ღვინისა და თხილის გარეშე საქართველოს აგროექსპორტი სომხეთის ნახევარი იქნებოდა

ღვინისა და თხილის გარეშე საქართველოს აგროექსპორტი სომხეთის ნახევარი იქნებოდა

access_time2021-02-20 12:00:26

ბოლო 5 წელიწადში აზერბაიჯანში ბოსტნეულის წარმოება 35%-ით 1.716 მლნ ტონამდე გაიზარდა, სომხეთში 44%-ით 547 ათას ტონამდე შემცირდა, საქართველოში კი 6%-იანი ზრდის შემდეგ 161 ათას ტონას მიაღწია. ინფორმაციას FAO-ზე დაყრდნობით ახალგაზრდა ფერმერთა ასოციაცია ავრცელებს.


2018 წელს საქართველომ ექსპორტზე $760 მლნ-ის ღირებულების აგროპროდუქცია გაიტანა, სომხეთმა - $650 მლნ-ის. მიწის ფართობის პროპორციის მიხედვით საქართველოსი ნაკლები გამოდის, მაგრამ არა 3.4-ჯერ. აზერბაიჯანის აგროექსპორტი 2012-2016 წლებში 700-დან 500 მლნ-მდე შემცირდა, 2018 წელს ისევ გადასცდა $600 მლნ-ს. სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან აზერბაიჯანის ჯამური ექსპორტი ყველაზე მაღალია და საქართველოს მაჩვენებელს თითქმის 5-ჯერ აღემატება, მაგრამ მისი 75%-ზე მეტი ნავთობზე და გაზზე მოდის.


აგროექსპორტში საქართველო უპირატესობას მევენახეობის მიმართულებით ინარჩუნებს. 2018 წელს $197 მლნ-ის ღვინო და $129 მლნ-ის სპირტიანი სასმელები გაიყიდა. ჯამური აგროექსპორტის 43%-ზე მეტი. თუ მას $70 მლნ-ის თხილსაც დავუმატებთ უკვე 50%-ს სცდება. მათ გარეშე მეზობელ სახელმწიფოებთან ჩამორჩენა უფრო მეტი იქნებოდა. ბოლო წლებში ძირითადად სწორედ ამ პროდუქტების წარმოება იზრდებოდა. ფაროსანას გამო 2017-2019 წლებში თხილის ექსპორტი მართალია თითქმის 3-ჯერ შემცირდა, მაგრამ 2020 წელს 42%-ით გაიზარდა. ექსპორტის საერთო 13%-იანი კლების ფონზე ღვის რეალიზაცია მხოლოდ 5.9%-ით შემცირდა, სპირტიანი სასმელების კი 4%-ით გაიზარდა.



აზერბაიჯანში ბოსტნეულთან ერთად აგრეთვე განვითარებულია მეცხოველეობა. თუ 2018 წელს საქართველომ სულ 73 ათასი ტონა ხორცი აწარმოა, აზერბაიჯანმა 3.6-ჯერ მეტი 265 ათასი ტონა. თითქმის იმდენივე იყო სხვაობა რძის წარმოებაშიც 562 მლნ ლიტრი, საქართველოში და 2 მლრდ ლიტრი აზერბაიჯანში. 2.5-ჯერ მეტია კვერცხის წარმოებაც. მარცვლეული კულტურიდან ხორბლის თითქმის 7-ჯერ მეტი.


სოფლის მეურნეობის მთლიანი გამოშვება აზერბაიჯანში უფრო მეტია ვიდრე საქართველოში, მაგრამ ეს ექსპორტზე ნაკლებად აისახება, თუმცა იმპორტის საჭიროებას ამცირებს. საქართველოში კი ბოსტნეულზე და კვების სხვა პროდუქტებზეც იმპორტდამოკიდებულება კვლავ მაღალია.


საქართველოსა და აზერბაიჯანში სოფლის მეურნეობის წილი მთელს ეკონომიკაში 5%-ს, სომხეთში კი 10%-საც აღემატება. დასაქმებულთა რაოდენობა კი სამუშაო ძალის 30-35 პროცენტს აჭარბებს, რაც არაჯანსაღ გარემოს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. პირობითად თუ 100 ადამიანი 1 მლნ დოლარის პროდუქტს ქმნის, საქართველოს შემთვევაში 65 ათასი დოლარის პროდუქციის შექმნაზე 41 ადამიანი მუშაობს, ანუ თუ 1 ადამიანის საშუალო პროდუქტიულობა $10 000-ს შეადგენს, აგროსექტორში ის $1600-ზე ნაკლებია. რიცხვები მცირედით განსხვავდება, მაგრამ ტენდენცია იგივეა სომხეთსა და აზერბაიჯანში.


საქართველოში ფერმერად ითვლება ადამიანის ვისაც 1.15 ჰა მიწის ფართობი გააჩნია, სომხეთში ზღვარი 1.5 ჰა-ა. აზერბაიჯანში 5 ჰა. რეალურად სამივე ცოტაა, ძირითადად მესაკუთრის ოჯახის სარჩენ საშუალებას წარმოადგენს და არა ბიზნესს, ხშირ შემთხვევაში მიღებული თანხა არასაკმარისიცაა. 1.15 ჰა მიწაზე შესაძლოა მოვიდეს 15 ტონა რქაწითელი. სუბსიდირების გათვალისწინებითაც კი შემოსავალი 10-12 ათას ლარს არ აღემატება. ხარჯების გამოკლების შემდეგ საუკეთესო შემთხვევაში მოგება 7-8 ათასი ლარია, ანუ თვეში 600-700 ლარზე ნაკლები. 5 ჰექტარის შემთხვევაში მართალია წლიური შემოსავალი 43-52 ათას ლარამდე იზრდება, მოგება შესაბამისად 30-35 ათას ლარამდე, მაგრამ მოსავლიანობის გაზრდისთვის საჭირო ინვესტიციების განსახორციელებლად ეს თანხაც არასაკმარისია.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up