თბილისში არსებულ ღვინის ბანკში უკვე  150-მდე ბოთლის ღვინო ინახება

თბილისში არსებულ ღვინის ბანკში უკვე 150-მდე ბოთლის ღვინო ინახება

access_time2020-01-23 18:30:53

ღვინის ბანკები საზღვარგარეთ დიდი პოპულარობით სარგებლობს, საქართელოში კი ეს სფერო ნელ-ნელა ვითარდება. ღვინის მოყვარულებს, რომლებისთვისაც დაძველებულ სასმელს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, შეუძლიათ,  ღვინის ბანკით ისარგებლონ, რომელიც თბილისში ერეკლე II ქუჩაზე მდებარეობს. საუბარია, საცავზე, რომელიც პროექტის განმახორციელებელმა კომპანია „ჯივინომ“  (ღვინის ბარი) განახორციელა.

 

როგორც კომპანიის  მენეჯერმა  გურამ მაისურაძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ღვინის ბანკის სარგებლობის მიზანია, არსებობდეს სათანადო პირობებით აღჭურვილი საცავი, სადაც  დაინტერესების შემთხვევაში ყველა ფიზიკურ პირს  ექნება შესაძლებლობა ღვინო დააძველოს. კერძოდ, მომხმარებელს, რომელსაც სურს  ღვინის ბანკში საკუთარი ღვინო დააძველოს, „ჯივინოს“ ბარში არსებული 200 სახეობიდან ერთი ან რამდენიმე ბოთლი შეუძლია შეიძინოს. 


მისივე ინფორმაციით, ღვინის ბანკი რამდენიმე კვირის წინ გაიხსნა,  ერთდროულად   600-მდე მარნის მიერ წარმოებული ღვინის  შენახვის რესურსი აქვს. ამ დროისთვის  ღვინის ბანკში 40-მდე კომპანიის პროდუქტია წარმოდგენილი, საუბარია 150 ბოთლ ღვინოზე.როგორც წესი, მცირე მარნების ღვინოები უმეტესწილად, დაძველებული არ არის. „ბევრი მიზეზის გამო მეღვინეებს დაძველებამდე ეწურებათ მარაგები. ღვინის ბანკში კი შეგიძლიათ შეიძინოთ ახალგაზრდა ღვინო და დატოვოთ დასაძვეებლად ერთ წლამდე ვადით“-აღნიშნავს მაისურაძე. 


როგორც ღვინის ბარის „ჯივინოს“ მენეჯერი  აცხადებს,  ის ღვინოები,რომლებთანაც „ჯივინოს“ საცავში ინახება   ლიმიტირებულია.

 

„ჩვენთან მოსულ ნებისმიერ სტუმარს აქვს შესაძლებლობა ბარში შეძენილი ღვინო ჩვენივე ბანკში დატოვოს  დასაძველებლად, ერთი წელის ვადით და  ეს მომსახურება იქნება უფასო.   სატესტო რეჟიმში ვიმუშავებთ  ერთი წელი დავაკვირდებით რამდენად მოეწონებათ ჩვენი ინიციატივა და იმის შესაბამისად გავაგრძელებთ  მუშაობას.“-ამბობს გურამ მაისურაძე.


 

„ჯივინოს“ მენეჯერი განმარტავს, რომ  ღვინის ბანკი ორიენტირებულია მომსახურებაზე და არა ბიზნესზე. მათი ღვინის საცავი იმ მეღვინეებისა და მომხმარებლების მიმართ გამოხატავს პატივისცემას, რომლებიც ერთგულად სტუმრობენ. მან ასევე აღნიშნა  ღვინის ბანკის მნიშვნელობა და მომხმარებლის მხრიდან დაძველებული ღვინის მოთხოვნა, რომელიც ბოლო წლებში გაიზარდა.


„ევროპაში   ღვინის ბანკები ჩვეულებრივი მოვლენაა, ჩვენთან კი არ არის განვითარებული. მიუხედავად იმისა, რომ ტურიზმზე ვართ აქცენტირებული და ღვინის ქვეყნად ვთვლით თავს, ამ მიმართულებით ძალიან ბევრი რამ გვაქვს სასწავლი. აქამდე თუ ღვინის ბანკებზე მოთხოვნა არ ყოფილა, დღეს საკმაოდ გაზრდილია.  ჩვენც ყოველდღიურად ვითარდებით და სერვისის დახვეწაზე ვმუშაობთ.“-ამბობს მაისურაძე.



როგორც „ჯივინიში“ აცხადებენ, თუ  პროექტმა გაამართლა და ღვინის ბანკზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა, შესაძლოა საქართველოში მეორე ღვინის ბანკიც გაიხსნას. 

 

ნათია ლომიძე

 

 

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up