ღვინო „ძველი თბილისის“ ბოთლი ისეთი ფერადოვანია, როგორც არასდროს

ღვინო „ძველი თბილისის“ ბოთლი ისეთი ფერადოვანია, როგორც არასდროს

access_time2019-05-15 11:20:58

ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია GWS, ერთ-ერთი პირველი და ცნობილი ღვინის მწარმოებელი კომპანია საქართველოში, რომელიც მუდმივად უმაღლესი ხარისხის პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს, წარმოგიდგენთ ღვინო „ძველი თბილისის“ განახლებულ ეტიკეტს, რომელიც უკვე 2019 წლის ივნისიდან იქნება ხელმისაწვდომი ბაზარზე. ახალი ეტიკეტი გამოხატავს კომპანიის მიდგომას, წარმოაჩინოს ძველი ქალაქის ჭეშმარიტი სული თანამედროვეობის ელემენტებთან ერთად.

კომპანიის ბრენდმენჯერი სალომე დოლიძე განმარტავს განახლებული შეფუთვის იდეას: „ახალი ეტიკეტი ხაზს უსვამს ბრენდის ძირითად ღირებულებებს და ეხმიანება უძველესი ქალაქის გასაოცარ არქიტექტურასა და დაფარულ საგანძურს. ჩვენს ეტიკეტებზე დატანილია ძველი თბილისის უბნის სიმბოლური ტრადიციული სახლები უძველესი ტრადიციის სამახსოვროდ, რომლის მიხედვითაც მაცხოვრებლები მღეროდნენ, ცეკვავდნენ, სვამდნენ და ზეიმობდნენ ქალაქის აივნებზე. ჩვენ გვსურს, რომ ჩვენმა ღვინოებმა წარმოაჩინოს ქართული მასპინძლობისა და დღესასწაულის სიხარულით სავსე ტრადიცია.“

ზუსტად იმიტომ, რომ „ძველი თბილისი“ არის იმ ქართული ღირებულებების სიმბოლო, როგორებიცაა მასპინძლობა, მეგობრობა და ერთგულება, ღვინით ყველაზე მეტად ისიამოვნებთ თქვენს ოჯახსა და მეგობრებთან ერთად ნებსმიერ სადღესასწაულო გარემოში. ღვინის მოყვარულებს შეუძლიათ შეარჩიონ მათთვის სასურველი ვარიანტი „ძველი თბილისის“ თეთრი და წითელი ღვინოების 7 სახეობას შორის: ალავერდი წითელი და თეთრი, ალაზანი წითელი და თეთრი, საფერავი და რქაწითელი - მწვანე. ღვინოების ეს ნაირსახეობა ახლა უკვე ჩამოისხმება ბოთლებში, რომლებსაც ექნება ფერადი და მრავალფეროვანი ეტიკეტები.





თბილისისთვის დამახასიათებელ ტრადიციულ აივნებსა და ტერასებზე ამგვარი ფერადი და ცოცხალი ელემენტების დამატება ეტიკეტს მეტ ხალისსა და მხიარულებას მატებს. განახლებული ეტიკეტი იქნება კონკურენტებისგან გამორჩეული, ასევე პიროვნულად უფრო ახლოს როგორც ქართველ, ისე უცხოელ ღვინის მოყვარულებთან. ეს მნიშვნელოვანია, რადგანაც ბრენდს აქტიურად გააქვს პროდუქცია ექსპორტზე საქართველოს საზღვრებსგარეთ და აწარმოებს ღვინოს, რომელიც ტურისტების რჩეული საჩუქარია შინ წასაღებად. დაელოდეთ ახალი ღვინის პრეზენტაციას, რაც ძალიან საინტერესო იქნება, როგორც ტურისტებისთვის, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

კიდევ ერთი, სასიამოვნო სიახლეა GWS- ში,  კომპანიის აღმასრულებელი დირექტორისა და მთავარი მეღვინის- ბნ ფილიპ ლესპის განმარტებით, დიდი ენთუზიაზმით ელის კომპანია ბიო ღვინოების ახალი ხაზის გამოშვებას, რომელიც დამზადდება კომპანიის კუთვნილი ვენახებიდან.

