„Homeland Of Wine-ღვინის ეროვნულ სააგენტოში ჟურნალის “ პრეზენტაცია გაიმართა

„Homeland Of Wine-ღვინის ეროვნულ სააგენტოში ჟურნალის “ პრეზენტაცია გაიმართა

access_time2019-11-20 16:00:43

ღვინის ეროვნულ სააგენტოში ჟურნალის „Homeland Of Wine (საქართველო ღვინის სამშობლო) პრეზენტაცია გაიმართა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.



„Homeland Of Wine ქართული ღვინის შესახებ პირველი პერიოდული ჟურნალია, რომლის მიზანია ქართული ღვინის მხარდაჭერა და პოპულარიზაცია საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. ჟურნალი გამოვა კვარტალში ერთხელ ქართულ და ინგლისურ ენებზე.



„Homeland Of Wine მკითხველს მოუთხრობს იმ ადამიანებსა თუ კომპანიებზე, რომლებიც ქმნიან ქართულ ღვინოს და მის თანამედროვე ისტორიას. პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორია მაია ჯავახიშვილი, გამომცემელი მედიაკომპანია „N Line Media (ენ ლაინ მედია).




პრეზენტაციას ჟურნალის შემოქმედებითი ჯგუფი, ღვინის ეროვნული სააგენტოს და მეღვინეობის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.



„ღვინის სამშობლოში „ღვინის სამშობლოს კეთებაც იმისთვის დავიწყეთ, რომ ქართული ღვინო უკეთ იყოს წარმოჩენილი, მხარი დავუჭიროთ მას და მოგიყვეთ ქართული ჯიშების მრავალფეროვნებაზე, გამორჩეულ ღვინოებზე, მცირე მარნებსა თუ ქალ მეღვინეებზე, ახლადგაშენებულ ვენახებსა და აღდგენილ ჯიშებზე, საკითხებზე, რომლებიც გადაჭრას საჭიროებს და რჩევებზე, რომლებსაც გამოცდილი მეღვინეები გვაძლევენ. ჟურნალის ყველა ნომერში, დარგის სპეციალისტებთან და პროფესიონალებთან ერთად, შევეცდებით, მეტი გითხრათ იმ ქვეყნის შესახებ, სადაც ღვინო კულტურის ნაწილი და ცხოვრების წესია - აღნიშნა ჟურნალის რედაქტორმა მაია ჯავახიშვილმა.



ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის, ირაკლი ჩოლობარგიას განცხადებით, ჟურნალი „Homeland Of Wine კიდევ ერთი გზავნილია მთელი მსოფლიოსთვის, რომ ღვინო უძველესი ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილია.



„იმედი მაქვს, რომ ჟურნალის მეშვეობით უამრავ ადამიანს მიეცემა შესაძლებლობა მიიღოს ინფორმაცია როგორც ქართული ღვინის ისტორიისა და კულტურის შესახებ, ისე მისი თანამედროვე ტენდენციებისა და მიღწევების შესახებ, გაიცნოს ქართველი მეღვინეები და მათი ღვინოები. მჯერა, რომ ამ გზით მკითხველი კიდევ უფრო შეიყვარებს და დააფასებს ქართულ ღვინოს, ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს, რომელიც ამ ღვინოს უწყვეტად აწარმოებს უკვე 8 ათასი წელია - აღნიშნა ირაკლი ჩოლობარგიამ.





თეგები:
„Homeland Of Wine“



კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა
access_time2020-07-11 18:00:17
ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 11.3 მლნ ლარით (13.9%) გაიზარდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია...

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება "ჭკუით მოქცევა"

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება
access_time2020-07-11 16:00:42
რისი მანიშნებელია ამერიკის საბიუჯეტო კანონპროექტის ჩანაწერი საქართველოსთვის შესაძლო სასჯელის დაწესების თაობაზე? რისი მანიშნებელია ოლიგარქებისა და არაფორმალური მმართველობის ხსენება თანდართულ განმარტებებში? არის ეს დიდი სურათის ნაწილი თუ მხოლოდ ცალკეული კონგრესმენების იდეებია? აქვს ...

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან
access_time2020-07-11 14:00:11
პანდემიისა და ზაფხულის ცხელ დღეების გამო დეზერტირების ბაზრობის დახლებთან სავაჭროდ მისული ადამიანები კანტი-კუნტად შეიმჩნევა. ხანშიშესული ქალები ე.წ. საკიდი დახლებით ქოლგებს აფარებენ თავს და გამვლელებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ. პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების შესახებ მოვაჭრებებთან საუბარი გვსურდა, მათი უმრავლესობა მედიასთან...

აშშ-მა საფრანგეთს 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე დამატებითი გადასახადები დაუწესა

აშშ-მა საფრანგეთს 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე დამატებითი გადასახადები დაუწესა
access_time2020-07-11 11:00:22
აშშ-ის ხელისუფლებამ საფრანგეთს 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე დამატებითი 25%-იანი გადასახადები დაუწესა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო...


მსგავსი სიახლეები

up