ღვინის ქარხანა N1-სა და სავანე-ს შორის 5-წლიან სასამართლო დავა  გრძელდება - ადვოკატი “გავლენიან ჯგუფებზე“ საუბრობს

ღვინის ქარხანა N1-სა და სავანე-ს შორის 5-წლიან სასამართლო დავა გრძელდება - ადვოკატი “გავლენიან ჯგუფებზე“ საუბრობს

access_time2019-10-09 15:00:06



ღვინის ქარხანა N1-ის გარშემო დავა ისევ გრძელდება, სასამართლო სხდომა 10 ოქტომბერს არის ჩანიშნული, თუმცა ღვინის ქარხანა #1-ის ადვოკატმა არჩილ თაბაგარმა ჟურნალისტებს და საზოგადოებას ახალი მტკიცებულებები წარუდგინა. დეტალებზე არჩილ თაბაგარმა რადიო კომერსანტზე ისაუბრა.


- ამ დავის გარშემო ბევრი დაიწერა მედიაში, დავა 5 წელია გრძელდება, რა ახალ მტკიცებულებებზეა საუბარი ?


„დავა დაიწყო 2014 წლის დეკემბერში. მოდავე მხარე არის ღვინის ქარხანა სავანე, რომელიც აცხადებს რომ 2004 წელს ობიექტზე საკუთრების უფლება დაკარგა დანაშაულებრივი ქმედების გამო. კერძოდ, მას წარმოდგენილი აქვს სისხლის სამართლის განაჩენი (2008 წლის), სადაც სასამართლომ მიიჩნია, რომ გიორგი მგალობლიშვილმა სავანესგან დანაშაულებრივი გზით მიითვისა ეს ქონება. ქონების ამჟამინდელ მესაკუთრეებს არანაირი კავშირი არ აქვთ 15 წლის წინანდელ მოვლენებთან. 2019 წლის 17 სექტემბერს გაზეთ ქრონიკა +- ში გამოქვეყნდა მასალები. აღმოჩნდა, რომ 2013 წელს გიორგი მგალობლიშვილი გათავისუფლდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან, რისი საფუძველიც შექმნა სავანემ, მათ განაცხადეს, რომ გიორგი მგალობლიშვილს ქონება არ მიუთვისებია და 7 წლიანი სასჯელისგან გაათავისუფლეს დანაშაულში მხილებული პირი. გამოდის, რომ ვერსია, რომელიც მათ სარჩელში განავითარეს, აღმოჩნდა სიცრუე. 




ამ ტყუილში ვამხილე ჩვენი მოდავე მხარე და მასალებს წარვადგენ სასამართლოში. ასევე, დღეს წარვადგინე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორების მიერ მომზადებული დამოუკიდებელი სამართლებრივი დასკვნა ,80 გვერდიანი აკადემიური ნაშრომი, რომელშიც მთლიანად გაანალიზებულია მოცემული საქმე. ჩვენ ობიექტი 2013-2014 წლებში შევიძინეთ და არ შეიძლება პასუხი ვაგოთ წლების წინ მომხდარ დანაშაულზე, რომელიც დადასტურდა, რომ არ მომხდარა. სამართალში ასეთი პრინციპია, პასუხს აგებს პიროვნებს მის მიერ ჩადენილ ქმედებაზე, არ შეიძლება,რომ თქვენ სხვის მიერ ჩადენილი ქმედება შეგერაცხოთ. ჩვენ ამ ხნის განმავლობაში ვაცხადებთ,რომ ქონების კეთილსინდისიერი შემძენები ვართ და არანაირი შემხებლობა წლების წინ მომხდარ მოვლენებთან არ გაგვაჩნია. 2013-2014 წლებში ობიექტის გამოსყიდვა მოხდა სრულიად გამჭირვალედ. ტრანზაქციები იყო ღია და საბანკო ზედამხედველობის ქვეშ. საქმე თავისი არსით იმდენად პრეცედენტული იყო, რომ ჩვენ დაგვრჩა შთაბეჭდილება, ადგილი ჰქონდა სასამართლოს გამოყენებით კერძო საკუთრების წართმევას.



მე დიდი იმედი მაქვს, რომ საქმე ჩვენი წარმატებით დასრულდება, იმიტომ რომ სიმართლე ჩვენ მხარესაა. იმედი მაქვს,რომ სასამართლო ვერ გაანიველირებს კეთილსინდისიერი შემძენის ინსტიტუტს. ეს თუ ასე მოხდა, საჯარო რეესტრი დაკარგავს მის პრაქტიკულ ღირებულებას, რაც გამოიწვევს ქვეყანაში კერძო საკუთრებისა და ბიზნესის ჩამოშლას.



ვინმეს კონკრეტულ ინტერესებს თუ ხედავთ ამ პროცესის უკან, მითუმეტეს თუ ახალი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ დაზარალებული რომელიც გედავებათ, არც არის დაზარალებული, ვისი ინტერესი შეიძლება იყოს?



