ღვინის მუზეუმი „ქვევრის“  პროექტს  თბილისის მერიაში არსებული ბიუროკრატია პრობლემებს უქმნის

ღვინის მუზეუმი „ქვევრის“ პროექტს თბილისის მერიაში არსებული ბიუროკრატია პრობლემებს უქმნის

access_time2019-05-02 14:00:47

ღვინის მუზეუმის „ქვევრის“ მშენებლობა თბილისის მერიის უმოქმედობის გამო ვერ იწყება. როგორც „კომერსანტს“ პროექტის ხელმძღვანელმა მაია ჩადუნელმა განუცხადა, 2018 წლის  შემდეგ, ანუ რაც თბილისის მერიაში ადგილის შესარჩევად განაცხადი შეიტანა, პასუხი არ მიუღია.


„ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის, მე ვერაფერს ვაკეთებ. მიუხედავად იმისა, რომ პროექტმა საზოგადოებაში დიდი მოწონება დაიმსახურა და დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა, მერიის მხრიდან აბსოლუტური იგნორი დავიმსახურეთ.  ყველას მივმართე, მაგრამ რეაქცია არავის ჰქონდა. ყველას ველაპარაკე, მომისმინეს, თუმცა, რეალური დაინტერესება არ ყოფილა. ვიფიქრე, თბილისში თუ არა, რაჭაში უნდათ რეგიონის განვითარება, აპირებენ ხვანჭკარის მუზეუმის გაკეთებას და მათთვის შემეთავაზებინა აღნიშნული პროექტი, თუმცა, აზრი არ აქვს,“-აცხადებს ჩადუნელი.


მისივე განმარტებით,  პროექტზე უარი თქვა ინვესტორმაც. მიზეზი კი მერიაში პროექტის დამტკიცების და მისი ადგილის შერჩევის გაჭიანურება აღმოჩნდა.


 როგორც ჩადუნელი აცხადებს, ვიდრე სახელმწიფო ნება არ იქნება, ეს პროექტი ვერ განხორციელდება. ეს არის ღვინის მუზეუმი, რომელიც საქართველოს სახე უნდა გამხდარიყო. მისი განმარტებით, ასევე სამწუხაროა ის, რომ ჩვენს ქვეყანაში იდეა არ პატენტდება, ამიტომ,  დაცვის არანაირი ბერკეტი არ არსებობს.



ღვინის მუზეუმის პროექტი ზუსტი ადგილმდებარეობის გარკვევის მოლოდინში ბოლო ერთი წელია. როგორც „კომერსანტს“ პროექტის ხელმძღვანელმა მაია ჩადუნელმა 2018 წლის სექტემბერში განუცხადა, მერიაში მრავალი ბიუროკრატიული საფეხურის გავლის შემდეგ, საბოლოოდ ის კვლავ თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოში აღმოჩნდა.


ღვინის მუზეუმის პროექტის მშენებლობაში დაახლოებით 4 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელება იგეგმებოდა. მისი მშენებლობა  800 კვადრატულ მეტრზე უნდა მომხდარიყო. 


ღვინის მუზეუმი „ქვევრი“ 4 სართულს მოიცავს და რამდენიმე ნაწილად დაიყოფა: მინუს სართულზე ქართული მარანი, მულტიმედიური სივრცე და ინსტალაციები. პირველ სართულზე სადეგუსტაციო დარბაზი ,ღვინის სალონი და მაღაზია. მეორე სართულზე მასტერ-კლასების სივრცე, ქართული პროდუქტი, სუვენირები და კაფე. ხოლო მეოთხე სართულზე რესტორანი აუთენტური და ტრადიციული სამზარეულო.


სივრცეს ქვევრის ფორმა ახალგაზრდა არქიტექტორმა დავით გოგობერიშვილმა მისცა, რომელმაც ღვინის მუზეუმის პროექტი რამდენიმე წლის წინ შექმნა.


სოფო ქსოვრელი 





საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა

საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა
access_time2021-06-14 17:46:59
თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ელექტრომომარაგება, სისტემური ავარიის შემდეგ, მთლიანად აღდგა. ამის შესახებ საქართველოს "სახელმწიფო ელექტროსისტემაში"...

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2021-06-14 18:00:57
14 ივნისის ვაჭრობაზე დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 7 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 112 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 14 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.2040 ლარი გახდა (ეს კურსი 15 ივნისს შევა ძალაში). ქართული ვალუტით ვაჭრობა Bloomberg-ზე...

ხვალიდან „ბელავია“ საქართველოში რეისებს აორმაგებს

ხვალიდან „ბელავია“ საქართველოში რეისებს აორმაგებს
access_time2021-06-14 18:45:14
ბელარუსულმა ავიაკომპანიამ „ბელავია“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების რაოდენობას 15 ივნისიდან მნიშვნელოვნად გაზრდის. „15 ივნისიდან ბათუმის რეისების რაოდენობა გაორმაგდება – კვირაში 7–დან 14–მდე. „ბელავია“ საქართველოს მთავარ საზღვაო ქალაქში დღეში ორჯერ იფრენს. 15 ივნისიდანვე იგეგმება თბილისის მიმართულებით ფრენების სიხშირის გაზრდაც – ნაცვლად არსებული 7 რეისისა კვირაში – 11 რეისამდე. ოთხი რეისი დაემატება: სამშაბათობით, ოთხშაბათობით და შაბათ–კვირას“, – განაცხადეს...

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები
access_time2021-06-14 16:50:28
ნატო–ს სამიტზე საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არავითარი თარიღები და შესაძლო ვადები არ დასახელდება, მხოლოდ დადასტურდება, რომ ნატო–ს კარი ღიაა და ამ პროცესში რუსეთს ვეტოს უფლება არ გააჩნია. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანიის მარშალის ცენტრში ონლაინ–დისკუსიის დროს განაცხადა, რომელიც ნატო–ს სამიტის დაწყებას უძღოდა წინ. „საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში ჩვენ ბუქარესტის სამიტზე (2008 წლის აპრილი....

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება
access_time2021-06-14 16:45:54
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი პარლამენტში მინისტრის საათზე დეპუტატებს დაეთაბნხმა, რომ  კაპიტალის ბაზარი განუვითარებელია და მხოლოდ ერთეული ტრანზაქციები ხორციელდება. მისივე თქმით, „მოწმენდილ მინდორზე კაპიტალის ბაზარი არ ვითარდება“. „ჩვენ შემოვიღეთ კაპიტალის ბაზრის დაბეგვრის ძალიან ლიბერალური რეჟიმი. პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით ჩვენ გავანულეთ განაკვეთები. დავხვეწეთ საკანონმდებლო გარემო და მივუახლოვეთ საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს. საპენსიო რეფორმით შევქმენით...


მსგავსი სიახლეები

up