გვითხარი როგორ უფრთხილდები საკუთარ ავტომობილს და გეტყვით როგორი მძღოლი ხარ

გვითხარი როგორ უფრთხილდები საკუთარ ავტომობილს და გეტყვით როგორი მძღოლი ხარ

access_time2020-10-16 18:10:30

სხვა ადამიანების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჩვენი, როგორც მოქალაქეების გარკვეული პასუხისმგებლობა და მოვალეობაა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამ მოვალეობის შესრულებას საკუთარ თავზე ზრუნვით ვიწყებთ. მაგალითად, ვცდილობთ ვიყოლიოთ გამართული ავტომობილები, რომ ვიმგზავროთ კომფორტულად და ქუჩაში გადაადგილებისას ირგვლივმყოფებს საფრთხე არ შევუქმნათ.


იმისთვის, რომ საკუთარი სატრანსპორტო საშუალება მუდამ მწყობრში გყავდეთ ავტოდაზღვევა საუკეთესო საშუალებაა. ავტომობილის დაზღვევა შესაძლებლობას გაძლევთ რისკებსა და მოულოდნელობებს მშვიდად და აუღელვებლად გაართვათ თავი.


ის ფაქტი, თუ როგორ ეპყრობით საკუთარ ავტომობილს თქვენზე, როგორც მძღოლზე, საკმაოდ ბევრს მეტყველებს. ჩვენი რამდენიმე რჩევა კი დაგეხმარებათ იყოთ უფრო ყურადღებიანი და იამაყოთ თქვენი მანქანით.


დაფიქრებულხართ რამდენად ხშირად რეცხავთ ავტომობილს? თუ ავტოსამრეცხაოში მას მერე არ დაგიდგამთ ფეხი, რაც მანქანა იყიდეთ, მაშინ ალბათ არც სხვა პრობლემებზე, უცნაურ ხმებსა თუ მინიშნებებზე ამახვილებთ ყურადღებას.



როგორია თქვენი სიჩქარის ლიმიტი? თუ თვლით, რომ სიჩქარეს ლიმიტი არ აქვს, კარგად დაფიქრდით, ქუჩებში ასეთი სწრაფი გადაადგილებით შესაძლოა სხვების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას შეუქმნათ საფრთხე. გარდა ამისა, ასეთ შემთხვევაში, შემოსავლის დიდი ნაწილის ჯარიმებში დახარჯვა მოგიწევთ.


გაიხსენეთ, ოდესმე დამჯდარხართ საჭესთან არაფხიზელ მდგომარეობაში?თუ ასეთ ფაქტებს საკმაოდ მარტივად ჩამოთვლით, შეგახსენებთ, რამდენად სახიფათოა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვა. ამ დროს რეფლექსები შესამჩნევად შენელებულია, მოდუნებულია თვალის კუნთები. უმნიშვნელო მანევრირების შემთხვევაშიც კი, ნასვამმა მძღოლმა შესაძლოა ვერ იქონიოს დროული რეაგირება და სავალალო შედეგი მიიღოთ. თუ საავარიო სიტუაციას გადარჩებით, მაგრამ ალკოტესტი „გამოგიჭერთ“ ფულადი ჯარიმა, ან მართვის მოწმობის, მთელი წლით, ჩამორთმევა მაინც არ აგცდებათ.


როგორ იქცევით როცა ავტომობილის მართვისას უცნაური ხმები გესმით?თუ იმ ხმებს, რომლებსაც თქვენი მანქანა გამოსცემს დიდი ხნის განმავლობაში აიგნორებთ, უნდა გითხრათ, რომ დიდად ყურადღებიანი მძღოლი ნამდვილად არ ხართ. ძალიან მნიშვნელოვანია, თითოეულ პრობლემაზე დროული და მყისიერი რეაგირება. თუ იმ მინიშნებებს, რომლებსაც თქვენი ავტომობილი გაძლევთ, თვეების განმავლობაში ყურადღებას არ მიაქცევთ, მცირე პრობლემა უფრო დიდ და შეიძლება მოუგვარებელ პრობლემად გადაიქცეს, რაც ალბათ დაგვეთანხმებით, რომ მეტ ხარჯებთანაა დაკავშირებული.


ამოწმებთ თუ არა ავტომობილის მდგომარეობას ქალაქიდან, შორ მანძილზე წასვლის წინ?კარგი მძღოლობის ერთ-ერთი მთავარი და უმნიშვნელოვანესი ინდიკატორი ყურადღებიანობა და წინდახედულობაა. გამგზავრების წინ, აუცილებლად მიიყვანეთ თქვენი ავტომობილი სახელოსნოში და საბურავების წნევიდან დაწყებული, ძრავის მდგომარეობით დამთავრებული ყველა დეტალი გულდასმით შეამოწმებინეთ.

 

(R)






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up