ეს ჯგუფი არის გიორგი მგალობლიშვილი და მასთან დაკავშირებული ბიზნესმენების ჯგუფი. ამის შესახებ არაერთხელ გაჟღერდა პრესით და დამოუკიდებელი ჟურნალისტური გამოძიებების ფარგლებში. გიორგი მგალობლიშვილის ადვოტაკი, საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, არჩილ კბილაშვილი გახლავთ, რომელმაც, მას შემდეგ, რაც თავი დაანება პროკურატურაში მოღვაწეობას, გახდა ამ ჯგუფის ადვოკატი და ისევ აგრძელებს მათი ინტერესების გატარებას. ჩემი ვარაუდით, ამ საქმის უკან მდგომი პიროვნებები საკმაოდ გავლენიანი ჯგუფის წარმომადგენლები არიან. მათ, როგორც კი დაინახეს რომ უზენაეს სასამართლოში შეიძლებოდა დასრულებულიყო საქმე, აამოქმედეს თავიანთი გავლენები და იმდენი მაინც შეძლეს, რომ საქმე ხელახლა დააბრუნეს და შეუნარჩუნეს მას სადავოობის სტატუსი. ამით პრაქტიკულად დააზიანეს ისედაც დაზიანებული სასამართლო სისტემა, რომელიც ნაცვლად იმისა, რომ შეკითხვებს არ ტოვებდეს, ყველა გადაწყვეტილებით საზოგადოებაში უნდობლობას აჩენს.


ნათია კეკენაძე








„ვალები სტრესს იწვევს“ - ამსტერდამის მთავრობა ახალგაზრდების სესხებს შეისყიდის

„ვალები სტრესს იწვევს“ - ამსტერდამის მთავრობა ახალგაზრდების სესხებს შეისყიდის
access_time2020-01-19 11:00:31
ამსტერდამის მთავრობამ გადაწყვიტა, ახალგაზრდების ვალები შეისყიდოს და ისინი სესხებისგან გაათავისუფლოს.   როგორც Guardian -ი წერს, ნიდერლანდელი ახალაგზრდები სულ უფროდაუფრო მეტ სესხს იღებენ და ეს ევროპაში ერთგვარი ტრენდი გახდა, მათ შორის დიდ ბრიტანეთში. მიზეზი ხშირ შემთხვევაში, ძვირადღირებულები საგანმანათლებლო კურსების დამთავრებაა.   პროექტის თანახმად, მუნიციპალური საკრედიტო ბანკი კრედიტორებთან ვალების შესყიდვაზე მოლაპარაკებებს...

ლევან კობერიძე - ჯანდაცვის სფეროში 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი პრობლემებია

ლევან კობერიძე - ჯანდაცვის სფეროში 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი პრობლემებია
access_time2020-01-18 21:00:59
მინდა გითხრათ, რომ ჯანდაცვის სფეროში 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი პრობლემებია, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.   მისი განმარტებით, სამედიცინო სერვისები მოქალაქეებს შეფერხებით მიეწოდება, 520-ე დადგენილება კი არც რეფორმა არ არის და არც ფასწარმოქმნა.   „დადგენილების ამოქმედებიდან 2 თვეზე მეტი გავიდა და მთავრობის წევრებთან მხოლოდ რამდენიმე პიარ შეხვედრა ჩატარდა, მე ასე...

ვის ეკუთვნის და რა შემოსავალზე მუშაობს „ისთ ფოინთი“ - როგორი იყო კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები 2018 წელს

ვის ეკუთვნის და რა შემოსავალზე მუშაობს „ისთ ფოინთი“  - როგორი იყო კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები 2018 წელს
access_time2020-01-19 16:00:49
სავაჭრო ცენტრმა „ისთ ფოინთმა“, რომელიც 2015 წლის სექტემბერში გაიხსნა, 2018 წელი ზარალით დაასრულა. ამის შესახებ კომპანიის 2018 წლის ინდივიდუალური ანგარიშიდან...

„მომდევნო კვირიდან თბილისში 18 მეტრიანი ავტობუსი დაიწყებს მოძრაობას“

„მომდევნო კვირიდან თბილისში 18 მეტრიანი ავტობუსი დაიწყებს  მოძრაობას“
access_time2020-01-18 17:00:42
„მომდევნო კვირიდან თბილისში 18 მეტრიანი ავტობუსი დაიწყებს მოძრაობას სატესტო რეჟიმში“ - ამის შესახებ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ვიქტორ წილოსანი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე...

როგორ დაასრულა ოლიგარქმა, რომელიც მოლდოვას არაფორმალურად მართავდა

როგორ დაასრულა ოლიგარქმა, რომელიც მოლდოვას არაფორმალურად მართავდა
access_time2020-01-19 13:00:51
"ჩრდილოვანი მმართველი" - ასე მოიხსენიებდნენ საერთაშორისო მედიასა, თუ პირად საუბრებში ვლადიმირ პლახოტნიუკს, რომელიც მოლდოვას 9 წლის განმავლობაში არაფორმალურად მართავდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მაღალი თანამდებობა, რომელიც პლახოტნიუკს ქვეყანაში ეკავა, პარლამენტის ვიცესპიკერის პოსტი იყო, ის აკონტროლებდა ქვეყნის ყველა ოფიციალურ უწყებასა და ინსტიტუტს, ასევე მედიის უდიდეს ნაწილს. პლახოტნიუკი იყენებდა თავის გავლენას სასამართლო სისტემასა და ქვეყნის სხვა ინსტიტუტებზე, რათა...


მსგავსი სიახლეები

up