“გვინდა, რომ შეთანხმება მოხდეს, მაგრამ შეთანხმებას აქვს წინაპირობა, ეს არის ახალი არჩევნები”- ხატია დეკანოიძე

“გვინდა, რომ შეთანხმება მოხდეს, მაგრამ შეთანხმებას აქვს წინაპირობა, ეს არის ახალი არჩევნები”- ხატია დეკანოიძე

access_time2020-11-21 15:35:38

მთელი პასუხისმგებლობა იმ პოლიტიკურ კრიზისზე, რაც დღეს ქვეყანაში არსებობს, ბიძინა ივანიშვილს და მმართველ გუნდს ეკისრება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციას შემხვედრი წინადადებები არ მიუღია, შესაბამისად, ისინი მესამე რაუნდს ელოდებიან.
ჩვენი მხრიდან კომპრომისი არის ის, რომ უკვე მოლაპარაკებებზე ვართ და გვინდა, რომ რაღაცნაირად შეთანხმება მოხდეს, მაგრამ შეთანხმებას აქვს წინაპირობა, ეს არის ახალი არჩევნები. სხვა კომპრომისული სივრცე არ გვაქვს, იმიტომ, რომ ჩვენ უკან არიან საქართველოს მოქალაქეები. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ მთელი პასუხისმგებლობა იმ პოლიტიკურ კრიზისზე, რაც დღეს ქვეყანაში არსებობს, ბიძინა ივანიშვილს და მმართველ გუნდს ეკისრება. შესაბამისად, ჩვენ მათ გეგმა შევთავაზეთ, თუ როგორ ვხედავთ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალს. ეს არის ახალი არჩევნები, რომელიც ძალიან ბევრ დემოკრატიულ ქვეყანაში, განსაკუთრებით, საპარლამენტო ქვეყნებში კრიზისიდან გამოსვლის ერთ-ერთი საშუალებაა. შესაბამისად, ველოდებით შემხვედრ წინადადებებს. ჯერჯერობით, არავითარი შემხვედრი წინადადება „ქართული ოცნებიდან“ არ ყოფილა, ვნახოთ, რა იქნება მესამე რაუნდიდან.
ამ პარლამენტში არავინ შევა არავითარი დათქმებით. მთავარია, ჩვენ შედეგი მივიღოთ. ერთიანად, მტკიცედ უნდა ვიმოქმედოთ და რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის სურვილის წინააღმდეგ უნდა წავიდეთ, ლეგიტიმაცია არ უნდა მივანიჭოთ იმ პარლამენტს, რომელიც ახლა არის“, -
განაცხადა დეკანოიძემ.
მისივე განმარტებით, ხვალ ოპოზიციური პარტიების საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართება.
ხვალ გვექნება საკოორდინაციო შეხვედრა სხვადასხვა პარტიებთან, ხვალ გავივლით იმ თემებს, რომელიც ეხება მათ შორის, დიდ აქციას, სხვადასხვა წერტილოვან აქციებს. ამ წუთას, კონკრეტული თარიღი გადაწყვეტილი არ არის“, - განაცხადა დეკანოიძემ.

Ipn.ge




აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტები - ობამა, ბუში და კლინტონი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას საჯაროდ გაიკეთებენ

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტები - ობამა, ბუში და კლინტონი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას საჯაროდ გაიკეთებენ
access_time2020-12-04 18:54:11
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტები, ბარაკ ობამა, ჯორჯ ბუში და ბილ კლინტონი, მზად არიან, რომ ავტორიზაციის შემდეგ, კოვიდ 19-ის ვაქცინა საჯაროდ, კამერების წინ გაიკეთონ და ასე მოსახლეობას დაუმტკიცონ, რომ ის უსაფრთხოა.   ამერიკის ბოლო სამი პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ მათი ეს ნაბიჯი იქნება მყარი გზავნილი ამერიკელი ხალხისთვის, რომ ვაქცინა მართლაც უსაფრთხო და ეფექტურია. სწორედ ამაში ცდილობენ საზოგადოების დარწმუნებას სფეროს ექსპერტები და ვაქცინაზე...

„გამოქვეყნებული ახალ რეიტინგები მნიშვნელოვანი გზავნილია პოტენციური ინვესტორებისთვის - საქართველოს ბიზნესასოციაცია

„გამოქვეყნებული ახალ რეიტინგები მნიშვნელოვანი გზავნილია პოტენციური ინვესტორებისთვის - საქართველოს ბიზნესასოციაცია
access_time2020-12-04 17:55:18
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია Trace International-ის და ტრანსეროვნული ორგანიზაცია SolAbility-ის კვლევებს ეხმიანება და რეიტინგებს პოტენციური ინვესტორებისთვის პოზიტიურ გზავნილად აფასებს. Trace International-ის წარმოებული კორუფციის რისკისგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში 28-ე, ხოლო ევროპაში მე-19 ადგილზეა, ხოლო SolAbility-ის გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობის ინდექსის მიხედვით, საქართველო 180 ქვეყნიდან, 37-ე ადგილზეა.   ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-12-04 21:30:27
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. ლარის გაცვლითი კურსის მორიგი შოკის შემთხვევაში, სახელმწიფო ვალის ნიშნული შესაძლოა მშპ-ის 72%-მდე გაიზარდოს ლარის გაცვლითი კურსის მორიგი შოკის შემთხვევაში, მაღალია ალბათობა სახელმწიფო ვალის ნიშნული მოულოდნელად მშპ-ის 72%-მდე გაიზარდოს. ასეთია აუდიტის სამსახურის ანგარიშის დასკვნა,...

„ადამიანის მისწრაფებას მოგზაურობისადმი ვერაფერი მოსპობს“ - როგორ გადაურჩა პანდემიას Airbnb?

 „ადამიანის მისწრაფებას მოგზაურობისადმი ვერაფერი მოსპობს“ - როგორ გადაურჩა პანდემიას Airbnb?
access_time2020-12-04 20:30:24
დეკემბრის შუა რიცხვებში საცხოვრებელი ფართების დაჯავშნის სერვისი Airbnb-ი თავისი აქციების გასაყიდად გამოტანის პროცედურას დაასრულებს. პირველ ეტაპზე საუბარი იყო 30 მლრდ. დოლარის ფასიან ქაღალდებზე, დღეს კი - 35 მლრდ-ის.   წერილში, რომელიც კომპანიის პრეზიდენტმა ბრაინ ჩესკიმ ბირჟების და ფასიანი ქაღალდების კომისიას გაუგზავნა, ნათქვამია, რომ აქციების განთავსება ჯერ კიდევ მარტში იგეგმებოდა, თუმცა ეს გეგმების პანდემიამ...

OPEC Plus-ი ნავთობმოპოვების ზრდაზე შეთანხმდა

OPEC Plus-ი ნავთობმოპოვების ზრდაზე შეთანხმდა
access_time2020-12-04 19:30:45
OPEC plus-ში შემავალი ქვეყნები 2021 წლის იანვრიდან დღე-ღამეში ნავთობმოპოვების 500 000 ბარელით ზრდაზე შეთანხმდნენ.   შემდგომში გარიგების პირობების ყოველთვიურად გადაიხედება, და მოპოვების მოცულობები მოთხოვნაზე იქნება დამოკიდებული.   ბაზარმა შეთანხმებაზე რეაგირება უკვე მოახდინა - 3 დეკემბერს, ინფორმაციის გავრცელების შემდეგ,  Brent-ის ტიპის ნავთობი 1,2%-ით, 48,8 ბარელამდე გაძვირდა. წყაროების ინფორმაციით, შეხვედრის დროს...


მსგავსი სიახლეები

up