კორონავირუსი რომ არ დაგვტეხოდა თავს, წარმატებული გეზი ჰქონდა ქვეყანას

კორონავირუსი რომ არ დაგვტეხოდა თავს, წარმატებული გეზი ჰქონდა ქვეყანას

access_time2020-09-17 11:00:30

საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტს უფლებამოსილების ვადა 31 ოქტომბერს ეწურება. ოთხი წლის წინ, 2016 წელს წინასაპარლამენტო არჩევნების დროს, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ მოსახლეობას სოციალური კეთილდღეობა და სწრაფი განვითარება დაპირდა. თუმცა, მმართველობიდან ოთხი წლის შემდეგ მოსახლეობა შიმშილობის ზღვარზეა, საქართველოში ფასების საერთო დონე კი რეკორდულად იზრდება. „კომერსანტი“ დაინტერესდა ამ დროის განმავლობაში რა გააკეთეს მმართველი პარტიის დეპუტატებმა მთავარი დანაპირების - „კეთილდღეობის და სწრაფი განვითარების“ შესასრულებლად, რის გამოც ოთხი წლის წინ ამომრჩევლებს ხმას სთხოვდნენ. როგორ აფასებენ საკუთარ სიტყვას და საქმეს დეპუტატების სავარძლებიდან და რას ეუბნებიან ამომრჩევლებს.

 

„კომერსანტი“ აგრძელებს სტატიების ციკლს, სახელწოდებით - რა წვლილი შეიტანა ქართველი ხალხის კეთილდღეობასა და სწრაფ განვითარებაში თითოეულმა დეპუტატმა ამ ოთხი წლის განმავლობაში.

 

„კორონავირუსი, რომ არ დაგვტეხოდა თავს, წარმატებული გეზი ჰქონდა ქვეყანას აღებული“, - ასე აფასებს ქართული ოცნების განვლილ 4 წელს მმართველი გუნდის წევრი ლადო კახაძე. მთაწმინდის მაჟორიტარის განცხადებით, საქართველოში ბევრი გაჭირვებული ადამიანია და ამის შესახებ, როგორც ბიძინა ივანიშვილმა, ისე ქვეყნის ეკონომიკურმა გუნდმა კარგად იცის.

 

„დღეს გაჭირვება ბევრია და ჩვენ ეს კარგად ვიცით, უამრავ ადამიანს ვხვდები და მაქვს შეხება, მე როგორც ექიმს, ვიცი სოციალური ჯგუფები, კარგად ვიცი სოფლის და ქალაქის მდგომარეობა. ყველაფერი მოწესრიგებული, რომ არ არის ეს ყველაფერი ვიცით“, - განმარტავს კახაძე.

 

პასუხად კითხვაზე, თუ რა ქმედითი ნაბიჯი გადაიდგა უკიდურეს სიღარიბეში მყოფი ადამიანების მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, ლადო კახაძე ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე საუბრობს.

 

„მე არ ვამბობ რომ ამ ყოველივემ ყველაფერი გააკეთილშობილა, მაგრამ აუცილებელი პირობები შეუქმნა ადამიანებს. განხორციელდა რეფორმები ჯანდაცვის სფეროში, ასევე სოციალური დაცვის კუთხით, საყოველთაო ჯანდაცვის, მთის კანონი, რომელიც ძალიან დიდ შეღავათებს აძლევს მთაში მცხოვრებ ადამიანებს. ასევე უნდა აღინიშნოს მხარდაჭერა სოფლის მეურნეობაში, დაიწყო ახალი სტარტაპების ხელშეწყობა.

 

თქვენ დამისახელებთ სიღარიბეს და მე კი, გიამბობთ, მაგალითად, რაჭაში 70-მდე სოფელში, როდესაც ვიყავი, რა  ვნახე,  ვნახე -   რამდენი რამ გააკეთეს სახელმწიფომ და ადამიანებმა ერთად.  ეს ყოველივე იმედის მომგვრელია, მე როგორც ექიმს, არ მჩვევია დაპირება, ჩვენ უნდა ვცადოთ, ცდა არ უნდა მოვაკლოთ,  განვავითაროთ შიდა პოტენციალი და გარე ინვესტორებს უნდა შევუქმნათ საქართველოში მუშაობის პირობები“.

