გვენეტაძე ეროვნული ბანკის 50 მილიონიან ახალ ოფისზე: უწყების ფუნქციები იზრდება

გვენეტაძე ეროვნული ბანკის 50 მილიონიან ახალ ოფისზე: უწყების ფუნქციები იზრდება

access_time2019-09-04 13:40:59

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე განმარტავს, რატომ გახდა საჭირო სებ-ისთვის 50-მილიონიანი ახალი ოფისის მშენებლობა. მისი თქმით,
ბოლო 3 წლის განმავლობაში პარლამენტმა რამდენიმე საკანონმდებლო აქტი მიიღო, რომლითაც მნიშვნელოვნად გაიზარდა ეროვნული ბანკის ფუნქცია-მოვალეობები, რომელთა შესასრულებლადაც ცენტრალურ ბანკს დამატებითი ფართობი ესაჭიროება.


“რამდენიმე მათგანი რომ დავასახელოთ: ვარეგულირებთ არასაბანკო სფეროს, რომელიც აქამდე არ იყო დარეგულირებული, საკრედიტო ბიურო, რომელიც ადრე არ იყო დარეგულირებული, სესხის გამცემი სუბიექტები... ძალიან ბევრი დამატებითი საკითხი და ფუნქცია დაემატა ეროვნულ ბანკს. გარდა ამისა, სისტემა იზრდება, ვითარდება, გამოწვევები კიდევ უფრო მეტი ხდება, ეს არის კიბერშეტევები, ფინტექი- როგორც განვითარების მიმართულება, მომხმარებელთა უფლებების დაცვა და ა.შ. ამიტომ ამან დღის წესრიგში დააყენა ის, რომ ეროვნულ ბანკს სჭირდება უფრო მეტი რესურსი და უფრო მეტი ფართობი იმისთვის, რომ მან შეძლოს მნიშვნელოვნად გაზრდილი ფუნქციების შერსულება. აქედან გამოდმინარე, ეს იყო აბსოლუტურად ბუნებრივი. არსებული საოფისე ფართები ვერ პასუხობს ვერც მიმდინარე და ვერც სამომავლო მოთხოვნებს.


ის შენობა, რომელიც აქვს ეროვნულ ბანკს არის ეროვნული ბანკის საკუთრება და მოხდება გარკვეული ფორმით მისი რეალიზაცია და აქედან მიღებული შემოსავლები მოხმარდება იმ პროექტს, რომელსაც ეროვნული ბანკის ახალი სათაო შენობა ჰქვია. პროექტი ალბათ 3-ნახევარი-4 წელი გაგრძელდება. ეს არის ინ ინვესტიცია, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში უნდა მოემსახუროს ეროვნულ ბანკს. მე ვთვლი, რომ ეს ისეთივე გამართლებული ინვესტიციაა, როგორიც რამდენიმე წლის წინ ახალი საკასო ცენტრის მშენებლობა იყო. მაშინაც იყო საუბრები დაკითხვები, რატომ შენდებოდა ეს ცენტრი.თუმცა, დღეს საკასო ცენტრის გარეშე ნორმალური ფუნქციონირება, რაც ნაღდი ფულის მომსახურებას და მიწოდებას ემსახურება ქვეყანაში, შეუძლებელი იქნებოდა. ამიტომ აუცილებელი იყო ამ გადაწყვეტილების მიღება და და ეს გადაწყვეტილება არის მიღებული. მნიშვნელოვანია, რომ პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ”,- აცხადებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.



კობა გვენეტაძე ასევე გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ეროვნული ბანკი სასადილოს მოსაწყობად 865 000 ლარს დახარჯავს.


“ყველა ნორმალურ ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს სასადილო, ეროვნულ ბანკს არ აქვს და მისი თანამშრომლები მოკლებული არიან ამ ელემენტარულ აუცილებელ პირობას და ეს აუცილებელია თანამშრომელთათვის მინიმალური სამუშაო პირობების შესაქმნელად.


აქვე გეტყვით, რომ შენობის ამ ფლიგელს, რომელშიც ეროვნული ბანკი იმყოფება, არ აქვს საავარიო გასასვლელი, მაგალითად ხანძრის ან რაიმე ავარიული შემთხვევის პირობებში და თუ ასეთი რამ მოხდა, შეუძლებელი იქნება სებ-ის თანამშრომლების თუ ვიზიტორების ევაკუაცია. აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, შესაბამისი პროექტის განხორციელებას, ვფიქრობთ, ავაშენოთ საევაკუაციო კიბე. ძალიან ცუდია, რომ აქამდე არ არის ეს. საკმაოდ დიდი ხანი მოუნდა ამ ნებართვის მიღებას”,- აცხადებს კობა გვენეტაძე.





