ღვინის მცირე მარნები გლობალურ ბაზრებზე გააქტიურდნენ

ღვინის მცირე მარნები გლობალურ ბაზრებზე გააქტიურდნენ

access_time2021-12-01 13:00:51

გლობალურ ბაზრებზე ქართული ღვინის მარკეტინგი პანდემიურ პერიოდშიც აქტიურად გრძელდება. მეწარმეების განცხადებით, მსხვილი ბიზნესის პარალელურად გლობალურ ბაზრებზე გამართულ გამოფენებსა და ფესტივალებში აქტიურად მონაწილეობენ მცირე მარნებიც, რაშიც მათ ღვინის ეროვნული სააგენტო ეხმარება. 



როგორც ,,ნიკალას მარნის“ დამფუძნებელი ზურაბ მღვდლიაშვილი ,,კომერსანტთან“ განმარტავს, საჭირო, რომ სწორად მოხდეს ღვინის რეკლამირება, რაც მას უფრო მეტად გაუთქვამს სახელს მთელ მსოფლიოში. ამისთვის, როგორც მღვდლიაშვილი ამბობს,  მცირე მარნებს სახელმწიფოს მხრიდან დიდი მხარდაჭერა აქვთ და ფაქტობრივად მუდმივად ისმის  ქართული ღვინოს პროპაგანდა, რასაც რეგულარული ხასიათი ჰქონდა ბოლო პერიოდშიც, მიუხედავად იმისა, რომ პანდემია გარკვეულ დაბრკოლებას ქმნიდა.

 

,,ღვინის ეროვნული სააგენტო მცირე მარნებს ხელს უწყობს, რომ  მონაწილეობა მიიღონ გლობალურ გამოფენებში. ამ მიმართულებით ღონისძიებები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აქტიურად ხორციელდება. ამით შესაძლებელია  არა მხოლოდ კონკრეტული მარნის ,,პრომოუშენი,  არამედ მთლიანად ქართული ღვინის პოპულარიზაცია. წლების განმავლობაში გრძელდება ეს დახმარება,  როგორიცაა ძირითადად გამოფენებზე მონაწილეობის თანადაფინანსება და ღვინის გაგზავნა საერთაშორისო ღონისძიებებზე.  ვფიქრობთ, რომ ეს არის ყველაზე სწორი ფორმა, რაც მეღვინეობის დარგს აძლიერებს. აღსანიშნავია,  რომ სწორედ ეს მარნები ქმნიან წლების განმავლობაში ქართული ღვინის სახელს მსოფლიოს ყველაზე რთულად შესაღწევ ბაზრებში (არა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში), სადაც ჰყიდიან ქართულ ღვინოს კონკურენტუნარიან ფასად ამ ქვეყნების საუკეთესო რესტორნებში. ამას მოწმობს სხვადასხვა პერიოდში საქართველოს მცირე მარნებზე გამოქვეყნებული სტატიები ყველაზე ცნობილ გამოცემებში. ჩემი აზრით, ასეთი მარნები წარმოადგენენ ქართული ღვინის მომავალს, რაშიც  ბევრი ადამიანის შრომა და რესურსია ჩადებული, განსაკუთრებით მათი ვინც ყველაზე ადრე დაიწყო ასეთ ბაზრებზე გასვლა. ცხადია, სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე ამ გზის გავლა საკმაოდ რთული იქნებოდა“, - აცხადებს ზურაბ მღვდლიაშვილი.



როგორც მეწარმე განმარტავს,  კომპანია ნატურალური ღვინოს მწარმოებელია. წარმოება ყოველწლიურად მატულობს, კონკრეტულად რა მაჩვენებლით, ჯერჯერობით მღვდლიაშვილი არ აკონკრეტებს, თუმცა აცხადებს, რომ ტენდენცია აშკარად პოზიტიურია.




ცნობისთვის, ნიკალას მარანი აშენებულია 1928 წელს გურჯაანის რაიონის სოფელ კარდანახში  ნიკალა მღვდლიაშვილის მიერ. მარანი მისმა შთამომავლებმა 2005 წელს აღადგინეს და ამავე წელს განაახლეს ნიკალა პაპას ქვევრებში ღვინის დაყენება.



2006  წელს მღვდლიაშვილებმა  პირველი ვენახიც შეიძინეს, რომელიც მომდევნო წლების განმავლობაში თანდათან გაფართოვდა.  ღვინის ბოთლში ჩამოსხმა  ,,ნიკალას მარნის“ ბრენდით პირველად 2013 წელს დაიწყო და დღემდე წარმატებით ხორციელდება.



რაც შეეხება ღვინის ექსპორტს,  ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით,  2021 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან ექსპორტირებული ღვინით მიღებული შემოსავალი 194 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე 9%-ით მეტია.



11%-ით არის გაზრდილი ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა.



ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე ექსპორტის ზრდის დინამიკა შენარჩუნებულია: პოლონეთი - 20% (4984017), ჩინეთი - 13% (4553919),  აშშ - 10% (881470), გერმანია - 6% (654608),  ლატვია - 4% (1440567), ლიეტუვა - 45% (837096), იაპონია - 18% (159262), დიდი ბრიტანეთი - 72% (631504).



ქართული ღვინის საექსპორტო ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი, უკრაინა, პოლონეთი, ჩინეთი და ბელარუსი.

მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up