვამი, რომელიც კომპანიის ფინანსური ანგარიშგების საფუძველზე მომზადდა.


2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით GWP-ის ჯამური აქტივების მოცულობა 543 მლნ ლარს შეადგენდა, რაც 2018 წლის 31 დეკემბრის მაჩვენებელს 17.8%-ით - 82 მლნ ლარით აღემატება. აქტივების თითქმის 90% გრძელვადიანია, 10%-ზე ოდნავ მეტი მოკლევადიანი. გრძელვადიანი აქტივების უდიდესი ნაწილი მიწისქვეშა კომუნიკაციებს განეკუთვნება. წლის განმავლობაში ყველაზე მეტად - 62 მლნ-ით 432 მლნ-მდე ძირითადი საშუალებებისა და 13 მლნ-ით 22 მლნ-მდე ნაღდის ფულის მოცულობა გაიზარდა. ყველაზე მეტად 2.8 მლნ-ით 5.8 მლნ-მდე კი საინვესტიციო ქონება შემცირდა.


2019 წელს კომპანიის შემოსავალმა წყალმომარაგებიდან 124 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2018 წლის მაჩვენებელს 2 მლნ-ით აღემატება. შემოსავლები ბევრად უფრო სწრაფად 6 მლნ-დან 19 მლნ-მდე ელექტროენერგიის რეალიზაციიდან გაიზარდა. 0.5 მლნ-ით 1.7 მლნ-მდეა გაზრდილი სხვა შემოსავლებიც. გადასახადების, ცვეთის, სახელფასო და სხვა ხარჯების გასტუმრების შემდეგ GWP-ის წმინდა მოგებამ 2019 წელს 21%-ით 35.2 მლნ-მდე გაიზარდა.



„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ („კომპანია“) 1997 წლის 25 ივნის შპს-დ დარეგისტრირდა. 2008 წელს კომპანიის 100%-იანი წილი შპს „ჯორჯიან გლობალ იუთილითიმ“ შეისყიდა, რომელიც დღეის მდგომარეობით „ბიჯეო ჯგუფის“ საკუთრებაში არსებული „ჯორჯია კაპიტალის“ მფლობელობაში იმყოფება.


GWP-ის ძირითად საქმიანობას თბილისისა და მისი შემოგარენის წყალმომარაგებაა. კომპანიის აბონენტთა რაოდენობა 0.5 მლნ-ს აღემატება, საიდანაც 480 000 ფიზიკური პირია, 30 000 - იურიდიული. 2021 წლის 1-ლი იანვრიდან გამრიცხველიანებული ფიზიკური პირებისთვის 1 კუბური მეტრი წყლის საფასური 33-დან  50 თეთრამდე გაიზარდა, ისინი ვინც სულადობრივად იხდიდნენ ტარიფი 3.89 ლარიდან 4.52 ლარამდე გაიზარდა. კოემრციული მომხმარებლებისთვის კი 1 ტონა წყლის საფასური 4.4 ლარდიდან 6.5 ლარამდე გაიზარდა.


თბილისის წყალსადენის ქსელის სიგრძე, დიამეტრით 13 მმ-დან და 1400 მმ-მდე 3000 კმ-ზე მეტია. მაგისტრალური წყასადენები თუჯის და ფოლადის მილებით არის მოწყობილი, განშტოებები კი უმეტესად ფოლადის მილებით. წყალმომარაგებისთვის ქალაქის სხვადასხვა რაიონში და სხვადასხვა ნიშნულზე, 35 ადგილზე,  86 სამარაგო რეზერვუარია განთავსებული (საერთო მოცულობით 317 000 მ3). მოსახლეობის მთავარი უკმაყოფილების საგანს გეგმიური და არაგეგმიური გათიშვები წარმოადგენს. კომპანია გათიშვებს მოძველებული ქსელითა და სარეაბილიტაციო სამუშაოების აუცილებლობით ხსნის.


წყალმომარაგებასა და საკანალიზაციო ქსელის ოპერირებასთან ერთად GWP ელექტროენერგიის გენერაციასაც ახდენს. 2019 წელს ჟინვალჰესიდან, თეთრხევიჰესიდან და ბოდორნაჰესიდან კომპანიამ 326 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია აწარმოა, ქვეყნის ჯამური გენერაციის - 2.7%.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up