გველი, სელაპი, ბაყაყის თათები - ეგზოტიკური პროდუქტები, რომელსაც საქართველო ყიდულობს

გველი, სელაპი, ბაყაყის თათები - ეგზოტიკური პროდუქტები, რომელსაც საქართველო ყიდულობს

access_time2020-02-23 13:00:13

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 882.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 5.7 პროცენტით მეტია.


საქსტატის ცნობით, აქედან, ექსპორტი 262.6 მლნ აშშ დოლარი (10.0 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 619.7 მლნ აშშ დოლარი (3.9 პროცენტით მეტი) იყო. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარში 357.1 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.5 პროცენტი შეადგინა.


„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ რა ეგზოტიკური, უცნაური პროდუქტების იმპორტი ხორციელდება ქვეყანაში. იქიდან გამომდინარე, რომ მიმდინარე წლის მონაცემები საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები, „საქსტატს“ ჯერ არ აქვს გამოქვეყნებული, გასული წლის მე-4 კვარტლის მონაცემებს გავეცანით.


გთავაზობთ, იმ რამდენიმე სასაქონლე ჯგუფის ჩამონათვალს, რომლის იმპორტიც განხორციელდა ქვეყანაში 2019 წლის მე-4 კვარტლის მონაცემებით:



ცოცხალი რეპტილიები (გველის და კუს ჩათვლით) - 4.9 ათასი აშშ დოლარი;


შინაური მტრედების, მწყერების, სელაპების, ირმების, ბაყაყის თათების და ა.შ. ხორცი და ხორცის საკვები სუბპროდუქტები (ახალი, გაცივებული ან გაყინული) - 0.8 ათასი აშშ დოლარი;


რვაფეხები (Octoрus sрр.) ცოცხალი, ახალი ან გაცივებული - 4.7 ათასი აშშ დოლარი


დანარჩენი რვაფეხები (Octoрus sрр.) ცოცხალი, ახალი ან გაცივებულის გარდა - 4.5 ათასი აშშ დოლარი;


კუს ჯავშანი, ვეშაპის ან ზღვის სხვა ძუძუმწოვრების ულვაში, რქები, ირმის რქები, ჩლიქები, ფრჩხილები, ბრჭყალები და ნისკარტები, ამ პროდუქტების ფხვნილი და ნარჩენები - 0.3 ათასი აშშ დოლარი.


საქართველოში ასევე ხორციელდება, ცოცხალი პრიმატების, ცოცხალი აქლემები და სხვა აქლემისნაირნის, ლოკოკინების (ლიპარისის გარდა) იმპორტი. მართალია, მე-4 კვარტალში აღნიშნული პროდუქტები არ შემოსულა ქვეყანაში, მაგრამ „საქსტატის“ ბოლო მონაცემებით, ლოკოკინების (ლიპარისის გარდა) იმპორტმა - 2019 წლის მე-3 კვარტალში - 2.7 ათასი აშშ დოლარი; ცოცხალი პრიმატების - მე-2 კვარტალში - 1.9 ათასი აშშ დოლარი; ცოცხალი აქლემები და სხვა აქლემისნაირნის (Camelidae) იმპორტმა კი მე-3 კვარტალში - 40.9 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.


bpn.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up