 

ლადო კახაძეს ვკითხეთ, თუ რა გააკეთა როგორც მაჟორიტარმა დეპუტატმა მთაწმინდის მოსახლეობისთვის. პარლამენტარი აცხადებს, რომ მთაწმინდაზე მათი ბიუროს მუშაობა არ გაუჩერებია. როგორც იგი აცხადებს ბიუროს მისამართი ყველასთვის ცნობილია, ამბობს იმასაც რომ ადამიანები სახლშიც აკითხავენ, რადგან ის მთაწმინდელებისთვის უცხო არ არის. სამაჟორიტარო ოლქში არსებულ პრობლემებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ბიუროში ყველაზე ხშირად ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებული თხოვნით აკითხავს მოსახლეობა.


 

„მე ამ უბანში ვიცხოვრე მთელი ცხოვრება, მათთვის უცხო არ ვარ. სახლში მოდიან ჩემთან და მეუბნებიან, შენ ხო არ გინდა დახმარებაო? უამრავი რამე გაკეთდა, მაგრამ ვერ ვიტრაბახებ. არ მაქვს უფლება,რომ ვთქვა „მე ეს გავაკეთე“. ბიურო სავსეა დახმარების თხოვნით,რომელიც ჯანმრთელობას ეხება, სამინისტრო კი ავსებულია ჩემი შუამდგომლობის წერილებით და დიდი მადლობა მათ, რომ მეხმარებიან“ , - ამბობს კახაძე.

 

პარლამენტარის განცხადებით, მთაწმინდის ოლქში არსებული საცხოვრებელი სახლები მძიმე მდგომარეობაშია. ერთადერთი გამოსავალი კახაძის თქმით, ინვესტორის მოძიება, რომელიც თბილისის მერიის მიერ შემუშავებული რეგულაციების გამო მთაწმინდით არ ინტერესდება. სწორედ ამიტომ პარლამენტარს გადაწყვეტილი აქვს კოეფიციენტი გაზრდის მოთხოვნით დედაქალაქის მერია მიმართოს.

 

„ჩემს რაიონში არსებულ პრობლემებს ყოველდღიურად ვეცნობი, მაგალითად, ჩაიკოვსკის და ჭონქაძის კუთხეში არის სახლები, რომლებიც რეაბილიტაციას არ ექვემდებარება. ჩვენ როგორც ერი ოჯახის წევრები ერთად ვფიქრობთ გამოსავალზე. ინვესტორის გარდა ამ პრობლემას ვერავინ მოაგვარებს, ინვესტორი კი ადგილზე მხოლოდ თავისი სარგებლის პრინციპიდან გამომდინარე მივა, სარგებელი რომ ნახოს, ფართი უნდა დაუმატო. მე კი უნდა ვთხოვო მერიას,რომ კოეფიციენტი დაამატოს კერძო ინვესტორისთვის, რადგან ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ვიცი, რომ უცბად დაიწყებენ ოპონენტები დემაგოგიას, მე არ მეშინია ამ ბულინგის,“- ამბობს კახაძე.

 

ინფლაციისა და პროდუქტებზე ფასების ზრდასთან დაკავშირებით კომერსანტის კითხვაზე, ლადო კახაძე პასუხობს,რომ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა პანდემიის მიერ გამოწვეული გლობალური კრიზისის შედეგია. საქართველოში პანდემიამდე არსებულ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას კი, კახაძე ქვეყნის გეოპოლიტიკური მდგომარეობით ხსნის.

