ღვინის ფალსიფიცირება მასობრივად მოხდება და სახელმწიფო ამაზე თვალს დახუჭავს - ირაკლი იაშვილი

ღვინის ფალსიფიცირება მასობრივად მოხდება და სახელმწიფო ამაზე თვალს დახუჭავს - ირაკლი იაშვილი

access_time2020-08-27 10:00:56

„ღვინის ხარისხის საკითხი როგორი პრობლემურიც იყო, ისეთივე რჩება. საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ ღვინის გაბევრების ცდუნება კიდევ უფრო გაიზრდება,“ - ამის შესახებ „კომერსანტს“კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“ ხელმძღვანელმა ირაკლი იაშვილმა განუცხადა.           

                                                                                                                                                     

კახეთის რეგიონში რთველის დაწყებასთან ერთად, ღვინის ინდუსტრიისთვის ხარისხის კონტროლის, რეალიზაციის, ღვინისა და ყურძნის ფასების საკითხი პანდემიის შემდეგ კიდევ უფრო საყურადღებო ხდება. საზღვარგარეთ ქართული ღვინის სარეალიზაციო ობიექტების უმეტესობა დაკეტილია, სავაჭრო ქსელები შეზღუდვით მუშაობს და მოთხოვნა მკვეთრად შემცირდა. როგორც ირაკლი იაშვილი განმარტავს ადგილობრივი ბაზარი ღვინის ინდუსტრიაზე ძირეულ გავლნას ვერასდროს ახდენს. მისივე თქმით, არიან კომპანიები, რომელთაც წლის მანძილზე საზღვარგარეთ არცერთი ბოთლი ღვინო არ გაუტანიათ და ფაქტობრივად ქსელმა ვერ იმუშავა.


 „რთველი 2020“-ის ფარგლებში, გადამუშავებულია 200-ზე მეტი ტონა, ძირითადად საადრეო ჯიშის ყურძენი. ამ ეტაპზე, რთვლის საკოორდინაციო შტაბში უკვე დარეგისტრირდა ღვინის მწარმოებელი 50-მდე კომპანია, რომლებიც მოსავლის დაბინავების პროცესში ეტაპობრივად ჩაერთვებიან.


„ცუდი ხარისხის ღვინოში მოიაზრება ორი კატეგორია - ყურძნისგან გაკეთებული, მაგრამ ცუდი ყურძნის ღვინო და მეორე -  გაბევრებული ანუ ფალსიფიცირებული ღვინო, რომელსაც ვითომ სპეციალური ტექნოლოგიით ამზადებენ. გაბევრებული ღვინით 100 ტონის ნაცვლად, ღებულობენ 200-ს. ამით ხდება ხელოვნურად ფასის დაგდება და  ამის ცდუნება კიდევ უფრო გაიზრდება პანდემიის მძიმე შედეგების გათვალისწინებით. იმ ბაზრებზე, სადაც ღვინის ძირითადი მასა იყიდება, როგორიცაა რუსეთის ბაზარი, იქ მოთხოვნა შემცირებულია.  რუსეთში რუბლის დევალვაციასთან ერთად ზეწოლას ახდენენ ღვინის ფასზე და გაიძულებენ დაბლა დასწიო პროდუქტის ღირებულება. თუმცა, ფასის დაწევას რაღაც ზღვარი აქვს. ამ ფასში შედის  თვითღირებულება, მოვლის საფასური, ხარჯები და ასე შემდეგ. ამ ზღვარს ქვემოთ ვერ ჩამოვა მწარმოებელი და საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ არაერთ მსხვილ კომპანიაში გაბევრების ტექნოლოგია უფრო აქტიურ სახეს მიიღებს. მეორეს მხრივ, სახელმწიფოს აინტერესებს რომ გლეხმა გაყიდოს ყურძენი და შეიძლება ცალი თვალი დახუჭონ კომპანიების მსგავს ქმედებებზე,“ - განმარტავს ირაკლი იაშვილი.  



მიმდინარე წელს, COVID-19 პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება. სუბსიდიას მიიღებს ღვინის კომპანია, რომელიც შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ, არანაკლებ 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს. ამასთან, შესყიდულ 1 კგ ყურძენში ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის, არანაკლებ 0,80 ლარს. 1 კგ ყურძნის შესყიდვისას, ღვინის კომპანიებზე გაიცემა სუბსიდია: 1 კგ რქაწითელზე და 1 კგ კახურ მწვანეზე - 0,30 ლარი.


ბიზნესმენი სუბსიდირების პროგრამის არათანაბარ მიდგომას უსვამს ხაზს და აღნიშნავს, რომ ღვინის ინდუსტრიაში თანხების არასამართლიანი განაწილება მოხდა. 


„სუბსიდიები არასამართლიანად განაწილდა, შეიკრიბა ღვინის სექტორი და გამოაცხადეს, რომ მხოლოდ იმ კომპანიას უნდა ჰქონდეს სუბსიდია, ვინც  1000 ტონაზე მეტს ჩაიბარებს.  ვინც ჩაიბარებს 200 ტონას, იმას რატომ არ ეკუთვნის სუბსიდია და მგონია, რომ არასამართლიანი განაწილება სწორედ აქ არის,“ - აღნიშნა იაშვილმა.


წელს, კახეთის რეგიონში, ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 300 ათას ტონამდეა.


მარიამ მორგოშია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up