ჩინეთიდან და ჰონგ-კონგიდან ღვინის პროფესიონალები ქართულ ღვინოს ეცნობიან

ჩინეთიდან და ჰონგ-კონგიდან ღვინის პროფესიონალები ქართულ ღვინოს ეცნობიან

access_time2019-06-17 11:40:33

ღვინის პროფესიონალები ჩინეთიდან და ჰონგ-კონგიდან, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია „Meiburg Wine Media''-ს დირექტორის, ღვინის მაგისტრ დებრა მეიბურგის ხელმძღვანელობით, საქართველოს სტუმრობენ. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 



ღვინის ტურის ფარგლებში სომელიეებისა და იმპორტიორებისგან შემდგარი 18-კაციანი ჯგუფის წევრებმა ღვინის საწარმოები ქართლსა და კახეთში მოინახულეს. თბილისში ასევე გაიმართა სხვადასხვა კომპანიის ღვინის დეგუსტაცია, სადაც სტუმრებმა 54 ღვინის კომპანიის სხვადასხვა სახეობის ღვინოები დააგემოვნეს, რითაც ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს საშუალება მიეცათ, ჩინეთისა და ჰონგ-კონგის ბაზრის სპეციფიკის გათვალისწინებით, პროფესიონალებისგან რჩევები და რეკომენდაციები მიეღოთ.



აღსანიშნავია, რომ ჰონგ-კონგის ჯგუფის წევრები, მათი მომხმარებლების ინტერესებიდან გამომდინარე, ძირითადად ორიენტირებული არიან პრემიალური ხარისხის და მაღალი საფასო კატეგორიის ღვინოებზე.



ჩინეთი ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზარია და ექსპორტიორი ქვეყნების სიაში მესამე ადგილს იკავებს. მიმდინარე წლის 5 თვის მონაცემებით, საქართველოდან ჩინეთში 3 მლნ-მდე ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, რაც 27%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.







ლილო მოლმა სამუშაო დღე სრული დატვირთვით განაახლა

ლილო მოლმა სამუშაო დღე სრული დატვირთვით განაახლა
access_time2020-06-01 16:30:25
„1 ივნისიდან  „ლილო  მოლი“ გაიხსნა და დილის 7 საათიდან სავაჭრო ობიექტი სრული დატვირთვით მუშაობს“,- ამის შესახებ „კომერსანტს“ ლილო მოლის გენერალური დირექტორი გიორგი კავარაცხელია ესაუბრა. გიორგი კვარაცხელიას ინფორმაციით, „ლილო...

დღეს გახსნილ „თბილისი მოლს“ ბევრი მომხმარებელი სტუმრობს

დღეს გახსნილ  „თბილისი მოლს“ ბევრი  მომხმარებელი სტუმრობს
access_time2020-06-01 14:30:10
„დღეიდან „თბილისი მოლი“ გაიხსნა და დილის 10 საათიდან მომხმარებლების ძალიან დიდი ნაკადი შეინიშნება, ჩვენს მოლოდინებსაც კი გადააჭარბა“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ „თბილისი მოლის“ კომერციული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნატა გოგოლაძემ განუცხადა. ნატა გოგოლაძის ინფორმაციით, „თბილისი მოლმა“ მუშაობა სრული დატვირთვით განაახლა და არც ერთი მაღაზია არ დახურულა. „ყველაფერი ძალიან მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, მაქსიმალურად ვიცავთ...

ველოდებით რეკომენდაციებს - ბევჯერ მივმართეთ ხელისუფლებას, თუმცა არ ისმის არაფერი

ველოდებით რეკომენდაციებს - ბევჯერ მივმართეთ ხელისუფლებას, თუმცა არ ისმის არაფერი
access_time2020-06-01 15:30:30
„ფიტნეს დარბაზების რეგულაციებთან დაკავშირებით არის ყველაზე ნაკლები ინფორმაცია“, - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ სნეპ ფიტნესის-ის დირექტორმა სოფო სოლოღაშვილმა განაცხადა. “ჩვენ მივმართეთ მთავრობას, რომ წინასწარ მაინც მოგვცენ რეკომენდაციები რათა მოვემზადოთ. უცხოეთის მაგალითზე, შეიძლება ვისაუბროთ, დაახლოებით რა წესების დაცვა შეიძლება იყოს საჭირო. მაგალითად, ამერიკაში ზოგ შტატში უკვე გაიხსნა ფიტნეს-ცენტრები და ზოგან...

არეულობა აშშ-ში – თეთრ სახლთან აქციის გამო ტრამპი ბუნკერში გადაიყვანეს

არეულობა აშშ-ში – თეთრ სახლთან აქციის გამო ტრამპი ბუნკერში გადაიყვანეს
access_time2020-06-01 12:40:52
უკვე რამდენიმე დღეა, აშშ-ის არაერთ ქალაქში საპროტესტო აქციები არეულობის ფონზე მიმდინარეობს – არბევენ და წვავენ მაღაზიებს, პოლიციის მანქანებსა და შენობებს. დემონსტრანტები აპროტესტებენ მინესოტის შტატის დედაქალაქ მინეაპოლისში პოლიციის მიერ უაიარაღო აფროამერიკელის, ჯორჯ ფლოიდისადმი ძალადობრივ მოპყრობას, რომელსაც შესაძლოა მისი სიკვდილი გამოეწვია და უფრო ფართო პრობლემას — პოლიციის მიერ აფროამერიკელებისადმი სასტიკ მოპყრობას. პოლიციის ერთ-ერთმა ოფიცერმა — დერეკ ჩაუვინმა...

Bloomberg-ის სისტემაში ლარმა მკვეთრი გამყარება დაიწყო

Bloomberg-ის სისტემაში ლარმა მკვეთრი გამყარება დაიწყო
access_time2020-06-01 11:55:07
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.1531-ით დაიწყო, 12:00 საათისთვის 1 დოლარი 3.1045-ის ნიშნულზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 29 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1761 ლარი შეადგინა. შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.1180 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.0820 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 3.1450 ლარადაა...


მსგავსი სიახლეები

up