„გვინდა საქართველოში წარმოებული საათები შვეიცარიაში წარმოებულზე ძვირი ღირდეს“, - ზვიად ციკოლია საათების ლიმიტირებული სერიის ადგილობრივ წარმოება იწყებს

„გვინდა საქართველოში წარმოებული საათები შვეიცარიაში წარმოებულზე ძვირი ღირდეს“, - ზვიად ციკოლია საათების ლიმიტირებული სერიის ადგილობრივ წარმოება იწყებს

access_time2020-12-30 14:00:35

„გვინდა, რომ საქართველოში წარმოებული საათები შვეიცარიაში წარმოებულზე ძვირი ღირდეს“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ცნობილმა ქართველმა სამრეწველო დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ განუცხადა. მედიაჰოლდინგთან „Tsikolia Watches“-ის დამფუძნებელმა საქართველოში აწყობილი საათების ახალი ხაზის „მარინას“ წარმატებაზე ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოში შექმნილი ლიმიტირებული სერიიდან, თავის პატრონი თითქმის ყველა საათმა იპოვა.

 



„პრაქტიკულად საქართველოში აწყობილი ყველა საათი ახალი სერიიდან „მარინა“ გაიყიდა. იქედან გამომდინარე, რომ საკმაოდ პოპულარული მოდელი გამოდგა, ვაპირებთ ფერთა გამა გავზარდოთ. დავიწყეთ იმაზე ფიქრი, რომ ჩვენი დანადგარები ჩამოვიტანოთ და ყველაფერს სერიოზული წარმოების სახე მივცეთ. დიდი წარმოება ვერ იქნება, რადგან დიდი წარმოება სხვა ბაზარზე და სხვა სეგმენტზეა გათვლილი, ჩვენი საათები არ არის ამ სეგმენტზე გათვლილი და არც გვინდა, პირიქით შეიძლება ლიმიტირებული იყოს. ჩვენ მასიური საათების წარმოებას ჩამოვშორდებით და გადავალთ უფრო ლიმიტირებულ სერიაზე, როცა ადგილობრივი წარმოება დაიწყება. იქედან გამომდინარე რომ საათები ლიმიტირებული იქნება საფასო ღირებულება გაიზრდება. ჯერჯერობით გეგმები ასეთია, რთულია წინასწარ იმსჯელო, რადგან ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ და დრო თავისას გვიჩვენებს. გვინდა, რომ საქართველოში წარმოებული საათები უფრო ძვირი ღირდეს ვიდრე შვეიცარიაში წარმოებული“, - განუცხადა „კომერსანტს“ ზვიად ციკოლიამ.

 


ცნობილი დიზაინერი გვიყვება, რომ Tsikolia Watches“-ის მთავარ ფლაგმანად Seven რჩება, თუმცა მისივე თქმით, ბრენდი ახალი მოდელების შექმნაზე აქტიურად მუშაობას. კიდევ ერთი სიახლე, რომელსაც კომპანია საკუთარ მომხმარებელს სთავაზობს კედლის საათია:

 



„Seven მაინც მთავარი ფლაგმანია, ჩვენი მოდელებიდან გამორჩეულია და ეს დარჩება ჩვენს სახედ. ვფიქრობთ ამ მიმართულებით ახალ ნაირსახეობები შევმატოთ ჩვენ გამას. რა თქმა უნდა ამის გარდა სხა მოდელებზეც მიდის მუშაობა და სულ მალე ჩაეშვება წარმოებაში. რამდენიმე დღის წინ ქალის თანამედროვე მოდელი VOGUE ჩაეშვა. მიუხედევად იმისა, რომ Seven პოპულარულ მოდელად რჩება ჩვენს კატალოგში მაინც განსხვავებული მოდელი გამოჩნდა. ასევე აქტიურად მიდის მუშაობა ჩვენი ორიგინალური კედლის საათის კუთხით, ხდება პროტოტიპირება იმისთვის, რომ უკვე ყალიბები და სპეციალური აღჭურვილობა შევქმნათ, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ მცირე მასიური წარმოება დავიწყოთ საქართველოში და ჩვენი მომხმარებელი გავახაროთ“, - აცხადებს ზვიად ციკოლია.

 

ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up