ღვინის სექტორს რთული წელი ელოდება - პრობლემაზე მსჯელობა სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან უკვე დაიწყო

ღვინის სექტორს რთული წელი ელოდება - პრობლემაზე მსჯელობა სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან უკვე დაიწყო

access_time2020-05-05 11:30:06

„საექსპორტო ბაზრებზე გაყიდვები ​მცირედით შემცირდა, ხოლო საქართველოს ბაზარზე მნიშვნელამდე“, ამის შესახებ კომერსანტს „თელავის ღვინის მარნის“ დამფუძნებელმა ზურაბ რამაზაშვილმა განუცხდა. მისი თქმით, გაყიდვები ახლა ინერციით მიმდინარეობს. თუმცა, ბიზნესმენი მეორე კვარტალის შედეგების მოლოდინშია. იგი ამბობს, რომ სწორედ მეორე კვარტალი იქნება ინდიკატორი იმის, თუ როგორი გაყიდვებით დასრულდება 2020 წელი.

 

„საქართველოში სარესტორნო და სასტუმრო ბიზნესი ჩავარდა, შესაბამისად, ტურისტული ნაკადი შემცირდა, რასაკვირველია ღვინის მოხმარებამაც იკლო. ზოგადად, მსოფლიოში გაყიდვის ძალიან დიდი კლება არ არის. რეალურ შედეგებს ჩვენ წლის მეორე ნახევარში დავინახავთ. პირველ კვარტალში გაყიდვები ჯერ კიდევ ინერციით მიდის, შეკვეთები წინასწარ იყო გამზადებული, უმეტეს შეთხვევაში თანხა წინასწარ იყო გადახდილი და ჩვენ ვალდებულები ვიყავით ღვინო გადაგვეტვირთა, შედეგები კი ახლა გამოჩნდება, საინტერესო იქნება როგორ განვითარდება მოვლენები და რას მოგვიტანს მეორე კვარტალი“ - განმარტავს ზურაბ რამაზაშვილი.

 

ზურაბ რამაზაშვილი ამბობს, რომ ამ დროის განმავლობაში კომპანიას მუშაობა არ გაუჩერებია, მისი თქმით, „თელავის ღვინის მარანი“ ყველა იმ წესს იცავს, რომელიც სახელმწიფომ დაადგინა. „კომერსანტთან“ ბიზნესმენი იმ პრობლემებზე საუბრობს რომელის წინაშეც ღვინის სექტორი შეიძლება დადგეს. „თელავის ღვინის მარნის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ თუ ვერ მოხდა სათანადო რაოდენობის ღვინის რეალიზება, ვერ დაიცლება ის ჭურჭელი, რომელმაც ახალი მოსავალი უნდა მიიღოს, შესაბამისად კომპანიებს შეიძლება ტექნიკური პრობლემაც შეექმნათ.



მისივე განმარტებით, რთველის მოცულობის გადაწყვეტილების მიღება, მეორე კვარტლის შედეგების გათვალისწინებით მოხდება. ზურაბ რამაზაშვილი მიიჩნევს, რომ სექტორს საკმაოდ რთული წელი ელოდება.ბიზნესმენი გვიყვება, რომ არსებულ პრობლემაზე მსჯელობა ღვინის სექტორთან სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან უკვე დაიწყო. ზურაბ რამაზაშვილი გვეუბნება, რომ სახელმწიფო მუშაობს ახალი მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებაზე. მისივე თქმით, პროცესში ჩართულია როგორც ღვინის კომპანიები ასევე ღვინის ასოციაციები.

 

„საქართველოს მთავრობა აქამდე ძალიან ადექვატურად მუშაობდა, სწორ გადაწყვეტილებებს იღებს და ამის დასტური არის ის შედეგი, რომელიც დღეს ქვეყანას აქვს. რაც შეეხება ღვინის სექტორთან დამოკიდებულებას, უკვე დაიწყო ონლაინ შეხვედრები სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან, სადაც ჩვენ ვახმოვანებთ ყველა იმ პრობლემას, რომელიც არსებობს ან რომელიც შესაძლოა დადგეს. სახელმწიფო დაგვპირდა, რომ საკითხებზე იმუშავებს და გადაწყვეტილებებს მოგვაწვდის. შესაბამისად, დიდი იმედი მაქვს, რომ ადექვატური გადაწყვეტილებების მთელი ჯაჭვი იქნება მიღებული, რათა მაქსიმალურად ეფექტურად ჩავატაროთ ყველა ის პროცესი, რაც დაკავშირებულია მოსავლის აღებასთან და გადამუშავებასთან. ამავე დროს მუშავდება ახალი მიდგომები ღვინის მარკეტინგთან დაკავშირებით რადგან, პანდემიამ ხელი შეუშალა საერთაშორისო შეხვედრების, დეგუსტაციების და გამოფენების ჩატარებას. რამდენიმე დღის წინ ჩატარებული შეხვედრა იყო მოთელვითი, მსგავს ფორმატში თანამშრომლობა კიდევ გაგრძელდება ვიმსჯელებთ არსებულ პრობლემებზე და რაღაც პერიოდის შემდეგ სახელმწიფოს მხრიდან გაჟღერდება ის გზები და მეთოდები რომელითაც მთავრობას შეუძლია დაეხმაროს ბიზნეს“, - განაცხადა ზურაბ რამაზაშვილმა.


ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up