ჩვენი ხელისუფლება აშშ-ს მუდმივად ატყუებს,ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ- ფრონტერა

ჩვენი ხელისუფლება  აშშ-ს  მუდმივად ატყუებს,ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ- ფრონტერა
access_time2020-07-08 17:00:38
 „ჩვენი ხელისუფლება მუდმივად ატყუებს აშშ-ს და ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ. ეკონომიკის მინისტრმა ამერიკის ელჩს შეხვედრაზე უთხრა, რომ 34 პროცენტითაა გაზრდილი ამერიკული ინვესტიციები საქართველოში. თუმცა, ამ ამერიკულ კომპანიებში ჩამოთვლილია რატომღაც ქართული ტელეკომპანია   POSTV და  სხვა კომპანიები, რომელთა 90 პროცენტი შექმნილია ირანული კაპიტალით საქართველოში. არანაირი ინვესტიციები არ გაზრდილა ჩვენს ქვეყანაში და  რაც დრო გადის მეტი სიცხადე შედის...

შემოსავლიანი სექტორები ბანკებისთვის

შემოსავლიანი სექტორები ბანკებისთვის
access_time2020-07-08 16:00:33
2019 წელი საქართველოს საბანკო სისტემისთვის მნიშვნელოვანი გარდაქმნების პერიოდი იყო. პასუხისმგებლობიანი დაკრედიტების სისტემის ამოქმედებამ, რომელიც 2020 წლის აპრილში ნაწილობრივ შემსუბუქდა, ძირეულად შეცვალა ის მოდელი, რომელიც მოქალაქეთა დაკრედიტების მიმართულებით წლების განმავლობაში არსებობდა. შემოსავლების დადასტურების გამკაცრებული მოთხოვნების და PTI კოეფიციენტების განსაზღვრას ქვეყანაში საცალო სესხების ზრდის ტემპის ვარდნა მოჰყვა. ზოგიერთი კატეგორიის საცალო სესხების პორტფელი...

საცურაო აუზები გასახსნელად ემზადებიან - შეზღუდვები ღირებულებაზე აისახება

საცურაო აუზები გასახსნელად ემზადებიან - შეზღუდვები ღირებულებაზე აისახება
access_time2020-07-08 15:00:41
„საცურაო აუზებში 6 კვ/მ-ზე დაშვებულია მხოლოდ ერთი ადამიანი, აუზებში/ აბაზანებში აუცილებელია წყლის ცვლა, ლაბორატორიული კონტროლი 10 დღეში ერთხელ, დისტანცია შეზლონგებს შორის“ - ამ და სხვა რეკომენდაციებით აუზები შემოწმების შემდეგ უახლოეს დღეებში ფუნქციონირებას ეტაპობრივად იწყებენ.  ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი კორონავირუსით გამოწვეულ COVID-19-თან დაკავშირებით...

მთავრობამ გამოგვირეცხა ტვინი, რომ უკეთ გაგვაკონტროლოს-ფადი ასლი

 მთავრობამ გამოგვირეცხა ტვინი, რომ უკეთ გაგვაკონტროლოს-ფადი ასლი
access_time2020-07-08 13:20:04
საერთაშორისო სავაჭრო პალატის საბჭოს თავმჯდომარე ფადი ასლი  განცხადებას ავრცელებს და ქვეყნის მოქალაქეებს მიმართავს. „კომერსანტი“ მას უცვლელად გთავაზობთ:  „ღია წერილი ქართველ ხალხს ჩემო თანამემამულენო, მე გწერთ დამწუხრებული გულით; ამ წლის მარტიდან მოყოლებული ათასობით თქვენგანმა დაკარგა სამსახური, დახურა ბიზნესი, დაიხრჩო ვალებში და ოჯახის შენახვის საშუალება აღარ გაქვთ. ეს ყველაფერი ხდება ვირუსის გამო, რომელიც უარეს შემთხვევაში მოსახლეობის 0.05%ს კლავს და მათთვის...

შპს „ყვარლის ედემის“ ადმინისტრაციამ „ქართულ ოცნებას“ მარტში 65 000 ლარი შესწირა

შპს „ყვარლის ედემის“ ადმინისტრაციამ „ქართულ ოცნებას“  მარტში 65 000 ლარი შესწირა
access_time2020-07-08 13:01:37
შპს „ყვარლის ედემის“ მფლობელებმა და დირექტორმა 2020 წლის 20 და 23 მარტს „ქართულ ოცნებას” ჯამში 65,000 ლარი შესწირეს და რამდენიმე დღეში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისგან გამარტივებული შესყიდვის გზით 277,300 ლარიანი კონტრაქტი მიიღეს. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ კვლევაშია აღნიშნული.  „სასტუმროს 2013-2019 წლებში 400,000 ლარის ღირებულების გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის კონტრაქტები აქვს გაფორმებული, თუმცა აქამდე...


მსგავსი სიახლეები

up