ღვინის საერთაშორისო კონკურსი - 8th International Wine Award 2016 გაიმართა

ღვინის საერთაშორისო კონკურსი - 8th International Wine Award 2016 გაიმართა

access_time2016-06-06 12:25:20

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა WineExpo Georgia 2016-ის ფარგლებში, 3-4 ივნისს ღვინის მე-8 საერთაშორისო კონკურსი - 8th International Wine Award - გაიმართა. კონკურსზე ღვინის ნიმუშები წარდგენილი ჰქონდათ როგორც მსხვილ კომპანიებს, ისე მცირე და საოჯახო მარნებს, ჯამში 40 კომპანიის 153 სხვადასხვა დასახელების ღვინო.
კონკურსში წარმოდგენილი ღვინოები ენოლოგებით, საერთაშორისო ექსპერტებით და სპეციალისტებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეაფასა. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ: ჟიურის თავმჯდომარე, ღვინის მაგისტრი - ტიმ ატკინი (Mr. Tim Atkin MW - ბრიტანეთი), ღვინის მაგისტრი- კენიჩი ოჰაში (Kenichi Ohashi MW - იაპონია), ღვინის მაგისტრი - რიჩარდ კერშაუ (Richard Kershaw MW – სამხრეთ აფრიკა), ისა ბალი (Isa Bal MS, ოსტატი სომელიე – თურქეთი), ენოლოგი - მიხეილ მესხი (ენოლოგი, საქართველო) და ღვინის ექსპერტი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი (საქართველო). 
,,მე უკვე მეორედ მაქვს პატივი ამ მნიშვნელოვანი კონკურსის ჟიურის წევრი ვიყო. წელს, როგორც ჟიურის თავმჯდომარემ მინდა აღვნიშნო, რომ მისასალმებელია კონკურსში მონაწილეთა რაოდენობის ზრდა. გამოწვევა ძალიან დიდი იყო, დაახლოებით 150-ზე მეტი ძალიან კარგი ღვინო დავაგემოვნეთ, ამიტომ საუკეთესოების გამოვლენა ნამდვილად რთული აღმოჩნდა. შესაბამისად, ყველამ, ვინც იმსახურებდა გამარჯვებას ჯილდო მიიღო. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო კომპლექსური ქვეყანაა, საოცარი ნაზავია, ყველაფერი რაც კარგია საქართველოში ერთადაა თავმოყრილი. ასე, რომ მთელი ცხოვრება არ გვეყოფა ბოლომდე ვისწავლოთ ქართული ღვინო, მისი შესაძლებლობა და პოტენციალი. ქართული ღვინო უსაზღვრო და ამოუწურავია. კონკურსის ჟიური საინტერესოდ იყო დაკომლექტებული - 4 უცხოელი და 2 ქართველი ექსპერტი. ქართველი კოლეგები შეფასების პარალელურად გვაცნობდნენ ქართული ღვინის კულტურას, ისტორიას. შესაბამისად, კონკურსის პროცესი ჩვენთვის სასიამოვნო და საგანმანათლებლო იყო“, - განაცხადა ტიმ ატკინმა.
4 ივნისს, საზეიმო ღონისძიებაზე სოფლის მეურნეობის მიისტრმა ოთარ დანელიამ და ჟიურის წევრებმა სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებული ღვინოები დააჯილდოვეს. კონკურსში ფარგლებში ჯილდო 114 დასახელების ღვინომ მიიღო. აქედან: ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა 62 სახეობის ღვინომ, ვერცხლის - 27, ოქროს მედალი - 16 სახეობის ღვინომ, სპეციალური - პრიზი ე.წ ,,ტროფი“ (TROPHY) – 8 სახეობის ღვინოს გადაეცა. წლის საუკეთესო ღვინოდ კომპანიის ,,საწნახელი“ წარმოებული ღვინო ,,ქვევრის საფერავი რჩეული“ დასახელდა.
,,მეღვინეობა ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა. შესაბამისად, ჩვენ ვიქნებით ყველა იმ ღონისძიების მხარდამჭერი, რაც მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებას შეუწყობს ხელს. მსგავსი ღონისძიება მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის. წელს, კონკურსში 100-ზე მეტი გამარჯვებული ღვინო გამოვლინდა, რაც ნამდვილად შთამბეჭდავი და მისასალმებელია. კონკურსის ჟიურის წევრები არიან მსოფლიოში აღიარებული ღვინის ექსპერტები, სპეციალისტები და ღვინის ჟურნალისტები, რომელთა მოსაზრება და შეფასება მართლაც მნიშვნელოვანია. სწორედ მათ მიერ ქართული ღვინის აღიარება ხელს შეუწყობს მის პოპულარიაზციას საერთაშორისო ბაზარზე და კიდევ ერთხელ იქნება გზავნილი მსოფლიოსთვის, რომ საქართველო ღვინის აკვანია“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.
,,ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა – WinExpo Georgia“ საგამოფენო ცენტრის „ექსპო ჯორჯია“ ორგანიზებით და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მხარდაჭერით უკვე მე-9 წელია ყოველწლიურად იმართება.
გამოფენაზე ტრადიციულად წარმოდგენილია როგორც ღვინო და ალკოჰოლური სასმელები, ასევე ღვინის საწარმო მანქანა–დანადგარები, აქსესუარები, გადამამუშავებელი ხაზები, შესაფუთი მასალა, მინის ტარისა და საცობის მწარმოებელი და დისტრიბუტორი კომპანიები. გამოფენის ფარგლებში მცირე და ოჯახური მარნებისა და ქვევრის ღვინის მწარმოებლების სპეციალური კუთხეც ეწყობა.



დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი
access_time2022-01-24 21:00:04
დღის TOP10 საინტერესო ამბავი:     1. ბენზინი დაახლოებით 5 თეთრით გაძვირდება საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე საწვავის გაძვირებას ელიან. დაახლოებით 10 დღეში ფასები დაკორექტირდება და ბენზინი  დაახლოებით 5 თეთრით გაძვირდება.     2....

The Economist: მთავრობები ბიზნესის დამორჩილებას ცდილობენ

The Economist: მთავრობები ბიზნესის დამორჩილებას ცდილობენ
access_time2022-01-24 20:00:57
სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის ურთიერთობები იცვლება. 1945 წლის შემდეგ ბევრი ქვეყანა დაქსაქსული საზოგადოების გაერთიანებას სახელმწიფოს კუთვნილი ან მის მიერ მართული კომპანიების მეშვეობით ცდილობდა.  1980-ანი წლებისთვის მთავრობებმა უკან დაიხიეს და არბიტრის როლი მოირგეს, ხოლო მსოფლიო ბაზარზე ერთმანეთს კერძო კომპანიები ეჯიბრებოდნენ.   დღეს ჩვენ საწინააღმდეგო პროცესს ვხედავთ - სახელმწიფო კერძო ბიზნესის საქმეებში სულ უფრო აქტიურად ერევა, პირველ...

24 იანვარი - ლარის კურსი დოლართან, ევროსთან და რუბლთან მიმართებით გამყარდა

24 იანვარი - ლარის კურსი დოლართან, ევროსთან და რუბლთან მიმართებით გამყარდა
access_time2022-01-24 18:00:29
24 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.31 თეთრით 3.0763- მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0712 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 1 თეთრით 3.4808-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 2.76 თეთრით 4.1515-მდე, 100 რუსულ რუბლთან 11.10 თეთრით 3.9149-მდე, თურქულ ლირასთან 0.10 თეთრით 0.2287-მდე გამყარდა. 1000 სომხურ დრამთან კი 0.22 თეთრით 6.3916-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.33 თეთრით 1.8134-მდე...

ვირტუალური დავოსი 2022 წელს ინფლაციის შენელებას პროგნოზირებს

ვირტუალური დავოსი 2022 წელს ინფლაციის შენელებას პროგნოზირებს
access_time2022-01-24 19:00:35
ამ დღეებში ონლაინ-რეჟიმში ჩატარდა ტრადიციული დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, რომლის მთავარი თემები ინფლაცია და ფასების ზრდა იყო.   დისკუსია ფორუმზე საკმაოდ წარმომადგენლობითი აღმოჩნდა - მასში, სხვებთან ერთად, მონაწილეობა საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორმა კრისტალინა გეოგრიევამ, ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმა და აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა...

2022 წელს ეკონომიკა 5.5%-ზე მეტად გაიზრდება - „თიბისი კაპიტალი“

2022 წელს ეკონომიკა 5.5%-ზე მეტად გაიზრდება - „თიბისი კაპიტალი“
access_time2022-01-24 17:00:17
2022 წელს საქართველოში სავარაუდოდ 5.5%-ზე მაღალი ეკონომიკური ზრდა იქნება, ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტის ყოველკვირეულ განახლებაშია აღნიშნული.  "საქართველოში, ინფიცირებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლები კვლავ პრობლემურია, თუმცა, იანვრის წინასწარი მაჩვენებლების მიხედვით, ტურიზმის აღდგენის დინამიკა მნიშვნელოვნად დაჩქარდა. ეს გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ 2022 წელს, ძირითადად უკვე სწორედ ტურიზმის აღდგენაზე დამოკიდებული ეკონომიკის ზრდა ჩვენს...


მსგავსი სიახლეები

up