 

„მსოფლიო ეკონომიკა ჩამოიქცა, ჩვენ კი გვაქვს მცურავი კურსი, რომელსაც ტალღა ნაკლებად წააქცევს. ჩვენ ისეთ რეგიონში ვიმყოფებით, რომ გვყავს დიდი მტერი ჩრდილოეთით და კონკურენტები ყველა მხრიდან. სულ ახლახანს შევაბიჯეთ ფეხი ევროგაერთიანებაში, უნდა გადავაწყოთ ჩვენი საკანონმდებლო სივრცე და ექსპორტს უნდა დავუჭიროთ მხარი. საქართველოდან ექსპორტი გაიზარდა, გლეხური და ფერმერული მეურნეობები წამოიჩიტა, ჩვენ ხარისხზე ვაკეთებთ აქცენტებს. დოლარიზაციიდან ლარიზაციაზე გადასვლა მნიშვნელოვანია, რათა ადამიანები ამ მცურავი კურსის დროს არ გადაყვნენ დოლარის კურსს. არის გამოწვევები, მაგრამ ვეძებთ გამოსავალს“, - ამბობს ლადო კახაძე.

 

მედიაჰოლდინგი ყოფილ ექიმს ჯანდაცვის სფეროში განხორციელებულ რეფორმებზეც ესაუბრა, მათ შორის 520-ე დადგენილებაზე, რომელზეც სრულიად ჰოსპიტალური სექტორი აცხადებდა, რომ რეფორმა სექტორს დაანგრევდა.

 

„რომ არა ბიძინა ივანიშვილი და ჯანდაცვის სექტორში ჩადებული თანხები, ვერცერთი ობიექტი ვერ იმუშავებდა. მოსახლეობას არ ჰქონდა ერთი თეთრი, რომ ემკურნალა, ყიდდა სახლებს, ადამიანი კვდებოდა და ქონებაც ნიავდებოდა. წინა ხელისუფლების დროს ჯანდაცვის სისტემაში ჩადებული იყო 300 მილიონი, ხოლო ჯიბის ხარჯი იყო 1,5 მილიარდი. ჩვენმა ხელისუფლებამ 4-ჯერ გაზარდა დაფინანსება. 520 დადგენილებასთან დაკავშირებით დავა გრძელდება, ჩვენი მიზანია პაციენტი იყოს უზრუნველყოფილი. არის კლინიკა,რომელიც სახელმწიფოსთან ერთად მუშაობს და ძალიან კარგადაც, არ აკლია პაციენტების რაოდენობა. რატომ არ შეიძლება ჩვენთანაც იგივე გაკეთდეს, რაც ხდება შვედეში და ევროპის ბევრ წარმატებულ ქვეყანაში, სადაც წარმატებულად არიან სახელმწიფო და კერძო სექტორი ერთმანეთის კონკურენტები, “- ამბობს კახაძე.

 

ლადო კახაძე ბოლო ერთი წლის განმავლობაში მისთვის მნიშვნელოვან საკანონმდებლო ინიციატივებად შრომის კოდექსზე, წამლის წარმოებისა და რეალიზაციის საკითხებზე მუშაობას ასახელებს.

 

„კომიტეტის არცერთი სხდომა არ გამიცდენია. გამოვყოფ შრომის კოდექსს, დამსაქმებლისა და დასაქმებულს შორის სახელმწიფოს, როგორც მედიატორის ფუნქციას. უნდა აღინიშნოს წამლის წარმოებისა და რეალიზაციის, ლოჯისტიკის საკითხებზე მუშაობა, რომელშიც საერთაშორისო ორგანიზაციები არიან ჩართული. საკითხები ბევრია,რისი გამოყოფაც შეიძლება,ახლა ჩვენ გვაქვს ინიციატივა ექიმის სკოლაში დაბრუნების შესახებ, სადაც ის, არამხოლოდ პირდაპირი პროფესიით, არამედ საგანმანათლებლო კომპონენტის ნაწილი გახდება. მიიღებს ადამიანის აღზრდაში მონაწილეობას, ექიმის მიერ მოწოდებულ ინფორმაცია უფრო კარგად აღქმადია,“- აღნიშნავს ლადო კახაძე.

 

ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up