ღვინის კომპანია „შუმმა“ საქართველოს სახელით ევროკომისიის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

ღვინის კომპანია „შუმმა“ საქართველოს სახელით ევროკომისიის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

access_time2021-11-13 18:30:46

2021 წლის 23 ოქტომბერს, იტალიაში, ევროპის საბჭოს ეგიდით გამართულ კულტურული მარშრუტების კონკურსზე, ღვინის კომპანია „შუმმა“ საქართველოს სახელით ისტორიაში პირველად, საერთაშორისო უმაღლესი ტიტული „საუკეთესო არქეობოტანიკური პრაქტიკა ღვინის ტურიზმში“ მოიპოვა.

აღნიშნული პროგრამა 1987 წელს დაფუძნდა და მისი მიზანი საერთო კულტურულ მემკვიდრეობაში სხვადასხვა ქვეყნის წვლილის დროსა და სივრცეში მოგზაურობით წარმოჩენა და ევროპის მრავალფეროვნებისა და კულტურული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობაა.

რაც შეეხება „მეღვინეობა შუმს“, მან კომპანიამ ეს პრესტიჟული ტიტული სწორედ საქართველოს სახელით მოიპოვა, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა. შეგახსენებთ, რომ მეღვინეობა „შუმი“ 1997 წელს კახეთში, წინანდალში დაარსდა და მისი ტურისტული კომპლექსი 9 ჰექტარზეა განთავსებული. ტერიტორიაზე საკოლექციო ვენახი მდებარეობს, სადაც გადაშენების პირას მყოფი ქართული ვაზის ჯიშებია დაცული.

Forbes Georgia აღნიშნულ პრიზთან დაკავშირებით ღვინის კომპანია „შუმის“ განვითარების მენეჯერს, ნინო ზარიძეს  დაუკავშირდა, რომლის ვრცელ კომენტარს პრესტიჟული ტიტულის შესახებ ქვემოთ გთავაზობთ.

რას ნიშნავს მიღებული ტიტული კომპანიისათვის და ზოგადად ქართული მეღვინეობის განვითარებისათვის?

სიცილიაში, 2021 წლის 23 ოქტომბერს, ევროპის საბჭოს ორი ისტორიული და კულტურული მარშრუტის: „ფინიკიელთა მარშრუტისა“ და „იტერ ვიტისის“ თანამშრომლობით გამართულ ყოველწლიურ საერთაშორისო კონკურსზე, ევროპის წამყვანი ქვეყნების, იტალიის, საფრანგეთის, ესპანეთის და სხვა ღვინის ტურიზმის ნომინანტებთან ერთად „იტერ ვიტის საქართველოს“ მიერ წარდგენილი გახლდათ „მეღვინეობა შუმი“.

საერთაშორისო კონკურსის ძირითად თემატიკას ღვინოსთან დაკავშირებული არქეოლოგიური თემები წარმოადგენდა. ნომინაცია – „არქეობოტანიკური ტურიზმის საუკეთესო პრაქტიკა“ „მეღვინეობა შუმს“ ხვდა წილად.

ევროსაბჭოს  ეგიდით მიღებული ამ რანგის ჯილდო არა მარტო კომპანიის, არამედ  ქვეყნის ისტორიაში პირველ საერთაშორისო ტიტულს და აღიარებას წარმოადგენს.


„კონცეფცია, რომელიც 1997 წელს საფუძვლად დაედო „მეღვინეობა შუმის“ ჩამოყალიბებას, ორიენტირებული იყო არა მარტო ხარისხიანი პროდუქციის წარმოებაზე, არამედ ქართული ვაზის გენოფონდის მოძიება-აღდგენაზე, რაც იქნებოდა იმ მრავალფეროვანი და უძლიერესი გენის გაგრძელება, რასაც ქართული ვაზი ეწოდება. ამ წლების მანძილზე კომპანიამ  შექმნა მსოფლიოში უდიდესი კერძო კოლექცია, სადაც  აღრიცხულია 1300-ზე მეტი ვაზის ჯიში. საკოლექციო ნაკვეთს მინიჭებული აქვს საერთაშორისო კოდი GEO036 და ის შესულია გაეროს (FAO) სიაში. „შუმის“ ტურისტული კომპლექსი, რომლის  ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ლოკაცია ამპელოგრაფიული კოლექცია გახლავთ, დამთვალიერებელს ვაზისა და ღვინის წარსულში დაუვიწყარ მოგზაურობას სთავაზობს“, – აღნიშნა კულტურული მარშრუტის „იტერ ვიტის“ პრეზიდენტმა, ქალბატონმა ემანუელა პანკემ.

მსოფლიო ღვინის ტურიზმი სულ უფრო პოპულარული ხდება, ხოლო საქართველო, მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიული წარსულითა და განსაკუთრებული ლანდშაფტით, ამ სფეროში დამსახურებულად იმკვიდრებს ადგილს. აღნიშნული ტიტული საქართველოსთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია საერთაშორისო ასპარეზზე, რაც ხელს უწყობს ქვეყნის კულტურული და ენოლოგიური მემკვიდრეობის გაძლიერებას, გამოცდილების შეძენას, შემეცნებითი და მდგრადი ტურიზმის განვითარებასა და მის პოპულარიზაციას საერთაშორისო ბაზარზე.

ა შესაძლებლობებს აჩენს აღნიშნული აღიარება „შუმისათვის“?

