„ღვინის მუზეუმის“ მშენებლობას თბილისის მერია აფერხებს - პროექტის ხელმძღვანელი დედაქალაქის მთავრობაში ბიუროკრატიაზე საუბრობს

„ღვინის მუზეუმის“ მშენებლობას თბილისის მერია აფერხებს - პროექტის ხელმძღვანელი დედაქალაქის მთავრობაში ბიუროკრატიაზე საუბრობს

access_time2018-07-18 13:00:00

ყველასთვის კარგად ცნობილი ღვინის მუზეუმის პროექტი კვლავ ზუსტი ადგილმდებარეობის გარკვევის მოლოდინშია. როგორც „კომერსანტს“ პროექტის ხელმძღვანელმა მაია ჩადუნელმა განუცხადა, მერიაში მრავალი ბიუროკრატიული საფეხურის გავლის შემდეგ, საბოლოოდ ის კვლავ თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოში აღმოჩნდა. „ქვევრის“ ზუსტი ადგილმდებარეობა ამ დროისთვის კვლავ უცნობია.


 

„ყველაფერი ქონების მართვის დეპარტამენტით დაიწყო, პირველი შეხვედრა სწორედ ამ უწყებასთან მოხდა, შემდგომ მათ ეკოპოლიტიკისა და ინვესტიციის ფონდში გადამამისამართეს და პასუხი სამი კვირის შემდგომ მივიღე.


 

პასუხი უარყოფითი და გაურკვეველი იყო, ამიტომ კვლავ არქირტექტურის სამსახურთან გადამამისამართეს და საბოლოოდ ჩემი პროექტი ისევ ქონების მართვის სააგენტოში მოხვდა,“ - განაცხადა მაია ჩადუნელმა.

 

მაია ჩადუნელი „კომერსანტს“ საკრებულოს თავმჯდომარესთან შეხვედრის დეტალებსაც უყვება და აცხადებს, რომ გიორგი ტყემალაძისგან მის მიმართ აგრესიული და ცინიკური რეპლიკები ისმოდა.

 


რა ბედი ელის ღვინის მუზეუმის მშენებლობას, ამ ეტაპზე უცნობია.

 

ღვინის მუზეუმის პროექტის მშენებლობაში დაახლოებით 4 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელება იგეგმება და ის 800 კვადრატულ მეტრზე განთავსდება.

 

ღვინის მუზეუმი „ქვევრი“ 4 სართულს მოიცავს და რამდენიმე ნაწილად დაიყოფა: მინუს სართულზე ქართული მარანი, მულტიმედიური სივრცე და ინსტალაციები განთავსდება. პირველ სართულზე სადეგუსტაციო დარბაზი ,ღვინის სალონი და მაღაზია. მეორე სართულზე მასტერ-კლასების სივრცე, ქართული პროდუქტი, სუვენირები და კაფე. ხოლო მეოთხე სართულზე რესტორანი აუთენტური და ტრადიციული სამზარეულოთი განთავსდება.

 

სივრცეს ქვევრის ფორმა ახალგაზრდა არქიტექტორმა დავით გოგობერიშვილმა მისცა, რომელმაც ღვინის მუზეუმის პროექტი რამდენიმე წლის წინ შექმნა.

 

ღნიშნული პროექტი კერძო წამოწყებაა, თუმცა, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს დახმარება საჭიროა. ამ ეტაპზე თანხის 100%-ი მოძიებულია და მხოლოდ მერიის გადაწყვეტილებაა დარჩენილი.

 

„ქვევრის“ მშენებლობის დასრულება და სტურმების მიღება 2019 წლის ბოლოსთვის, იგეგმებოდა თუმცა ამ დროისთვის ეს თარიღიც უცნობია, რადგან მუზეუმის აშენების ზუსტი დრო მერიასთან თანამშრომლობის შედეგად უნდა გადაწყდეს. ღვინის მუზუმის მშენებლობის სავარაუდო ადგილად რიყის პარკი მოიაზრებოდა.

 

ავტორი: ლიკა გურაბანიძე





საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა

საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა
access_time2021-06-14 17:46:59
თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ელექტრომომარაგება, სისტემური ავარიის შემდეგ, მთლიანად აღდგა. ამის შესახებ საქართველოს "სახელმწიფო ელექტროსისტემაში"...

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2021-06-14 18:00:57
14 ივნისის ვაჭრობაზე დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 7 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 112 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 14 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.2040 ლარი გახდა (ეს კურსი 15 ივნისს შევა ძალაში). ქართული ვალუტით ვაჭრობა Bloomberg-ზე...

ხვალიდან „ბელავია“ საქართველოში რეისებს აორმაგებს

ხვალიდან „ბელავია“ საქართველოში რეისებს აორმაგებს
access_time2021-06-14 18:45:14
ბელარუსულმა ავიაკომპანიამ „ბელავია“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების რაოდენობას 15 ივნისიდან მნიშვნელოვნად გაზრდის. „15 ივნისიდან ბათუმის რეისების რაოდენობა გაორმაგდება – კვირაში 7–დან 14–მდე. „ბელავია“ საქართველოს მთავარ საზღვაო ქალაქში დღეში ორჯერ იფრენს. 15 ივნისიდანვე იგეგმება თბილისის მიმართულებით ფრენების სიხშირის გაზრდაც – ნაცვლად არსებული 7 რეისისა კვირაში – 11 რეისამდე. ოთხი რეისი დაემატება: სამშაბათობით, ოთხშაბათობით და შაბათ–კვირას“, – განაცხადეს...

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები
access_time2021-06-14 16:50:28
ნატო–ს სამიტზე საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არავითარი თარიღები და შესაძლო ვადები არ დასახელდება, მხოლოდ დადასტურდება, რომ ნატო–ს კარი ღიაა და ამ პროცესში რუსეთს ვეტოს უფლება არ გააჩნია. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანიის მარშალის ცენტრში ონლაინ–დისკუსიის დროს განაცხადა, რომელიც ნატო–ს სამიტის დაწყებას უძღოდა წინ. „საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში ჩვენ ბუქარესტის სამიტზე (2008 წლის აპრილი....

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება
access_time2021-06-14 16:45:54
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი პარლამენტში მინისტრის საათზე დეპუტატებს დაეთაბნხმა, რომ  კაპიტალის ბაზარი განუვითარებელია და მხოლოდ ერთეული ტრანზაქციები ხორციელდება. მისივე თქმით, „მოწმენდილ მინდორზე კაპიტალის ბაზარი არ ვითარდება“. „ჩვენ შემოვიღეთ კაპიტალის ბაზრის დაბეგვრის ძალიან ლიბერალური რეჟიმი. პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით ჩვენ გავანულეთ განაკვეთები. დავხვეწეთ საკანონმდებლო გარემო და მივუახლოვეთ საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს. საპენსიო რეფორმით შევქმენით...


მსგავსი სიახლეები

up