ღვინის ფალსიფიკაცია – ჯერ კიდევ დაუძლეველი პრობლემა

ღვინის ფალსიფიკაცია – ჯერ კიდევ დაუძლეველი პრობლემა

access_time2020-01-05 16:00:35

ბოთლის ღვინის ბოლოდროინდელი პოპულარიზაციის ზრდის მიუხედავად, თბილისში და არა მარტო დედაქალაქში მცხოვრები ადამიანისთვის, ძალიან რთულია ნორმალური ე.წ. ჩამოსასხმელი ღვინის შოვნა. არ ვამბობთ იმას, რომ კარგი ჩამოსასხმელი ღვინო საერთოდ არ იშოვება, მაგრამ ქვეყანას რომელსაც ღვინის სამშობლოს წოდებაზე საკმაოდ საფუძვლიანი პრეტენზია აქვს, უბრალოდ უცნაურია, რომ კარგი ღვინის შესაძენად მთელი სანაცნობო–საახლობლოს ჩარევაა საჭირო. ე.წ. ჩამოსასხმელი ღვინის ყიდვა კი იმდენად “საშარო” საქმეა, რომ მათი დალევის შემდეგ კაცმა არ იცის რა დაემართება.

 

12 წლის წინ დაწესებულმა რუსულმა ემბარგომ ქართული მეღვინეობა მართლაც რომ ძალიან დააზარალა, ამაზე უკიდურესი ოპტიმისტებიც კი არ დავობენ, მაგრამ მოდით გულზე ხელი დავიდოთ და ვაღიაროთ, რომ არც ჩვენ ვიყავით ამ საქმეში მთლად უმწიკვლონი. როდესაც საქართველოს დედაქალაქშიც კი ძნელი საშოვნელია კარგი ღვინო, რთული მისახვედრი არ უნდა იყოს როგორ “ქართულ ღვინოებსაც” ყიდდნენ რუსეთის სხვადასხვა პროვინციაში ჩასული ქართველი და არა მხოლოდ ქართველი ფსევდობიზნესმენები. უმეტეს შემთხვევაში ასეთ ღვინოში ყურძენი საერთოდ არ ფიგურირებდა და იაფფასიანი ქიმიური ხსნარით გაკეთებულ გაურკევეველ სითხეს  „საფერავსა” თუ „ხვანჭკარას” აწერდნენ.

 

ქართველი მეღვინეების აზრით, მასობრივმა ფალსიფიკაციამ არა მხოლოდ ის გამოიწვია, რომ ქართულ ღვინოს ყოფილ საბჭოთა ქვეყნებშიც კი გაუტყდა სახელი, არამედ რუსეთის მთავრობასაც მიეცა საკმაოდ ლოგიკური მიზეზი იმის სათქმელად, რომ ასეთი ქართული ღვინოების დალევას ისევ ჩვენი მშობლიური „სპირტ–წყალი” გვირჩევნიაო. საბოლოოდ კი დაზარალდა არა მხოლოდ გლეხობა, რომელიც კაპიკებში ყიდდა თავისი ვენახის მოსავალს, არამედ ძალიან ცუდ დღეში აღმოჩნდნენ პატიოსანი ქართველი ბიზნესმენებიც.

 

არსებობენ ღვინის სპეციალისტები, რომლებიც ჩვენი მეღვინეობის უბედურებების ერთადერთ მიზეზად რუსეთს ასახელებენ. იმაზე კი არაფერს ამბობენ, რომ დღეს ჭკუა მაინც ვერ ვისწავლეთ. თუ თბილისში რთულად ვყიდულობთ წესიერ ჩამოსასხმელ ღვინოს, როგორ გინდა დაარწმუნო უცხოელი ადამიანი, რომ ჩვენი ღვინო მართლაც ერთ–ერთი ყველაზე მაღალი ხარისხიანი ღვინოა მსოფლიოში?! მაშინ, როდესაც “ხვანჭკარა” (მუჯურეთულისა და ალექსანდროულის კუპაჟი) რაჭის მიკროზონაში სულ რამდენიმე ათასი ბოთლი მოდის, მაშინ როდესაც თავის დროზე მხოლოდ ერთი ქართული ღვინის ქარხანა რუსეთში რამდენიმე მილიონ ბოთლ “ხვანჭკარას” ყიდდა.

 

სანამ ჩამოსასხმელი ღვინის ფალსიფიკაცია საქართველოში ამ სიდიდისა და მასშტაბების იქნება, მცირეოდენი იმედიც კი არ უნდა გვქონდეს, კვლავ ვინმე მოტყუვდება. ეს დრო წარსულს ჩაბარდა, როდესაც ერთი კაცის თქმისა არ იყოს „ფეკალური მასებიც კი იყიდებოდა“. ახლა ჭკუა ყველამ ისწავლა.