აღიარებას თან სდევს დიდი პასუხისმგებლობა, რაც ჩვენს გუნდს გათავისებული აქვს. ტიტული ამავდროულად წარმოადგენს სტიმულს – ქვეყნისა და დარგის ცნობადობის ამაღლების მიზნით  განვაგრძოთ არაკომერციული, შემეცნებით-შემოქმედებითი საქმიანობა,  გავაგრძელოთ აქტიური თანამშრომლობა ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე როგორც სამეცნიერო, შემეცნებითი, ასევე კომერციული მიმართულებით.

ტიტულის მინიჭებას ტურიზმის განვითარებისათვის მოაქვს სარგებელი და უზარმაზარი შესაძლებლობები:

  • საერთაშორისო ღვინისა და ტურისტულ მედიაში, როგორც ღვინისა და ტურიზმის სექტორში სახელის პოპულარიზაცია;
  • შესანიშნავი საკომუნიკაციო საშუალება და პლატფორმა ინფორმირებისათვის;   საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება ტურიზმისა და მევენახეობა-მეღვინეობის სამეცნიერო წრეებთან;
  • ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, რაც, ბუნებრივია, წარმოადგენს რეგიონისა და ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობების ზრდის საშუალებას.

რა პერსპექტივა აქვს საქართველოში ღვინის ტურიზმის განვითარებას და სად ხედავს „შუმი“ საკუთარ თავს ამ პროცესში?

დღეს საქართველოში ღვინის ტურიზმის განვითარება აქტიურ ფაზაში შედის, ბოლო წლების განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა ღვინის ტურიზმის განვითარების მიზნით. აშენდა და განახლდა მრავალი მარანი, ტურისტების მოსაზიდად   შეიქმნა მიმზიდველი სარეკლამო ვიდეორგოლები, შემუშავდა მარშრუტები და ტურისტული პაკეტები, მათ შორის ერთ-ერთი პირველი იყო პროექტი „ღვინის გზა“, თუმცა  გასაკეთებელი კიდევ ბევრია.

საქართველო მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების თვალსაზრისით უძველესი ლაბორატორიაა, სადაც საუკუნეების მანძილზე მიმდინარეობდა ვაზის ფორმათწარმოქმნის პროცესი. ათასწლეულის მანძილზე ადამიანის ზემოქმედების შედეგად იქმნებოდა და ყალიბდებოდა კულტურული ვაზის გენოფონდი, იხვეწებოდა ღვინის დაყენების მეთოდები. ვაზი და ღვინო საქართველოს განუყოფელი ნაწილია, რომელიც ჯერ კიდევ შესწავლის სტადიაშია.  ამ მიმართულებით მსოფლიოს ახალი აღმოჩენები ელოდება.

„მეღვინეობა შუმს“ ტურისტულ საქმიანობაში საკმაო გამოცდილება გააჩნია. იგი გახლავთ პიონერი, რომელმაც 2002 წლიდან საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ენოტურიზმის განვითარებასა და საკუთარი ტურისტული კომპლექსის დაარსებას. უნიკალური მდებარეობით გამორჩეული კომპლექსი 9 ჰექტარზეა გაშენებული და აერთიანებს 38 ლოკაციას, რომელიც ამპელოგრაფიული კოლექციის გარდა, მოიცავს: ეთნოგრაფიულ სახლს, ვაზისა და ღვინის მუზეუმს, რომლის უძველესი ექსპონატები 6000 წლით თარიღდება, ღვინის მარანს, ენოთეკას და სხვ.

ტურისტული კომპლექსის ეზოში განთავსებულია ქანდაკებათა პარკი, რომელსაც ამშვენებს ცნობილი ქართველი და უცხოელი სკულპტორების ნამუშევრები. 2019 წელს ტურისტული კომპლექსი აღიარეს როგორც ყველაზე ლამაზი ეზო საქართველოში. გასულ 2020 წელს  საქართველოში გამართულ WELCOME TO GEORGIA-ს ეროვნულ კონკურსზე „მეღვინეობა შუმმა“ ერთდროულად ორ  ნომინაციაში გაიმარჯვა: „საუკეთესო ლოკაცია გასტრონომიულ-რეგიონული ტურიზმისათვის“ და „საუკეთესო ღვინის ტურიზმი“.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ის სამეცნიერო და ინოვაციური კვლევები, რომლებიც კომპანიაში პროდუქციის მრავალფეროვანი და საკუთარი ასორტიმენტის შექმნის მიზნით ხორციელდება საღვინე პოტენციალის გამოვლენის მიზნით, საკოლექციო ვენახში არსებული იშვიათი ვაზის ჯიშებისგან იწარმოება მსოფლიოში სრულიად ახალი ღვინოები, რომელთა დაგემოვნების საშუალებაც ეძლევათ მომხმარებლებს. მათ რიცხვს მიეკუთვნება ისეთი  უნიკალური, პატენტიანი სასმელები, რომელთაც ანალოგი არა აქვთ მსოფლიოში. კერძოდ: 452 ჯიშის ყურძნისგან წარმოებული ღვინო „ლაზარე“, მსოფლიოში პირველი, ქვევრში დამზადებული აისვანი „ბარბალე“, ქვევრის ცქრიალა ღვინო „შობილი“, 300-წლოვანი ვაზის ნაყოფისგან წარმოებული ღვინო „გენეზისი“ და სხვა.

ერთი სიტყვით, „მეღვინეობა შუმი“ მუდმივი კვლევისა და სიახლეების ძიებაში აბსოლუტურად განსხვავებულია როგორც ინფრასტრუქტურით, ასევე შეთავაზებული სერვისებით, რაც მეტად მიმზიდველი და მნიშვნელოვანია საქართველოს, როგორც ტურისტული რეგიონის მრავალფეროვნების შესაქმნელად.

წყარო: forbes.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up