ონლაინ აქტივობებით რთულია გაყიდვების გააქტიურება - მეღვინეები ღვინის სააგენტოს ახალ სტრატეგიას აფასებენ

ონლაინ აქტივობებით რთულია გაყიდვების გააქტიურება - მეღვინეები ღვინის სააგენტოს ახალ სტრატეგიას აფასებენ

access_time2020-06-29 13:30:48

„ყველაზე მნიშვნელოვანი ღვინის პოპულარიზაციაში არის უშუალო დეგუსტაცია, შეთავაზება და გამოფენები, მაგრამ უნდა შევეგუოთ არსებულ რეალობას. ონლაინ მარკეტინგი ამ მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანია და იმედია გაამართლებს, რადგან ქართული ღვინო ახლა გამოწვევების წინაშე დგას“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ „თელავის ღვინის მარნის“ დამფუძნებელმა ზურაბ რამაზაშვილმა განუცხადა.

 

ქართული ღვინის ექსპორტის სტაბილური მატების დინამიკა 2020 წლის პირველ კვარტალში კლებით შეიცვალა, პანდემიამ ღვინის სექტორი მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დააყენა და ექსპორტი 10 პროცენტით შემცირდა, სრულად გაჩერდა შიდა გაყიდვები. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით,აქცენტი კეთდება სოციალურ ქსელებზე, ძირითადად ონლაინ მარკეტინგზე. ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარეობს მოლაპარაკებები Wine.com- თან, კომპანიასთან რომელიც ღვინის ონლაინ გამყიდველია. გერმანიაში კი vivino-თან მიმდინარეობს კომუნიკაცია,რათა ონლაინ სივრცეში მოხდეს ქართული ღვინის კატეგორიის შექმნა.

 

მეღვინეები ერთხმად აცხადებენ, რომ ღვინო კომუნიკაციაზე დაფუძნებული სექტორია, თუმცა, არსებული მოცემულობის დროს მარკეტინგი და ონლაინ აქტივობები მინიმალურია რაც შეიძლება ამ ეტაპზე გაკეთდეს.

 

„სასურველი იქნება, რომ ყველაზე კარგი  მარკეტინგული მესიჯი შევიმუშავოთ, რითაც ქართული ღვინო ამ ახალ პლატფორმებზე ღირსეულად წარსდგება. ქვეყნის  პოტენციალი როგორ გამოჩნდება, ამას კარგი დახვეწა სჭირდება, უნდა შეიქმნას იმიჯური პროდუქტი,  რომელსაც ექნება მომხმარებლის თვალში გარკვეული  ღირებულება. ღვინო უფრო კომუნიკაციაა და ასე ონლაინ აქტივობებით რთულია შედეგის მიღება, მაგრამ უნდა შევეგუოთ ახალ რეალობას,“ - განმარტავს ზურაბ რამაზაშვილი.



წინანდლის „შუმის“ ღვინის ქარხნის დირექტორმა აკაკი ცოფურიშვილმა „კომერსანტთან“ ასევე ხაზი გაუსვა უშუალო კომუნიკაციის მნიშვნელობას ღვინის ბაზრისთვის, თუმცა მისი აზრით, ონლაინ-ცნობადობის გაზრდა ღვინის რეალიზაციის პროცესს სამომავლოდ წაადგება.


„მივესალმები მსგავს ღონისძიებებს და იმედია ქართულ ღვინოს ახლა მეტი გაიცნობს. პანდემიის გამო გართულებულია სიტუაცია, თუმცა, მომავალში, როცა პრობლემები მოიხსნება, კარგი იქნება თუ ჩამოვიყვანთ უცხოელებს, აქტიურად გავმართავთ გამოფნებსა და დეგუსტაციებს, თმცა ახლა ამას ვერავის ვერ მოვთხოვთ, რადგან მსოფლიოში სიტუაცია შეიცვალა,“-აღნიშნა აკაკი ცოფურიშვილმა.  

 


ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ ქართული ღვინო,ისევე როგორც სხვა ქვეყნების ღვინო მსოფლიო მასშტაბით დიდი გამოწვევის წინაშე დგას. ამის ერთ-ერთი მიზეზი  არის ის, რომ სასტუმროების და რესტორნების დიდი ნაწილი დაიკეტა, ხოლო ნაწილი უამრავი შეზღუდვით აგრძელებს ოპერირებას. ლევან მეხუზლა აცხადებს, რომ 2020 წელს დაგეგმილი ყველა საერთაშორისო გამოფენა გაუქმებულია, თუმცა გაუქმებული გამოფენების ხარჯზე, სააგენტო ცდილობს არსებული რესურსი სწორედ ონლაინ-კამპანიებისკენ მიმართოს.

 

 მარიამ მორგოშია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up