ღვინის ფალსიფიკაციის პრობლემა არა უცხოელი ექსპერტის შემოყვანით, არამედ ღვინის ეროვნული სააგენტოს აქტიური მუშაობით მოგვარდება

ღვინის ფალსიფიკაციის პრობლემა არა უცხოელი ექსპერტის შემოყვანით, არამედ ღვინის ეროვნული სააგენტოს აქტიური მუშაობით მოგვარდება

access_time2020-07-16 11:00:55

„ღვინის ინდუსტრიის დიდი ნაწილი მუშაობს ხარისხზე და ქართული ღვინის მაღალ ფასიან სეგმენტში აყვანას ცდილობს. პირობითად რომ ვთქვათ, მათ უნდათ, რომ 1 მილიონი ბოთლი გაყიდონ 10 დოლარად. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ღვინის „გაბევრებით“ არიან დაკავებული. ეს ორი კონცეფცია ერთმანეთს ეჯახება. მე პირადად შეთავაზებული მაქვს ინსტრუმენტები, რაც ხარისხის კონტროლის პროცესში საერთაშორისო კომპანიის ჩარევას გულისხმობს. სამწუხაროდ, ამ საკითხის მუდმივი გადავადება ხდება“, - ამის შესახებ „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა, ბიზნესმენმა ირაკლი იაშვილმა განაცხადა.


„კომერსანტი“ დაინტერესდა თუ რას ფიქრობდნენ მეღვინეები ღვინის ხარისხის კონტროლში საერთაშორისო კომპანიის ჩართვაზე. კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ დამფუძნებელი ზურაბ ჩხაიძე ღვინის ხარისხის კონტროლში საერთაშორისო კომპანიის ჩართვას არ ეწინააღმდეგება და აღნიშნავს, რომ მაღალხარისხიანი ღვინის წარმოებით ყველა კომპანია უნდა იყოს დაინტერესებული.


„თუ იქნება საერთაშორისო კომპანია, რომელიც გააკონტროლებს ხარისხს  არ შევეწინააღმდეგები, პირიქით  მომხრე  ვიქნები. თუმცა, ტექნიკურად  როგორ უნდა შესრულდეს ეს და რა ხარჯებთან იქნება დაკავშირებული ალბათ მცირე და საშუალო ბიზნესს უფრო დააინტერესებს. ვფიქრობ, რომ  ყველა კომპანიის  მენეჯმენტი თვითონ უნდა იყოს დაინტერესებული მაღალხარისხიანი ღვინის გამოშვებით. ასევე უნდა შევთანხმდეთ,  რომ ღვინო ყურძნისგან მზადდებოდეს, ხოლო ხარისხობრივად ის პირველი კატეგორიის იქნება თუ მესამეს, ეს ტექნოლოგიის და ზოგადად მენეჯმენტის გადასაწყვეტია. ფალსიფიცირების საკითხი ღვინის ეროვნულ სააგენტოს ეხება, იგი ვალდებულია  გააკეთოს  საკონტროლო შემოწმებები და მიიღოს  სათანადო ზომა. ეს  პრობლემა  არა  უცხოელი ექსპერტის შემოყვანით, არამედ ღვინის ეროვნული სააგენტოს  აქტიური  მუშაობით და ღვინის  კონტროლით მოგვარდება“, - განმარტავს ზურაბ  ჩხაიძე.



„თელავის ღვინის მარანის“ დამფუძნებელი ზურაბ რამაზაშვილი აღნიშნავს, რომ ღვინის  ხარისხის  კონტროლი მკაცრად უნდა შემოწმდეს რათა ფალსიფიკაცია არ მოხდეს. მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა ეს საერთაშორისო თუ ადგილობრივი კომპანია იქნება, მთავარია  კეთილსინდისიერი იყოს, რომელიც მხოლოდ კანონის შესაბამისად იმოქმედებს და არ ექნება არავითარი სხვა პრიორიტეტი.


„ჩვენ  კომპანიას  ხარისხის  კონტროლის მხრივ პრობლემები არ აქვს, მაგრამ  ზოგადად ბაზარზე  კვლავ  არის  დაბალხარისხიანი ღვინოები, რომლებიც  არ იმსახურებენ  კონკრეტულ სახელწოდებებს და ვფიქრობ, რომ კონტროლის  გაუმჯობესება კარგი  გადაწყვეტილება  იქნება. თუმცა  ამას საერთაშორისო თუ  ადგილობრივი ორგანიზაცია გააკეთებს, მნიშვნელობა არ აქვს , მთავარია ეს იყოს კომპანია, რომელიც კეთილსინდისიერად იმუშავებს. ჩემი  აზრით  ყველა მეღვინე  სოლიდარულია იმ საქმეში, რომ ღვინის ხარისხი კარგად უნდა კონტროლდებოდეს“, - აცხადებს ზურაბ რამაზაშვილი.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up