GWP-ის მფლობელმა კომპანიამ გასული წელი თითქმის 76 მილიონიანი ზარალით დაასრულა

GWP-ის მფლობელმა კომპანიამ გასული წელი თითქმის 76 მილიონიანი ზარალით დაასრულა

access_time2021-04-23 16:00:28

GWP-ის მფლობელმა კომპანია Georgian Global Utilities LTD-მა 2020 წელს 170 036 000 ლარის შემოსავალი მიიღო, საიდანაც წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სექტორიდან გამომუშავებული შემოსავალი 135 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც შეეხება წმინდა მოგებას, ჯგუფმა გასული წელი 75 965 000 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა. ამის შესახებ კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა.


-ს ზარალი ძირითადა გამოწვეული იყო საფინანსო ხარჯებითა (59 620 000 ლარი), ცვეთისა და ამორტიზაციის ხარჯებით (48 337 000 ლარი) და ეროვნული ვალუტის კურსის უარყოფითი ცვლილებით (44 651 000 ლარი).


2020 წლის მდგომარეობით, ჯგუფი ფლობს ისეთ კომპანიებს, როგორიცაა:


GWP – 100% წილი


რუსთავწყალი – 100% წილი

სს სვანეთი ჰიდრო – 100% წილი

შპს ქართლის ქარის ტურბინები – 100% წილი

Georgian Energy Trading Company LLC (“GETC”)  100% წილი

Gardabani Sewage Treatment Plant LLC  100% წილი

Hydrolea LLC (“HYDL”)  100% წილი


კომპანია GWP, რომელიც თბილისსა და მცხეთას წყლით ამარაგებს, 510 000-ზე მეტ აბონენტს ემსახურება, მათ შორის 480 000-ზე მეტი საყოფაცხოვრებო და 30 000-ზე მეტი არასაყოფაცხოვრებო აბონენტია. რაც შეეხება ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის, თბილისის წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სერვისების ექსკლუზიური მიმწოდებლის 100%-იან წილის ფლობელ Georgian Global Utilities LTD-ს, რომელიც ცნობილია როგორც GGU Group, საქართველოს მასშტაბით თბილისში, მცხეთასა და რუსთავში 1.4 მლნ. მომხმარებელს ემსახურება და სასმელი წყლის და წყალარინების მომსახურების მიწოდებას უზრუნველყოფს.



თეგები:
Georgian Global Utilities LTD



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up