GWS-ის შესახებ

20 წელზე მეტია, GWS საქართველოში და მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი წამყვანი ბიზნესია. GWS აწარმოებს პრემიუმ ღვინის საშუალოდ 4 მილიონ ბოთლს, რომლებიც დამზადებულია ექსკლუზიურად მათი ვენახებიდან, მოსავლის 100% იკრიფება ხელით. GWS-მა გასულ წლებში დაახლოებით 160 ჯილდო და აღიარება მოიპოვა მნიშვნელოვან ეროვნულ და საერთაშორისო კონკურსებზე. GWS-ის ღვინოების უმაღლესი პროფილი არის მათი ვენახების ხარისხისა და გუნდის პროფესიონალიზმის დამსახურება.


(R)





PwC – 2018 წელს ტოპ-მენეჯერების მხრიდან სამსახურის დატოვების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

PwC – 2018 წელს ტოპ-მენეჯერების მხრიდან სამსახურის დატოვების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა
access_time2019-05-19 18:00:09
წამყვანი კომპანიების ტოპ-მენეჯერების მხრიდან სამსახურის დატოვების შემთხვევებმა 2018 წელს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ამის შესახებ აღნიშნულია PwC-ის კვლევაში -...

მერის რიგგარეშე არჩევნები 5 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს

მერის რიგგარეშე არჩევნები 5 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს
access_time2019-05-19 09:00:18
მერის რიგგარეშე არჩევნები ხუთ მუნიციპალიტეტში იმართება. დღეს მერებს აირჩევენ მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ზუგდიდსა და ხულოში. მერების არჩევა საარჩევნო ბარიერის პირობებში ხდება და გამარჯვებულად ის კანდიდატი ჩაითვლება, ვინც ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. მეორე ტურის დანიშვის შემთხვევაში კი, მისი გამართვის ბოლო ვადა 13 ივნისია. მარნეულში მერობის 15 კანდიდატია რეგისტრირებული: - “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” - ელენე გაბინაშვილი; “ევროპული საქართველო...

რა გვიჯდება სტრატეგიული სატრანსპორტო მდებარეობის გამოუყენებლობა?

რა გვიჯდება სტრატეგიული სატრანსპორტო მდებარეობის გამოუყენებლობა?
access_time2019-05-19 16:00:34
წლიურად გლობალური საერთაშორისო ვაჭრობა 18 ტრილიონ დოლარს აღწევს, ტურისტების რაოდენობა მილიარდ მოგზაურზე მეტია, რომლებიც ტრილიონ დოლარზე მეტს ხარჯავენ. ეს ყველაფერი შეუძლებელი...

კომერსანტის ექსკლუზივი : ცნობილი რუსი მილიარდერი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი მიხეილ პროხოროვი თბილისშია

კომერსანტის ექსკლუზივი : ცნობილი რუსი მილიარდერი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი მიხეილ პროხოროვი თბილისშია
access_time2019-05-18 19:30:24
„კომერსანტის“ ფოტოკამერამ დღეს, თბილისში, ფილარმონიის მეოთხე სართულზე განთავსებულ World class-ის სავარჯიშო დარბაზში ცნობილი რუსი მილიარდერი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი მიხეილ პროხოროვი დააფიქსირა, რომელიც პირად დაცვასთან ერთად...

საქართველოს ყოფილი პირველი ლედის ქონება - რა ქონებას ფლობენ მერობის და პარლამენტის წევრობის კანდიდატები

საქართველოს ყოფილი პირველი ლედის ქონება - რა ქონებას ფლობენ მერობის და პარლამენტის წევრობის კანდიდატები
access_time2019-05-19 10:00:22
დღეს ზუგდიდის, ხულოს, მარნეულის, ზესტაფონისა და ჭიათურის მერების რიგგარეშე, ხოლო თბილისში, მთაწმინდის ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები...


მსგავსი სიახლეები

up