 


აქვე სახალისო რჩევებიც…

 

ხარისხოვანი ღვინის მოყვარული ადამიანებისათვის ძალზედ რთული სიტუაციაა, როდესაც დიდ თუ პატარა სუფრაზე მყოფს, ანდა რომელიმე ოჯახში ვახშამზე სტუმრად მისულს უხარისხო, გაფუჭებულ ანდა შაქარგარეულ ღვინოს სთავაზობენ. ასეთ რთულ სიტუაციაში ღვინის დალევა საკუთარი ჯანმრთელობის შერყევას და პრინციპების ღალატს ნიშნავს – არდალევა კი მასპინძლის განაწყენებას. და სად არის გამოსავალი?

 

ასეთ შემთხვევაში ბევრი ადამიანი სუფრებზე საკუთარი ღვინით დადის და ცდილობს თანამესუფრეებს აუხსნას, რომ ხარისხოვანი ღვინის სმა საჭირო და აუცილებელია. თუმცა, ამ შემთხვევაშიც ვერ ავუვლით გვერდს მასპინძლის განაწყენებას. საქართველოში ხომ ბევრ ადამიანს თავისი (თუნდაც უხარისხო და დაავადებული) ღვინის შესახებ გადაჭარბებული წარმოდგენა აქვს და როდესაც სტუმარი ყოველგვარი შეთანხმების გარეშე საკუთარი ღვინით ესტუმრება – ეს ბევრი ჩვენი თანამოქალაქის თავმოყვარეობაზე მძიმედ მოქმედებს.

 

როგორც უკვე ვთქვით, ღვინის დალევაზე უარის თქმა (თუკი რაიმე აშკარად ხილული დაავადება არ “გვიცავს“ საშინელი ღვინის სმისგან) მრავალი თანამესუფრისა და პირველყოვლისა მასპინძლის განაწყენებას იწვევს  გარდა ერთი ფრიად მნიშვნელოვანი არგუმენტისა. ეს არგუმენტი ცხადია საჭესთან ყოფნაა. რამდენიმე ათეული წლის წინ, საბჭოთა კავშირის ეპოქაში საჭესთან ყოფნაც ვერ იყო შესაბამისი არგუმენტი, რადგან სიმთვრალეზე მძღოლებისადმი გატარებული სანქციები მეტად ლიბერალური იყო.

 

ამას ემატებოდა ცნობილი ქართული ნაცნობობა–ახლობლობაც. ახლა სიმთვრალეზე სანქციებიც მძიმეა და ქართული მასპინძლის სურვილიცაა, რომ სტუმარს მის სუფრაზე დათრობის გამო პრობლემა არ შეექმნას. ამიტომ, მძღოლობა ცუდი ღვინის სმისგან თავის დასაღწევად ერთ–ერთი საუკეთესო საშუალებაა.

 

ავადმყოფობის მომიზეზება უმეტეს შემთხვევაში კრახით მთავრდება და აზარტში შესული თამადა მაინც გვაძალებს ღვინის სახელით მოწოდებული უცნაური სითხით გალიპლიპებულ ყანწს თუ ფიალას.  უხარისხო ღვინის სმისგან თავის არიდების კიდევ ერთი მიზეზია ავადმყოფობის მოშველიება ოღონდ არა იმის სათქმელად, რომ ზოგადად სასმელს არ სვამთ, არამედ საჭიროა თქმა იმისა, რომ ექიმმა მხოლოდ ღვინის სმა აგიკრძალათ, თორემ ხარისხოვან ვისკიზე, ჭაჭაზე ან კონიაკზე არ იტყოდით უარს. ასეთ დროს მასპინძელს ბუნებრივია აწუხებთ, მაგრამ საკუთარ თავს უქმნით იმის ალბათობას, რომ საშინელი ღვინის ნაცვლად თუნდაც საშუალო ხარისხის კონიაკი ან სხვა სასმელი დალიოთ და არ უღალატოთ საკუთარ პრინციპებს, რაც ე.წ. გაკეთებული ღვინის სრულ უარყოფას გულისხმობს.

 

დაბოლოს, თუკი უკიდურესად გამოუვალ სიტუაციაში აღმოჩნდით და აღარ არსებობს გზა ბოლომდე აარიდოთ თავი უხარისხო ღვინის სმას. მაშინ მხოლოდ იმის გაკეთება შეგვიძლია, რომ მსმელი გაითამაშოთ და ღვინო უბრალოდ არ დალიოთ. ხშირად მოიმიზეზოთ ტელეფონზე ზარი, საპირფარეშოში გასვლა. ამასობაში თანამეინახეებიც შეთვრებიან და თქვენს დამუნათებასაც დაივიწყებენ. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ თუნდაც ერთი ჭიქა ე.წ. გაკეთებული ან დაავადებული ღვინის სმას ჭეშმარიტი ღვინის მოყვარულისათვის დიდი ძალისხმევა და საკუთარ პრინციპებზე უარის თქმა სჭირდება.


PUBLIKA




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up